თამარ შუკვანი
03.12.2019

 ოპოზიციისა და ხელისუფლების მხარდამჭერთა შეხლა-შემოხლა ნელ-ნელა საერთოეროვნული მასშტაბის მოვლენა ხდება. სამშაბათს დაპირისპირება იყო მცხეთაში, ქუთაისსა და ზუგდიდში, თუმცა პოლიციამ მხარეებს მასშტაბური შეტაკების საშუალება არ მისცა. ნეიტრალურ პოლიტიკოსთა და ნალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ შეტაკებებიდან ორივე დაპირისპირებული მხარე ცდილობს პოლიტიკური დივიდენდების მიღებას და თავადვე უწყობენ ხელს ამ შეტაკებების პროვოცირებას, რადგან პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა არცერთ მათგანს უკვე აღარ შეუძლია.

ია აბულაშვილი
03.12.2019

 „არ ვიცი - რა დავარქვა, პოლიტიკური შეცდომა, გამიზნული ვიზიტი, თუ გამიზნული პროვოკაცია, მაგრამ ასეთ სიურპრიზებს, მაიმუნობას და ასეთ თამაშს ჩემს ამომრჩეველს ვერ ვაკადრებ“, - აცხადებს „რეზონანსთან“ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, რომელმაც ნინო ბრუჯანაძის მოსკოვში ვიზიტის გამო პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შექმნილი ფორმატი დატოვა.

ია აბულაშვილი
03.12.2019

 „ვიდრე პლენარულ სხდომაზე არ დადაგება ეს საკითხი განსახილველად, ძნელია იმის თქმა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა. თუცმა, რა შეფასებებიც არ უნდა გაკეთდეს, გუნდში გადაწყვეტილება მიღებული იქნება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ე.წ. გერმანული მოდელის ქართულ ვარიანტს, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა და უახლოეს დღეები განასახილველად ეუთოს გადაეგზავნება.

თამარ შუკვანი
03.12.2019

 მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს დასკვა არჩევნების ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ოპოზოციის საკანონმდებლო ინიციატივაზე შესაძლოა დადებითი იყოს, დიდი ალბათობით, პარლამენტი მაინც არ მიიღებს ამ რეკომენდაციას. ამის შესახებ „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე საუბრობს, რომელიც ამბობს, რომ აუცილებელი არ არის „რადგან ევროპამ გვითხრა, ასე უნდა მოვიქცეთ."

ელზა პაპოშვილი
03.12.2019

 სასტიკი მკვლელობა კახეთში - სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიაანში სიძემ სიმამრი  საკუთარ სახლში სანადირო თოფით მოკლა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ მკვლელობის მიზეზზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სიძე გარდაცვლილის ქალიშვილზე სისტემატიურად ძალადობა, რის გამოც მათ შორის კონფლიქტი იყო.  

ია აბულაშვილი
03.12.2019

 „რადგან არ არის ინვესტორი და მითუმეტეს არ არის კარგი პროექტი, შეიძლება სიტუაცია გადათამაშდეს - შეიქმნას ახალი  პროექტი და ხელახლა გამოცხადდეს ტენდერი", - ასე ეხმურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ინფრასტურქუტრის მინისტრის განცხადებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით.

რეზონანსი
03.12.2019

 „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მხარდამჭერთა ახლანდელი შეტაკებები ძალიან ჰგავს 2011-2012 წლების ანალოგიურ დაპირისპირებებს, როდესაც ის ოპოზიციაში მყოფი „ქართული ოცნების" წევრი იყო და „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტთა მხრიდან თავადაც გამხდარა შევიწროვების ობიექტი წინასაარჩევნო პერიოდში გამართული სხვადასხვა შეხვედრებისას.

ელზა პაპოშვილი
03.12.2019

 ორი შემზარავი ტრაგედია კახეთში - ახალგაზრდა ქალებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. 30 ნოემბერს ლაგოდეხის რაინის სოფელ აფენში 34 წლის  ქალი ქმრის ოჯახში ჩამომხვრჩვალი იპოვეს; მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 1-ლ დეკემბრს კი ასევე 34 წლის ქალმა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში სიცოცხლე მეუღლის ოჯახში თვითმკვლელობით დაასრულა, მას 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ორივე შემთხვევაზე სოფლის მცხოვრებლებს „რეზონანსთან“ სუიციდის მიზეზებზე გადაჭრით საუბარი უჭირთ, თუმცა ტრაგედიის სავარაუდო მიზეზად მაინც მძიმე სოციალური პირობებ ასახელებენ.

თამარ შუკვანი
03.12.2019

 „ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქციის გამართვა კახა კალაძისთვის მიუღებელია და აქტივისტებს ურჩევს ლოკაცია შეცვალონ, რაზეც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ თავად ხელისუფლებამ უნდა აუხსნას თავის მომხრეებს, რომ სამოქალაქო დაპირისპირება „ქართული ოცნების" ინტერესშივე არაა. მისივე თქმით, აუცილებელია აქივისტებმა პროტესტის სხვა ფორმას მიმართონ იმისათვის, რომ დაპირისპირება თავიდან იქნას აცილებული.

ია აბულაშვილი
03.12.2019

 „ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობა უმრავლსეობაში არ ყოფილა. ამ საკითხს განსაზღვრავს კანონი და რეგლამენტი და ჩვენც ამ გზას მივყვებით“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე მოსაზრებს იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამატყუნებული განაჩენი შესაძლოა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლემოსილების შეჩერების მიზეზი გახდეს.

თამარ შუკვანი
03.12.2019

 სოხუმის ცენტრში 10 დღის წინ მომხდარ რეზონანსულ მკვლელობას უკვე მოჰყვა პოლიტიკური კრიზისი, რაც ორშაბათს საპროტესტო აქციის ფონზე ე.წ. შს მინისტრისა და გენპროკურორის გადაყენებაში გამოიხატა. ახლა კი ეს ყველაფერი შესაძლოა აფხაზეთში ორი გავლენიანი გვარის - არშბებისა და ავიძბების დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამის შესახებ საუბარია არშბების გვარის წარმომადგენელთა საგანგებო განცხადებაში, რომელიც ორშაბათს ინტერნეტით გავრცელდა.

თამარ შუკვანი
02.12.2019

 პოლარიზაცია ოპოზიციურ სპექტრსა და მმართველ გუნდს შორის იზრდება, რაც სერიოზული დაპირისპირების საფუძველს ქმნის. დაპირისპირება ხშირ შემთხვევაში გამოხატულია საკმაოდ აგრესიული ფორმებით, მაგალითად, როგორიც არის ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება. აქტივისტები ხშირ შემთხვევაში არც ფიზიკურ ანგარიშსწორებას ერიდებიან, რაც ზრდის ტენდენციას, რომ საბოლოოდ სამოქალაქო დაპირისპირება მივიღოთ. მიიჩნევენ ანალიტიკოსები.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×