თამარ შუკვანი
10.12.2019

 დეპუტატ ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას, თუკი ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა და საკანონდებლო ორგანო ამის თაობაზე იმსჯელებს, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრები მხარს არ დაუჭერენ. ამის შესახებ „რეზონანსთან" დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი საუბრობს, რომელიც ამ საკითხის დაყენებას 2020 წლის ბოლომდე არასწორს უწოდებს და ამბობს, რომ მელიას მანდატი არ უნდა შეუჩერდეს.

თამარ შუკვანი
09.12.2019

 მმართველი გუნდი ოპოზიციის ახალ შემოთავაზებას, ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები მრავალმანდატიანით შეიცვალოს, დიდი ალბათობით დათანხმდება, თუმცა, როგორც ანალიტიკოსთა გარკვეულ წრეებში საუბრობენ, ეს თანხმობა არ უკავშირდება ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და მიმდინარე საპროტესტო აქციებს. მხარეთა შორის დიალოგის დაწყება საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით იქნა მიღწეული. შედეგად კი „ხელისუფლება და ოპოზიცია ამ დიალოგში მონაწილეობაზე უარს ვერ იტყვიან."

ელზა პაპოშვილი
09.12.2019

 სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიაანში სიმამრის მკვლლეობაში ბრალდებულ სიძეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. გამოძიების მიხედვით, 60  წლის ფირუზ გოგინაშვილს არჩილ ჯანგულაშვილმა სახლში მიაკითხა და სანადირო თოფიდან, თავის არეში, სავარაუდოდ მიბჯენით ესროლა და მოკლა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ იმასაც ამბობენ, რომ გარდაცვლილს ასევე ყელი ჰქონდა გამოჭრილი. 

თამთა ჩაჩანიძე
09.12.2019

 ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა, რუსი დიპლომატის გრიგორი კარასინის წინადადება საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე, ეროვნული ინტერესების უგულებელყოფად და რუსულ ე.წ. რბილ ძალად შეაფასა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი ამ ინიციატივას ჯაშუშური უწოდეს.

ელზა პაპოშვილი
09.12.2019

 სიძის სასტიკად მკვლელობისთვის ძებნილი 23 წლის ბაჩანა ცინგიშვილი სამდღიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ დააკავა. ცანგაშვილს პოლიცია ქარელის რაიონის სოფელ დირბში 22 წლის ვალერი ჭიქაშვილის  მკვლელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, სტუმრად მისულ სიძეს ცოლის ძმამ სხვადასხვა სახის მძიმე ჭრილობები ნაჯახით მიაყენა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. გამოძიება სხვა  შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების დადგენის მზინითაც მიმდინარეობს. 

თამარ შუკვანი
09.12.2019

 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები შესაძლოა მრავალმანდატიანმა შეცვალოს, რაც ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას თქმით, ორივე მხარისთვის - ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის მისაღებია. მხარეებს შორის შეხვედრის მეორე რაუნდი, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგელები ესწრებოდნენ, გარკვეული შეთანხმებით დასრულდა. სწორედ ამ შეხვედრაზე გაჟღერდა ახალი იდეაც.

ია აბულაშვილი
08.12.2019

 ოთხშაბათს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა იწყება, რაც, შესაძლოა, ახალი პოლიტიკური დაძაბულობისა და ქუჩის დაპირისპირების საფუძველი გახდეს. ერთი მხრივ, ამ კენჭისყრის შედეგებს შეიძლება თავად მმართველ პარტიაში მოჰყვეს გარკვეული განხეთქილება. გარდა ამისა, „ოცნების“ ყოფილმა წევრებმა თავის დროზე ღიად დააანონსეს, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრას მასშტაბური აქციით გააპროტესტებდნენ როგორც პარლამენტის შენობის წინ, ისე უშუალოდ სხდომათა დარბაზში.

ია აბულაშვილი
08.12.2019

 „ბიუჯეტის ჩაგდება ვადამდელ არჩევნებთან კავშირში არ არის, რადგან, ახალი კონსტიტუციით, ბიუჯეტის ჩაგდება ვერ გახდება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის დასაწყისი, ეს იყო ძველი კონსტიტუციით“, - ასე  ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ექსპერტთა მოსაზრებას, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მიზნით, მმართველმა გუნდმა შესაძლოა ბიუჯეტი ჩააგდოს.

რეზონანსი
08.12.2019

 რუსეთი ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებას შეასრულებს და საქართველოს 1500-მდე მოქალაქეს 10 მილიონი ევროს კომპენსაციას გადაუხდის, რადგან პრაქტიკულად არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მას ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესრულებინოს, თუმცა ამას გარკვეული დრო სჭირდება -  განაცხადა „რეზონანსთან“ იურისტმა და ადამიანის უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ.

ია აბულაშვილი
08.12.2019

 „საინტერესო ფენომენია, მაგრამ პოლიტიკური დინასტიის ნიშნები ჯერ გამოკვეთილად არ ჩანს. შეიძლება ცუდიც არ იყოს, იმ თვალსაზრისით, რომ იდეურად მამებსა და შვილებს შორის დაპირისპირება ახსოვს ისტორიას, რომელსაც პროგრესი მოაქვს“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკოსთა შვილების გამოჩენას.

ელზა პაპოშვილი
07.12.2019

 14 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების  შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბერ-მონაზონს სვიმონ ქავთარაძეს  სასამართლომ წაინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ  7 დეკემბერს მიიღო. პროკურატურა მას დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას ედავება და გამოძიება ახლა იმ პირების დადგენაზე მუშაობს, თუ ვისგან შეიძინა ბერ-მონაზონმა ნარკოტიკული ნივთიერება და ვისთან მიჰქონდა. ბერი კი დანაშაულს აღირებს და ამბობს, რომ ის მარტო მოქმედებდა და საქმეში სხვა პირების არსებობას კატეგორიულად უარყოფს. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×