თამთა ჩაჩანიძე
28.11.2019

 „გუშინდელი ინტერვიუ მოცულობითი , ინფორმაციული, გეგმიერი და არსობრივად ჩამოყალიბებული იყო," - ასე აფასებს „რეზონანსთან"„ქართული ოცნების" დეპუტატი კობა კობალაძე, 27 ნოებმერს ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გასულ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.

ელზა პაპოშვილი
28.11.2019

 მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - რა მოხდა კუმისის ტბასთან. სოფელ კუმისში გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლები საგამოძიებო უწყებებს უნდობლობას უცხადებენ და სასწრაფოდ დამნაშავის დადგენას ითხოვენ.

თამარ შუკვანი
28.11.2019

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზრიზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციები სულაც არ არის მშვიდობიანი და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე აქციების გაგრძელების რესურსსა და პერსპექტივას ვერ ხედავს.

თამთა ჩაჩანიძე
28.11.2019

 „ნიშანდობლივია, რომ იმ დროს, როდესაც ბიძინა ივანიშილის ინტერვიუ გადიოდა, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხი განიხილებოდა, ძალიან მკაცრი და მძაფრი კრიტიკა იყო, დღეს ამაზე პრაქტიკულად არავინ არ ლაპარაკობს, იმიტომ რომ ბიძინას გამოსვლამ გადაფარა ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ კრიტიკული გამოსვლები,"-ასე აფასებს „რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გასულ ბიძინა ივანიშილის ინტერვიუს.

თამარ შუკვანი
28.11.2019

 პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ინტერვიუს, რომელიც 27 ნოემბერს „იმედის" ეთერში გავიდა, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სასაცილოს უწოდებს და „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ რამდენიმე განცხადების შინაარსი საშიშ ელემენტებს შეიცავს, მაგალითად, როგორიც არის შეპირება უცხოეთში დასაქმების შესახებ. გამზარდიას თქმით, მსგავსი პროცესი ქვეყნიდან გადინებას შეუწყობს ხელს, რაც საბოლოოდ საქართველოს მოსახლეობისგან დაცლას გამოიწვევს.

თამარ შუკვანი
27.11.2019

 ოპოზიციის ახალი გეგმის თანახმად, პარლამენტის შენობის პიკეტირება კვლავ დღის წესრიგში დგას და 28 ნოემბერს უმრავლესობის დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობა იგეგმება, თუმცა, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ეს შედეგს ვერ გამოიღებს, მეტიც მსგავსი ნაბიჯებით „ნაციონალურ მოძრაობა“ იმ ამომრჩეველსაც დაკარგავს, რომელიც ნეიტრალურია. გამოსავალი კი შესაძლოა მოიძებნოს ორ მხარეს შორის შუამავლის მოძებნით, იმ შემთხვევაში თუკი მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს დასთანხმდა. 

თამთა ჩაჩანიძე
27.11.2019

 „ამას ხელისუფლება სათავისოდ აუცილებლად გამოიყენებს, კერძოდ იმისთვის, რომ ოპოზიციაზე კვლავ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო შეტევა გაშალოს და თქვას, რომ ეს ოპოზიცია და მთელი ეს აქციები კვლავ მიხეილ სააკაშვილისგან იმართება," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციის ლიდერების მიხეილ სააკაშვილთან კიევში შეხვედრას და მსგავსი ნაბიჯების გავლენას ოპოზიციის იმიჯზე.

ია აბულაშვილი
27.11.2019

 „ბიძინა კარგს რომ არაფერს იტყვის, ვიცი, ისევ იმას, რა ინსტრუქციაც მისცა კალაძეს და ბურძგლას, რა ქვია... კობახიძეს - დაწყნარდით, ისევ ჩვენ უნდა ვიყოთო და ისევ დაძაბავს სიტუაციას,“ - ასე ეხმაურება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრი გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვტილებას, ტელეეთერით მიმართოს მოსახლეობას.

ელზა პაპოშვილი
27.11.2019

 პანკისის ხეობაში, სოფელ საქობიანეში ორ გვარს  ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის სისხლიანი  დაპირისპირება მოხდა.  დაპირისპირებული მხარეები სოფელ ჯოყოლასა და დუისის მცხოვრებლები არიან.  როგორც „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, ჩხუბში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა და ორივე მხარე შეიარაღებული იყო.

თამარ შუკვანი
27.11.2019

 დასავლელი პარტნიორები მზაობას გამოთქვამენ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებებში ჩაერთონ. ოპოზიციონერ ლიდერებს ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე ჰქონდათ ევროკავშირის წარმომადგენლებთან და დიპლომატებთან, თუმცა, მმართველი გუნდში ამაზე მსჯელობა ამ დრომდე არ ყოფილა.

თამთა ჩაჩანიძე
27.11.2019

 ოპოზიციამ ვერ შეძლო იმ მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობის გამოყენება, რომელიც მმართველი პარტიის მიერ დაპირების გადათქმისა და პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის ჩაგდების შემდეგ მიიღო - ასე აფასებს ბოლო დღეების მოვლენებს „რეზონანსთან საუბარში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

ია აბულაშვილი
27.11.2019

 „დღეს იმის, რომ ეს იყო იდეა და არა დაპირება, იმათაც კი არ სჯერათ, ვინც მხარი დაუჭირა პროექტის ჩაგდებას, მითუმეტეს ჩვენს დასავლელ მეგობრებს. ვფიქრობ, ძლიერი ზეწოლის შედეგად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარედან, მმართველი გუნდი იძულებული იქნება მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუნდაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×