თამარ შუკვანი 06.12.2019
ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასებისას, ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ დღეს არსებობს სახელმწიფო გადატრიალების რეალური საფრთხე, რაც რუსეთის მიერ არის მართული. საქართველოში ამ სცენარის მთავარი შემსრულებელი კი უშუალოდ ოპოზიციაა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით.
|
თამარ შუკვანი 05.12.2019
„აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით დიალოგის ახალი ფორმატი იქმნება, რაც ექსპერტთა აზრით, დამატებითი ბერკეტია სამმა ქვეყანა - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ დასახულ მიზანს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ. „ევროკავშირი + სამი ასოცირებული ქვეყნის" დიალოგის ფორმატი ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი ალტერნატიულ გზაა. თუმცა, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ევროპელი ლიდერები, რომლებიც გარკვეულ სკეპტიციზმს იჩენენ შემდგომი გაფართოების მიმართ.
|
ია აბულაშვილი 05.12.2019
"იმ შემთხვევაში, თუ ეუთოდან მოვა დასკვნა, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული ე.წ. გერმანული მოდელის ქართული ვარიანტი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მაშინ ხელისუფლება უნდა დათანხმდეს არჩევნების ამ მოდელით ჩატარებას.
|
ელზა პაპოშვილი 05.12.2019
ორი სპეცოპერაცია ზუგდიდში და ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ბერ-მონაზონი. ათონის მთაზე მოღვაწე ბერი, 30 წლის სვიმონ ქავთარაძე თანხმლებ პირთან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც ისინი პოლიციამ გააჩერა და მათი ავტომობილის ჩხრეკა დაიწყო. ავტომობილში ჩხრეკისას პოლიციამ ჩანთა იპოვა, რომელშიც 14 გრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება იყო.
|
თამარ შუკვანი 05.12.2019
ოპოზიცია საპროტესტო აქციების ახალი ეტაპისთვის ემზადება. მორიგი ტალღა ამჯერად რეგიონებში იწყება, რაც უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას თქმით, ხელისუფლების მხრიდან უფრო რთულად გასაკონტროლებელი გახდება.
|
თამარ შუკვანი 04.12.2019
„დღეს სამწუხაროდ ისეთი სურათი იქმნება, თითქოს ამ 7 წლის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" გარდა სხვა არავინ არსებობს. ერთმანეთისთვის თავპირის დალეწვა ამ ორი პარტიის დღის წესრიგია. ეს არის კიდევ ერთი ინდიკატორი იმისა, რომ არც წასული უნდა გვინდოდეს და არც აწმყო, რადგან აწმყო ძალიან დაემსგავსა წარსულს," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრისას.
|
ია აბულაშვილი 04.12.2019
"ხელისუფლებამ არ იცის, როგორ უპასუხოს ამ პროცესებს, მიზანი არის მაქსიმალური პოლარიზება და ცდილობს გა-ითამაშოს ხალხის რისხვა, თითქოს ხალხია აღშფოთებული, რაც სინამდვილეში ასე არ არის," - ასე ეხმაურება რესპუბლი-კური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი ოპოზიციისა და ხელისუფლების მხრადამჭერებს შორის დაპირისპირებას, რო-მელიც რეგიონებში სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს.
|
ელზა პაპოშვილი 04.12.2019

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მეზობლების დაჭრასა და მკვლელობაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. საქმე 2019 წლის 21 თებერვალს ჩადენილ დანაშაულს ეხება, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მოხდა.
|
ია აბულაშვილი 04.12.2019
"ვინც ნათელაშვილთან იკრიბება, აქედან უმრავლესობამ იცის, რომ 2020-ში 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავს და ნულოვანი ბარიერის დაბრუნება უნდა. ხელისუფლებამ კი უარი იმიტომ თქვა, რომ რეალური საშიშროება იყო, კოალიციას ვერ შექმნიდა. 40%-ზე ნაკლები რომ აეღო, "პატრიოტთა ალიანსი" საკმარისი არ იქნებოდა, მაშინ ვისთან უნდა შეექმნა მთავრობა..." - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტარაშვილი ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ე.წ. გერმანული მოდელის ქართულ ვარიანტს, რომელიც უახლოეს დღეებში განსახილველად ეუთო-ს გადაეგზავნება.
|
თამარ შუკვანი 04.12.2019
დღეს არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ანალიტიკოსთა გარკვეულ წრეებში საუბრობენ იმის შესახებ, რომ საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა და ამის პირველი ნიშნები უკვე ჩანს. „ქართული ოცნების" მომხრეებსა და ოპოზიციიის მხარდამჭერებს შორის ბოლო დღეებში ხშირად ადგილი აქვს სიტყვიერ და ფიზიკურ ანგარიშსწორებას, რაც ზრდის საფრთხეს იმისა, რომ სიტუაცია სწორედ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს. თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ არ დაუშვებენ ვითარების ესკალაციას.
|
ელზა პაპოშვილი 04.12.2019
დაპირისპირება 116-ე საჯარო სკოლაში. შესვენების დროს შელაპარაკების შედეგად მეცხრე და მერვე კლასელ მოსწავლეებს შორის კონფლიქტი მოხდა. უფროსკლასელმა უმცროსს საწერი კალმით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა. მოსწავლეები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ იყო საუბრი თითქოს ჩხუბის დროს ცივი იარაღის გამოყენებაც მოხდა, თუმცა სკოლის ადმინისტრაცია ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. სკოლაში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო გამოძახებული. მომხდართან დაკავშირებით კი გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
|
თამარ შუკვანი 04.12.2019
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემუშავებულ ე.წ. გერმანულ მოდელს ოპოზიცია პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს, რაც ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან თავად „ქართულ ოცნებას" „გერმანულ მოდელზე" გადასვლა არ აწყობს და არც პარლამენტი მიიღებს ამ კანონპროექტს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|