ტატა შოშიაშვილი
17.11.2019

 პარლამენტის შენობას ოპოზიციის ლიდერებმა ბოქლომი დაადეს. გამოცხადდა, რომ ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას იწყებს. მმართველ პარტიაში კი საუბრობენ, რომ ეს არაკონსტიტუციური ქმედებაა, რომელსაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. შესაბამისად, დღეს პარლამენტთან შესაძლოა პიკეტში მდგომი ოპოზიციის მომხრეებისა და პოლიციის შეტაკებები ვიხილოთ.

ია აბულაშვილი
17.11.2019

 „ჩვენი სამსახური არის პარლამენტი. პირადად მე მივალ პარლამენტში და ჩემი კოლეგებიც. თუ არ შეგვიშვებენ, ეს იქნება სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებას.

ია აბულაშვილი
17.11.2019

 „მთავარი მოთხოვნა არის საარჩევნო სისტემის შეცვლა, რომელიც არის წინაპირობა იმისა, რომ არჩევნების შედეგები იყოს სამართლიანი. თანაც ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლება დროებითი მთავრობის შექმნას დათანხმდეს“, - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ოპოზიციის ერთ-ერთ მოთხოვანას ტექნიკური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით.

რეზონანსი
17.11.2019

 „მოქალაქეები ვაჟა ექიმისთვის“ - ასეთი სათაურით ვრცელდება სოციალურ ქსელში დაანონსებული აქცია, რომელიც 18 ნოემბერს, დილის 11 საათზე გაიმართება თბილისში, გაეროს ოფისთან. აქციის ფარგლებში, მოქალაქეები მიმართავენ გაეროს წარმომადგენელს საქართველოში და საჯაროდ გააპროტესტებენ საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას.

ელზა პაპოშვილი
17.11.2019

 რა სცენარისკენ მიდის ქვეყანა და როგორ შეიძლება „ქართული ოცნების“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები დასრულდეს? გაგრძელდება თუ არა უმრავლესობის დაშლა, რის გამოც პარლამენტი შესაძლოა ქმედუუნარო გახდეს და ახალი უმრავლესობის შექმნა დადგეს დღის წესრიგში? უმრავლესობა 15-მა დეპუტატმა დატოვა, ხოლო სოფიო ქაცარავამ საერთოდ უარი დეპუტატის მანდატზეც თქვა. ასევე არ არის გამორიცხული, რომ უმრავლესობსი რიგები აკაკი ზოიძემაც დატოვოს. ის ამბობს, რომ პაუზა სჭირდება, რათა მომხდარი მოვლენების გაანალიზება შეძლოს. 

ია აბულაშვილი
17.11.2019

 „ოპოზიციას თავის დროზე ბოიკოტი რომ არ გამოეცხადებინა, მაჟორიტარული სისტემა დიდი ხანია აღარ იქნებოდა. ახლა ძნელია პროგნოზის გაკეთება როგორ განვითარდება მოვლნები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება“, - ასე ეხმაურება ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური საკონსტიტუციო ცვლილებეთან დაკავშირებულ პროეტესტს, რომელიც პარლამენტის წინ იმართება.

ია აბულაშვილი
17.11.2019

 „არ ვიცი მივა თუ არა საქმე ვადამდელ არჩევნებამდე. პირადად მე ამის მომხრე არ ვარ, რადგან ძალიან დაასუსტებს ქვეყანას. თუმცა, არც ოპოზიციის სიმტკიცის და თანმიმდევრულობის იმედი არ მაქვს. ვნახოთ, რამდენად აიწევს ტემპერატურა“, - ასე ეხმაურება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროტესტს.

თამარ შუკვანი
16.11.2019

 ლონდონში, 2-4 დეკემბერს ნატო-ს მორიგი სამიტი გაიმართება და შესაძლოა სწორედ ორ კვირაში გაირკვეს, თუ რა ბედი ელის ალიანსს. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ „ნატო ტვინი სიკვდილს განიცდის", დასავლეთში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ სწორედ აშშ-ის პრეზიდენტის საკმაოდ არაერთგვაროვანი განცხადებები იძლევა მაკრონის მხრიდან შეშფოთების საფუძველს. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა უფრო მეტად უნდა დაასაბუთოს ის ერთგვარი ბრალდება, რომელსაც დონალდ ტრამპს უყენებს.

ელზა პაპოშვილი
16.11.2019

 „მე  საქართველოს  მიწაზე ვიმყოფები, საქართველოს საზღვარი ფოსუდან და როკის გვირაბიდან იწყება“, - ეს სიტყვები  9 ნოემბერს ოკუპანტების მიერ დაკავებულმა ქართველმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა  წარმოთქვა. 

საოკუპაციო ხაზთან ახლოს ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმმა წასვლის წინ სახლში მხოლოდ ის თქვა, რომ საქმეებზე მიდიოდა, რამდენიმე საათში კი მეუღლესთან დარეკა და მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ აკავებდნენ. ამის შემდეგ მასთან კონტქტი შეუძლებელი გახდა. 

თამარ შუკვანი
16.11.2019

 „გერმანული მოდელი რასაც გვთავაზობს, ეს ერთჯერადად გამოსაყენებელი მოდელია და მისი გამოყენება სწორედ 2020 წლის არჩევნების დროს უნდა მოხდეს და არანაირი წინააღმდეგობა კონსტიტუციის შესაბამის დებულებასთან არ არსებობს," - აცხადებს „რეზონანსთან" კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკისა და ექს-სპიკერის, ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ, რომელთა შეფასებითაც, ე.წ. გერმანული მოდელი „იმ კონსტიტუციას არ შეესაბამება, რომელიც დღეს არის".

თამარ შუკვანი
16.11.2019

 „თვითონ გააკეთეს განცხადება, რომ ჰქონდათ შეხვედრა, სადაც იყო შეთავაზება ხომ არ შეცვლიდნენ გადაწყვეტილება და შემდეგ მმართველ გუნდში გააკეთეს განცხადება, რომ გაგებით ეკიდებიან მიღებულ გადაწყვეტილებას და ყველა ადასტურებს ურთიერთპატივისცემას," - აცხადებს „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი 15 ნოემბერს „ოცნებიდან" წასული დეპუტატების ნაწილისა და პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფარულ შეხვედრაზე საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
15.11.2019

 „ქართული ოცნება" დაშლის პირას იმყოფება, მმართველ გუნდს უკვე მეორე დღეს ელვისებური სისწრაფით მისი წევრები ტოვებენ. საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულთა რაოდენობა გაიზარდა. უმრავლესობა სულ 15-მა დეპუტატმა დატოვა და არ არის აგმორიცხული მათი რიგები გაიზარდოს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×