თამარ შუკვანი
07.12.2019

 უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა პარლამენტში მომავალ კვირიდან დაიწყება და ბოიკოტში მყოფ საპარლამენტო ოპოზიციას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, დროებით შეწყვეტს თუ არა ბოიკოტს ამ კენჭისყრებში მონაწილეობის მისარებად. ამის შესახებ „რეზონანსს“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.

თამარ შუკვანი
07.12.2019

 ინფორმაცია, რომ „ქართულ ოცნებაში" ახალი დაპირისპირებაა და პარტია შეიძლება გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დატოვოს, უბრალოდ ჭორია - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

ელზა პაპოშვილი
07.12.2019

 მოზარდების პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. „რეზონანსს“  სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ გამოძიება ამ დანაშაულებრივ სქემაში ჩართულ  სხვა პირებზეც მუშაობს და  შესაძლოა უახლოეს პერიოდში მათი პასუხისგებაში მიცემაც მოხდეს. საუბარი უკვე დაკავებულების გარდა კიდევ სხვა მშობლებზე, რომელთა თანხმობითაც მათი შვილები პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო და ვიდეო გადაღებებში მონაწილეობდნენ. 

თამარ შუკვანი
07.12.2019

 საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე, რაშიც გერმანია რუსეთის კვალს ხედავს, საქართველოს ხელისუფლება უკვე რამდენიმე თვეა დუმს - გერმანიაში მოკლული პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ქართულმა მხარე ეს საქმე ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვოს, თუმცა, საჭიროა მეტი მტკიცებულება, რომ ხანგოშვილის მკვლელობა კრემლის დაკვეთით მოხდა.

თამარ შუკვანი
07.12.2019

 „ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში მისივე დაპირების ჩაგდებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე - 14 დეკემბერს - თბილისში მასშტაბური აქცია იგეგმება, რომელიც ამჯერად „ქართული ოცნების" მიერ იქნება ორგანიზებული. ოფიციალურად, ეს მსვლელობა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯომარე ქვეყანა გახდა. უმრავლესობის დეპუტატი შოთა ხაბარელი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ 14 დეკემბერს დაანონსებული აქცია არ შეიძლება დავუკავშიროთ ოპოზიციის საპროტესტო აქციებს.

ია აბულაშვილი
06.12.2019

 "ეს არის არალეგიტიმური ხუნტა, ქუჩაში გამოყარა ბანდფორმირებები და ამით უნდა რომ მართოს პოლიტიკური პროცესები, მაგრამ ივანიშვილი ამაზე მწვავე პასუხს მიიღებს. როგორც სააკაშვილის დროს 7 ნოემბრის კადრები ვაჩვენეთ მთელს მსოფლიოს, ამათი კადრებიც შემოივლის მსოფლიოს" - ასე ეხმაურება პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა საპროტესტო აქციებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებას.

ელზა პაპოშვილი
06.12.2019

 სასტიკი მკვლელობა ქარელის რაინოს სოფელ დირბში - 22 წლის სიძე 24 წლის ცოლისძმამ სავარაუდოდ ცივი იარაღით გამოასალმა სიცოცხლეს. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს. ადგილობრივები „რეზონანსთან“ მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ურთიერთშელაპარაკებას ასახელებენ. 

თამარ შუკვანი
06.12.2019

 ქვეყანაში არსებული მღელვარების ფონზე, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთში ვიზიტით იმყოფება. მეტიც, მან 20 ივნისის მოვლენებისა და „გავლილობის ღამის" გამო ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ბურჯანაძე გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად ახორციელებს და ერთ-ერთია, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს. ოპოზიციას მოსკოვში ბურჯანაძის ვიზიტი არ გაუპროტესტებია, რასაც ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე სერიოზულ შეცდომას უწოდებს.

თამარ შუკვანი
06.12.2019

 საპროტესტო აქციები გრძელდება და ოპოზიციის მსველელობა ამჯერად ქუთაისში, კიკვიძის პარკიდან იმართება. როგორც პარტია „თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია „რეზონანსთან" საუბრობს, ქუთაისის შემდეგ აქციები სხვა დიდ ქალაქებში გაიმართება. 25-26 დეკემბერს კი, „მუხტის აწევის" შემდეგ, მასშტაბური აქცია დედაქალაქშია დაგეგმლი, რაც მისი თქმით, შედეგს აუცილებლად გამოიღებს და ხელისუფლებას მოიწევს დათმობაზე წასვლა.

ია აბულაშვილი
06.12.2019

 "უმრავლესობის შეხვედრაზე მხოლოდ ერთი საკითხი იყო განხილული, რომელიც მაჟორიტარებმა დააყენეს, რომ უნდათ მხოლოდ მაჟორიტარული სისტემა, მეტი საკითხი, არც ე.წ. გერმანული მოდელი და არც აქციებთან განხილული არ ყოფილა" - ასეთ კომენტარს აკეთებს უმრავლსობის წევრი რევაზ არველაძე "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

ელზა პაპოშვილი
06.12.2019

 სროლა და შეიარაღებული დაპირისპირება პოლიციელებს შორის წალენჯიხის ცენტრში - რამ  გახადა  იძულებული 12–წლიანი სტაჟის და კარგი რეპუტაციის მქონე პოლიციელი ბესიკ ფიფია, რომ საკუთარი მეწყვილისთვის მამუკა ქარდავასთვის  ცეცხლი გაეხსნა. 

თამარ შუკვანი
06.12.2019

 დღეს, დაძაბული ვითარების ფონზე, „ქართული ოცნება" სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივას განიხილავდა. მიუხედავად იმისა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტის ჩაგდებამ გამოიწვია სწორედ შექმნილი მდგომარეობა, მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივის შესახებ მმართველმა გუნდმა 6 დეკემბერს „ქართული ოცნების" ოფისში მაინც იმსჯელა. ინიციატივა გულისხმობს 2020 წლის არჩევნების შემდეგ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×