თამთა ჩაჩანიძე 19.11.2019
„ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე სწორედ გიორგი მარგველაშვილის, როგორც პრეზიდენტის საპრეზიდენტო სასახლის ხარჯებს მიუღებლად მიიჩნევდა, ახლა კი სახეზე ამ კუთხითაც ორმაგი სტანდარტი გვაქვს", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან", ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ინფორმაციას, რომ ათონელზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ანტიკვარული ავეჯისა და ინტერირერის აქსესუარების შეძენაზე 1 199 558 ლარი დაიხარჯა.
|
ია აბულაშვილი 19.11.2019
მას შემდეგ, რაც პარლამენტში მაჟორიტარების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პროექტი ჩავარდა, რასაც ქვეყნის მასშტაბით საპროტეტსო აქციები მოჰყვა, „ქართული ოცნებია“ მაჟორიტარები ახალი ინიციატივით გამოდიან და სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.
|
თამარ შუკვანი 19.11.2019
„23 იქნება, 24, თუ 22 - ეს ძალიან მალე გახდება ცნობილი. მე პირადად ვემხრობი, რომ ძალიან მალე კიდევ უფრო გაფართოვდეს ჩვენი პროტესტი და ეს შესაძლოა იყოს თუნდაც 23 ნოემბერი," - აცხადებს „რეზონანსთან" „ნაციონალური მოძრაობის" წევრი მამუკა ჩიქოვანი, რომელიც კიდევ ერთ მოსალოდნელ ფართომასშტაბიან აქციაზე საუბრობს.
|
ელზა პაპოშვილი 19.11.2019
ფოთში 70 წლის მოხუცმა 40 წლის მამაკაცი ნაჯახით დაჭრა. შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველის თქმით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 70 წლის მამაკაცს დაჭრილი ახალგაზრდა კაცის ეზოში ხის საამქრო აქვს, რაზეც წარსულში დავა არაერთხელ წარმოიშვა და მის წინააღმდეგ შესაბამის უწყებას საჩივრით რამდენჯერმეც მიმართეს.
|
თამარ შუკვანი 19.11.2019
ვინ შეცვლის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე „ქართული ოცნებიდან" წასულ დეპუტატებს თამარ ჩუგოშვილსა და ზვიად ძიძიგურს, რომლებმაც საპარლამენტო თანამდებობების დატოვების თაობაზე ბიუროს უკვე ოფიციალურად მიმართეს, ამ დრომდე უცნობია. როგორც უმრავლესობის დეპუტატები „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, განხილვა და შეკრება უმრავლესობაში ამ საკითხზე ჯერჯერობით არ ყოფილა.
|
თამთა ჩაჩანიძე 19.11.2019
„ეს უფრო პროპაგანდისტული კარნახია,ვიდრე რეალურად მოსახლეობის განწყობა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო სოციოლოგიურ კვლევებს. IRI-ის გამოკითხის მიხედვით, ინსტიტუტების ნდობის რეიტინგში არმია 86%-ით ლიდერობს, მეორეზეა ეკლესია - 85%, მესამეზე კი ქართული მედია - 72%.
|
ელზა პაპოშვილი 18.11.2019
რა სცენარის განვითარებისკენ მიდის ხელისუფლება და როგორი იქნება მისი სამოქმედო გეგმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე. ნახევარსაათიანი ულტიმატუმი და პარლამენტის ყველა შესასვლელი ოპოზიციის მიერ აღმართული ბარიკადებისგან თავისუფალია. როგორც ჩანს „ქართული ოცნება" ოპოზიციასთან არანირი დათმობას და მოლაპარაკებას არ აპირებს. პირიქით, სავარაუდოდ მას აქვს სცენარი და გარკვეული გეგმა, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებს." სადამსჯელო ოპერაცია" - ასე აფასებს ოპოზიცია აქციის დაშლას და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვების აღებას.
|
ია აბულაშვილი 18.11.2019
"ხელისუფლების ქმედება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ეს იყო მშივდობიანი აქცია და დაშლის დროს ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე პარალმენტის წინ აქციის დაშლას.
|
თამარ შუკვანი 18.11.2019
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს და ტერიტორიას ამ დროისთვის სპეცრაზმი აკონტროლებს. საპარლამენტო უმრავლესობა კი ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების" წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ.
|
თამარ შუკვანი 18.11.2019
„სტაბილურობის მიღწევა შეიძლება იმით, რომ „გერმანული მოდელის" გამოტანაზე დაიწყონ საუბარი, თუმცა, არ ველოდები ხელისუფლების მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმას. ამიტომაც, სიტუაცია ალბათ ასე დარჩება. მნიშვნელოვანია ის, ხელისუფლება რას მოიმოქმედებს; დაიწყებენ პარლამენტის შენობის მოხნას ძალის გამოყენებით, თუ მიუშვებენ პროცესს სანამ თავისით დაიშლებიან," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ საუბრისას.
|
ია აბულაშვილი 18.11.2019
"ახლა ბურთი "ოცნების" მოედანზეა, მან ოპოზიციას უნდა შესთავაზოს სერიოზული წინადედება, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები, თუმცა, ჯერ-ჯერობით მმართველ გუნდს ხისტი პოზიცია აქვს"- ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროტესტს.
|
თამარ შუკვანი 18.11.2019
„ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენება უკანონო და მანიფესტანტების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა იქნება, ამიტომ ხაზგასმით და დაბეჯითებით ვურჩევდი, ეს არ გააკეთონ. თუ ხელისუფლება ძალადობრივ ნაბიჯებს გადადგამს, პროტესტი და მონაწილეთა რიცხვი გაათმაგდება, რაც ქვეყანაში ძალიან სერიოზულ ქაოსს გამოიწვევს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" იურისტი ლია მუხაშავრია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|