თამარ შუკვანი 27.02.2019
„არც საუბარი და არც რაიმე კონსულტაცია არ მიმდინარეობს. ამ თემაზე არავითარი დისკუსია „ნაციონალურ მოძრაობასთან" არ არის, რადგან უმცირესობის საკითხი მეასე ხარისხოვანი თემაა და ამ შემთხვევაში, უმცირესობა გვექნება თუ არ გვექნება, ჩვენი საპარლამენტო საქმიანობისთვის ხელის შემშლელი არ არის. ფრაქცია გვაქვს, საკმარისი დრო და რესურსი გვაქვს პარლამენტში სამუშაოდ," - აცხადებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი და დეპუტატი სერგი კაპანაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
|
ია აბულაშვილი 27.02.2019
„სამი ადამიანის წასვლას დაშლას ვერ დავარქმევ. მიდის პროცესი და ვფიქრობ, რომ არ არის ცუდი პროცესი და ამას ალბათ მალე დავინახავთ“, - ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა მმართველ პარტიაში განვითარებულ მოვლენებს.
|
თამარ შუკვანი 27.02.2019
„მმართველი გუნდის წევრები თავიანთ არჩევანს აკეთებენ," - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს.
|
ელზა პაპოშვილი 27.02.2019
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა დაბეზღებით არის დაკავებული და თანაც პარტიის თავმჯდომარეს ინფორმაციას დეპუტატებზე დამახინჯებულად აწვდის.
|
ელზა პაპოშვილი 27.02.2019
კრიზისი "ქართულ ოცნებაში" მწვავდება, უახლოეს მომავალში პარტიას კიდევ რამდენიმე დეპუტატი დატოვებს. ამის პარალელურად, ბიძინა ივანიშვილი დეპუტატების ნაწილთან შეხვედრებს არა პარტიის ოფისში, არამედ თავის ბიზნესცენტრში აგრძელებს.
|
ეკატერინე ბასილაია 27.02.2019
"ბევრი ის დანაპირები, რომელიც ჩვენ თვითონ ("ქართულმა ოცნებამ") გავეცით, არ შესრულდა და არც დაწყებულა შესრულება, ყველაზე მთავარია სამართლიანობის აღდგენა. თუ მეკითხებით, ამ ნაწილში ივანიშვილმა გადადგა თუ არა ქმედითი ნაბიჯები, სამწუხაროდ, არ გადადგა. (უმრავლესობა) ცხვრის ფარა არ არის, როგორც ეს ზოგიერთს წარმოუდგენია. ვისაც უმრავლესობაში თავმოყვარეობა აქვს, აწუხებს იმ დანაპირების ვერშესრულება, რომელიც მთელი პარტიის სახელით მისცა მოქალაქეებს," - აცხადებს კავკასიოლოგი, "ოცნების" ძველი წევრი, მამუკა არეშიძე.
|
ია აბულაშვილი 26.02.2019
"პოლიტიკურ ქვაბს, რომელიც ახლა ივანიშვილის პარტიაში დგას და იხარშება, როგორ შეუნთებს ცეცხლს, ნელა თუ სწრაფად, ეს ბიძინაზეა დამოკიდებული. მას სხვა გზა არ აქვს, და ეს გზა არის რადიკალური ცვლილებები" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, ვისაც "რეზონანსი" "ოცნებაში" განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.
|
თამარ შუკვანი 26.02.2019
„ადამიანმა არარსებული აღიაროს? ეს იმისკენ არის მიმართული, რომ აღიაროს ის, რაც არ არსებობს?" - ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობის საკითხი დადგება იმ შემთხვევაში, თუკი პატიმარი დანაშაულს აღიარებს.
|
თამარ შუკვანი 26.02.2019
„ლიცენზია გაცემულია 2006 წელს. არ ვიცი ლიცენზიის პირობები როგორია. სავარაუდოდ, თავის დროზე არასწორად არის გაცემული და მოსახლეობა მის შეჩერებას ითხოვს. მიდის ჩვეულებრივი შეკრებები და პროტესტის გამოხატვა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ადგილობრივ დონეზე ეს არ გადაწყდება, ადგილობრივი ხელისუფლება ლიცენზიის შეჩერების საკითხს ვერ მოაგვარებს," - სვანეთში ოქროს საწამოო წესით მოპოვების აკრძალვასთან დაკავშირებით, „რეზონანსს" მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულის თავმჯდომარემ, მაიზერ ჯაფარიძემ განუცხადა.
|
ელზა პაპოშვილი 26.02.2019
15 წლი გოგონა დეიდას ძალადობაში ადანაშაულებს. რუსთავის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე მასწავლებელს მოუყვა, რომ მასზე დეიდა სისტემატიურად ძალადობს და ფიზიკურ შრომას აიძულებს. მოზარდი ობოლია და მას მშობლები არ ჰყავს, მისი ერთადერთ მეურვე კი დეიდაა. გოგონამ სკოლის დირექციას უამბო, რომ დეიდა მას სცემს და ასევე სახლის საქმეების გაკეთებს აიძულებს. მას თავისუფლად გადაადგილების უფლებას უზღუდავს, ამიტომ როგორც ფიზიკურს ასევე, ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის.
|
ეკატერინე ბასილაია 26.02.2019
უკვე ერთი კვირაა ოკუპირებულ აფხაზეთში დენის და წყლის ყოველდღიური 3-საათიანი გრაფიკია შემოღებული და ამ გრაფიკმა დამატებითი პრობლემებიც უკვე შექმნა. გასულ კვირას მთელი დღე უშუქოდ დარჩა სოხუმი, ორშაბათიდან კი ელექტროენერგია ოჩამჩირეს არ მიეწოდება. დენის გრაფიკის შემოღების შემდეგ ქვესადგურებში ავარიების რიცხვმა იმატა. ამ ყველაფერს ისიც ამძიმებს, რომ ბოლო დღეებია აფხაზეთში ამინდიც გაუარესდა.
|
ია აბულაშვილი 26.02.2019
"ივანიშვილს სადავეები გაექცა, ვნახეთ ვინ შედიოდა მასთან შეხვედრაზე, როცა 5-7 წლის წინ სულ სხვა საზოგადოება იკრიბებოდა. ეს ნიშნავს, რომ მას კლასი დაუვარდა" - ასე ეხმიანება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა "ოცნებაში" განვითარებულ მოვლენებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|