ია აბულაშვილი
15.08.2020

„ბელარუსში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება განცხადებას გააკეთბს თუ არა, ოპოზიციას საკრიტიკო მაინც ექნება, მაგრამ უნდა, რომ განცხადება გამოსტყუოს და მერე დაარტყას. ბელარუსი ყოველთვის იყო საქართველოს პარტნიორი ქვეყანა. პარტნიორ ქვეყანასთან კი ფრთხილი მიდგომაა საჭირო“, - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით საუბრისას.

ია აბულაშვილი
15.08.2020

„ხმების რამდენ პროცენტს დაკარგავს ჯამურად ოპოზიცია ამ დაქსაქსულობით, ამის დათვლა ასე მარტივი არ არის. მთავარია არჩევნების შემდეგ შეთანხმდნენ, თორმე ყველა ყველაფერს დაივიწყებს - ვინ ვისთან იყო, ვინ დაიფიცა სხვასთან კოალიციას არ შევქმნიო... ასეთია პოლიტიკური პრაქტიკა“, - აცხადებს პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი ოპოზიციაში მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის კომენტირებისას.

ტატა შოშიაშვილი
15.08.2020

„ერთადერთი გამოსავალი, რომელიც მოაგვარებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში პროდუქციის დეფიციტის პრობლემას, არის გორის მხრიდან გამშვები პუნქტების გახსნა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი ცხინვალის რეგიონში შექმნილ სასურსათო კრიზისს, რომელზეც უკვე ადგილობრივი მედიაც ღიად წერს.

მარიამ ნებულიშვილი
14.08.2020

მმართველმა პარტიამ ამომრჩევლებისათვის საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატების ოფიციალური გაცნობა და წარდგენა დაიწყო. ამჯერად, პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კახეთის გაერთიანებულ ოლქს, სადაც შედის გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო, მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა. წარდგენას ასევე ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი და „ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი.

ია აბულაშვილი
14.08.2020

„საკარანტინე რეჟიმის წესები ყველაზე თანაბრად უნდა გავრცელდეს, იქნება ის უცხო ქვეყნის, თუ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოდის. ლამის ყოველდღე იკრიბება საკორდინაციო საბჭო და ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე აუცლებლად უნდა იმსჯელონ“, - ასე აფასებს „ოცნების“ დეპუტატი რევაზ არველაძე პანდემიის შედაგად დაწესებულ შეზღუდვებს.

მარიამ ნებულიშვილი
14.08.2020

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს ალექსანდრ ანქვაბს ადგილობრივ ვეტერანთა გაერთიანება „არუაა" აქციებით ემუქრება. „არუაას" უკმაყოფილება გამოიწვია ანქვაბის გაცხადებამ, რომ იგი გალში მცხოვრებ ქართულ მოსალხეობას, რომლებიც აფხაზების წინააღმდეგ არ იბრძოდნენ, აფხაზეთის მოქალაქეებად მიიჩნევს. „არუაა" ცინიზმად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ანქვაბის განცხადება წინ უძღოდა „აფხაზეთის ხალხის სამამულო ომის დაწყებიდან 28-ე წლისთავს" და საპროტესტო აქციებს აანონსებს.

ია აბულაშვილი
14.08.2020

ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებისაგან ბელარუსის მოვლენებთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადების გაკეთებასა და დემოკრატიული პროცესების ღიად მხარდაჭერას ითხოვენ. თუმცა, ბელარუსის 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც დასავლეთის ქვეყნებმა მკაცრად გააკრიტიკეს ეს არჩევნები, ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაკავება და ბელორუსს სანქციებიც კი დაუწესეს, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ღიად დაუჭირა მხარი პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს.

მარიამ ნებულიშვილი
14.08.2020

სკოლებსა და სხვა სასწავლებლებში სწავლა ზუსტად ერთ თვეში 15 სექტემბერს იწყება. განათლების სამინისტრომ კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით სკოლებისთვის სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები საკლასო ოთახებში უსაფრთხოდ სწავლას შეძლებენ. სკოლაში შესული ყოველი პირისთვის, გარდა მოსწავლეებისა, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. ხოლო თუ მოსწავლეს სკოლაში მაღალი ტემპერატურა, ან სხვა რაიმე რესპირატორული სინდრომი დაუდასტურდება, დროებით იზოლირებულ ოთახში გადაიყვანენ.

თამთა ჩაჩანიძე
14.08.2020

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გენერალურ პროკურატურას მოუწეოდებს არ დააკმაყოფილოს რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნა და არ გადასცეს რუსეთს უკრაინის მოქალაქე ვადიმ ალტმანი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომსაქმის მასალებს არ იცნობს და კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა მიიჩნევს, რომ „არავინ არ უნდა ისჯებოდეს თავის ქვეყნისა და სამშობლოს დაცვისთვის".

თამთა ჩაჩანიძე
13.08.2020

საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე, რეიტინგების ომი დაიწყო. ორმა ორგანიზაციამ სოცილოგიური კვლევების შედეგები მიყოლებით გამოაქვეყნა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს მნიშვნელოვნად განსხვავებული რეიტინგები უფიქსიდებათ, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სამი თვე, რაც არჩევნებთან გვაშორებს, ძალიან დიდი დროა და დღეს კვლევის შედეგებით ტენდენცია უფრო იკვეთება, ვიდრე რეალური პროცენტული რეიტინგი.

ია აბულაშვილი
13.08.2020

„როცა ჩვენ ძალიან გვიჭირდა, ბელორუსმა, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, არ აღიარა აფხაზეთის და სამხერთ ოსეთის დამოუკიდებლობა და დღემდე ძალიან მტკიცე პოზიცია უკავია არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩვენც ფრთხილი პოზიცია უნდა დავიკავოთ“, - აცხადებს „ოცნების“ დეპუტატი გუგული მაღრაძე ბელორუსში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

თამთა ჩაჩანიძე
13.08.2020

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის წინაშე საჩოთირო მდგომარეობაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც მისმა თანაშემწემ ახრა ავიძბამ ფსოუს გამშვები პუნქტის ჭიშკარი საკუთარი ავტომობილით შეამტვრია და რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ამის შედეგად შევიდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×