ია აბულაშვილი 13.08.2020

„ოცნებას“ აწყობს მულტიპარტიული პარლამენტი, მაგრამ უნდა, რომ თვითონ იყოს პირველი ვიოლინო. ამას კი სჭირდება სხვადასხვა სცენარებზე მუშაობა, რომელიც მათთვის შეიძლება უარესი და მიუღებელიც კი იყოს. თუცმა „ოცნება“ დღეს რეალობას არის მოწყვეტილი და მათი ლიდერები აღხადებენ, რომ 50%-ზე მეტ ხმას აიღებენ, რაც შეუძლებელია“, - აცხადებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით საუბრისას.
|
მარიამ ნებულიშვილი 13.08.2020

ახალი სასწვალო წლიდან მოსაწავლეებისა და მასწავლებლებისთვის სავალდებული იქნება პირბადეების ტარება, ხელების დამუშავება სპეციალური ხსნარით და სოციალური დისტანციის დაცვა. ამ ყველაფერს კლასის დამრიგებლები გააკონტროლებენ. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საკლასო ოთახებში ერთდორულად მაქსიმუმ 20 პირი დაიშვება. ეს პრობლემებს უქმნის სკოლებს, რადგანაც მათ კლასების დასაყოფად ინფრასტრუქტურული რესურსი არ ჰყოფნით.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.08.2020

„ასეთი ტიპის განცხადება ყველა არჩევნების წინ არის, ჩვენ ჯერ გვიყურებენ როგორც ქვეყანას, რომელიც, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის იმ მხრივ, რომ მის ტრადიციებში არაა (დემოკრატიის) ყველა სტანდარტის დაცვა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის სტივენ ბიგანის მიერ, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.08.2020

„სამწუხაროდ, კვლევები და რეალობა ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება ხოლმე, ესეც არ იქნება ალბათ გამონაკლისი."- ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის თანახმადაც, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას" ხმას ამომრჩეველთა 33% მისცემდა, ხოლო ოპოზიციას - საერთო ჯამში 37%.
|
მარიამ ნებულიშვილი 13.08.2020

პოლიტიკურმა მოძრაობა „ლელომ" 30 მაჟორიტარული ოლქიდან 25-ში უკვე დაასახელა საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. მათ შორის ლევან კობერიძე ვაკის ოლქში, რომელიც პარტიას რამდენიმე დღის წინ, 11 აგვისტოს შეუერთდა.
|
მარიამ ნებულიშვილი 12.08.2020

„სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ღირსეული ადამიანები უფრო მეტი არიან, ვიდრე ის პარტიები, სადაც შეიძლება მათ თავიანთი თავი დაინახონ", - ამით ხსნის პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას, ქართულ პოლიტიკაში უპარტიო პოლიტიკოსების რაოდენობას.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.08.2020

საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე, უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა საარჩევნო კამპანიისას საქართველოს ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს და „ლელო საქართველოსთვის" შეუერთდეს. კამპანიის პროცესში ასევე აქტიურია ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ მას „წინა ფლანგზე" ვიხილავთ.
|
მარიამ ნებულიშვილი 12.08.2020

მას შემდეგ რაც მესტიის მუნიციპალიტეტი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩაიკეტა, ახალი ეპიდკერა გაჩნდა ყაზბეგშიც, ლარისის საბაჟო გამშვებ პუნქტთან. ყაბეგის მუნიციპალიტეტში 11 აგვისტოს კორონავირუსის ხუთი შემთხვევა იყო დადასტურებული. დღეს მათი რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.08.2020

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატები მცხეთაში დაასახელა. როგორც კანდიდატების წარდგენისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, „ლელო" ქვეყანაში ის ახალი ძალაა, რომელიც საქართველოს წარმატებას მოუტანს და პოლიტიკურ ასპარეზზე ორპოლუსიანობას დაამარცხებს.
|
მარიამ ნებულიშვილი 11.08.2020

გარდაცვილი გიორგი შაქარშვილის საქმეზე პროკურატურა ახალ დეტალებს ასაჯაროვებს. მათი ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილი გაქცევისას ხიდის ორივე მხრიდან თავდამსხმელებს შორის მოექცა, რამაც მას თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა მოუსპო. უწყების ცნობითვე, გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით გიორგი შაქარაშვილი იძულებული გახდა გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში ჩასულიყო, სადაც მას ჩაჰყვა ხუთი თავდამსხმელი. წყლის ნაპირთან შაქარაშვილი სასტიკად სცემეს და ნაცემი მდინარე არაგვში ჩააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
|
ია აბულაშვილი 11.08.2020

"პოლტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია შესული, ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ამომრჩეველს უკეთესი მომავლის გეგმა ვერ შესთავაზა. ისევ პოპულისტური განცხადებები და ერთმანეთის შეურაცხყოფა. სიტუაცია ბუნდოვანია"- ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალთა წინასაარჩევნო კამპანიას.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.08.2020

არსებობს თუ არა დღეს ქართულ პოლიტიკაში ისეთი ქარიზმატული ლიდერი, რომელსაც შეუძლია არჩევნების ბედსა და ზოგადად პროცესებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს? ანალიტიკოსები ამ საკითხზე საუბრისას ცალსახად თანხმდებიან, რომ ამ დროისთვის საქართველოს პოლიტიკას წინა პერიოდებისგან განსხვავებით, მსგავსი ლიდერი არ ჰყავს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|