თამთა ჩაჩანიძე
12.12.2019

 „ბოიკოტის რეჟიმზე ყოფნას არ ვაპირებთ და ამ ფუფუნებას ნამდვილად არავის არ მივცემთ", - ასეთია დამოუკიდებელი დეპუტატის გედევან ფოფხაძის სამომავლო საქმიანობის გეგმები, რომელიც მან „რეზონანსთან" გააჟღერა. ფოფხაძის თქმით, იგი არ მიბაძავს თავის თანამოაზრე ეკა ბესელიას, რომელმაც პროტესტის ნიშნად ხუთშაბათს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრობაზე უარი განაცხადა და კომიტეტში საქმიანობას განაგრძობს.

თამთა ჩაჩანიძე
12.12.2019

 „რაც უფრო ნაკლები ურთიერთობა მექნება ასეთ ადამიანებთან, მით უფრო სუფთა და დაწყნარებული იქნება ადამიანი", - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე იმ თავის ყოფილ თანაპარტიელებზე საუბრისას, რომლებმაც პარლამენტში წარმოდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სასარგებლოდ მისცეს ხმა.

ია აბულაშვილი
12.12.2019

 „ეს მოსალოდნელიც იყო, მაგრამ მელია პარლამენტში იქნება, თუ პარლამენტს გარეთ, იმის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რომ ის გაჩერდება და პოლიტიკურ აქტიურობას შეწყვეტს“, - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი ნიკა მელისათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვტილებას.

თამარ შუკვანი
12.12.2019

 „ის რომ, პარლამენტის თავმჯდომარე ასე „სერიოზულად" მიუდგა საქმეს და გამოაცხადა, რომ ქიმიური შეტევაა, არ მგონია ამდენად სერიოზული დანაშაული იყოს," - აცხადებს „რეზონანსთან" იურისტი და უფლებდამცელი ლია მუხაშავრია პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანის შესახებ საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
12.12.2019

 „არა მგონია, რომ დიპლომატების გაძევების იქით რამე წავიდეს. შედეგია სწორედ ეს, რომ ორივე მხარემ თავიანთი ტერიტორიებიდან დიპლომატები გააძევა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთ-გერმანიის დიპლომატიურ სკანდალს, რომელიც ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობით დაიწყო.

ია აბულაშვილი
12.12.2019

 „ვიღაცას შეიძლება ეს სახუმარო საქმე ეგონოს, მაგრამ ეს არის მავნებლობა და ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა", - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ფაქტს, რომლის შემდეგაც ევაკუაცია გამოცხადდა.

თამარ შუკვანი
12.12.2019

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შემოიტანეს და შემოსვლისას პირველად დამოუკიდებელ დეპუტატ ნატო ჩხეიძესთან მივიდნენ გაფრთხილების მიზნით. თავად ჩხეიძე ამ განცხადებას გაუგებარს უწოდებს და „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ვოლსკის ასეთი ვარაუდების გამოთქვას არ ურჩევს.

თამარ შუკვანი
12.12.2019

 იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა. დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირეს. მათ შორის არიან მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე მამუკა ვასაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ „კიდევ რამდენიმე იდიოზური მოსამართლე ჩავარდება" და „რეზონანსთან" სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს.

თამარ შუკვანი
12.12.2019

 „კომიტეტის მუშაობას ხელი, რა თქმა უნდა, არავინ არ უნდა შეუშალოს, არც ეკა ბესელიამ და არც სხვამ. რაც შეეხება ჟურნალისტების გაყრას, არასწორია, მაგრამ ხდება ხოლმე," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მომხდარ ინციდენტს.

თამარ შუკვანი
11.12.2019

 იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულებას შეწყვეტს, მოიძებნება მისი ალტერნატივა, რაც შესაძლოა ფოთის პორტი იყოს. ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი საუბრობს, თუმცა, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ეკოლოგიური რისკებიც, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამ გადაწყვეტილებამ გარემოს სერიოზული ზიანი მიაყენოს.

ია აბულაშვილი
11.12.2019

 "მოვუწოდებ კოლეგებს ჩააგდოს ყველა კანდიდატი, ეს არის ერთადერთი შანსი, დაიწყოს რეალური და არა ფესვდოდემოკრატიული რეფორმები" - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრასთან დაკავშირებით.

ელზა პაპოშვილი
11.12.2019

 დავით  გარეჯში  6 დეკემბერს მომხდარი სროლის და  საქართველოს მოქალაქის დაჭრის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „რეზონანსს“ სოფელ ლამბალოს მცხოვრებლები  უყვებიან, რომ 26 წლის რამინ ნიზამი ოღლუ თავის არეში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა პირადი დაპირისპირების ნიადაგზე დაჭრა. შემთხვევა სოფელ იორმუღალოსთან დავით გარეჯიდან რამდენიმე კილომეტრში მოხდა. მათი თქმით, შელაპარაკების და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ,  მესაზღვრემ მწყემსს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. თავის არეში დაჭრილი კი განჯის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×