თამარ შუკვანი 23.02.2019
„ეს თემა არავითარ შემთხვევაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის მანიპულაციის საშუალება არ უნდა გახდეს. ვხედავ, რომ ეს აქციაც გარკვეულწილად ამისკენ მიდის, - ცოტა სხვა ელემენტებია აქ ჩარეული. აქცია ამ ფონზე, მანამ სანამ არ დამთავრება და პრეზიდიუმი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ზედმეტი მოქმედებაა," - აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი ჭიდაობის ფედერაციასთან მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერთა აქციაზე საუბრისას, რომლებიც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის გადადგომას ითხოვენ.
|
თამარ შუკვანი 23.02.2019
„მექანიზმი რამდენად არის კანონიერი, როგორ შეიძლება მათი გამოწვევა - არ ვიცი და წინასაწარ ვერაფერს ვიტყვი. როგორც ნებისმიერი ჩვენთანაგი, თამარიც (თამარ ჩუგოშვილი) გამოსავალ ვერსიებს გვთავაზობს. ვნახოთ, კანონში როგორ არის გაწერილი, ამისათვის რა ვითარებაა, რომ ეს გამოწვევა მოხდეს. ალბათ, ეს იქნება მსჯელობის საგანი და ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება," - აცხადეს „ქართული ოცნების" წევრი ზაზა პაპუაშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის ახალ ინიციატივაზე საუბრისას, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეხება.
|
თამარ შუკვანი 22.02.2019
მიუხედავად მოლოდინისა, „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ჩატარებულ საგანგებო სხდომაზე პარტიიდან არავინ გაურიცხავთ. გარიცხვის საკითხი საერთოდ არც განხილულა, განუცხადა ჟურნალისტებს სხდომიდან გამოსულმა ნუკრი ქანთარიამ.
|
ია აბულაშვილი 22.02.2019
"ბესლიასა და მისი ჯგუფის დატოვებით "ოცნების" უმრავლესობას სერიოზული დარტყმა არ მიადგება, მას 2/3 ყოველთვის ეყოლება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბესელიას გუნდში არის ხალხი, თუ საჭირო გახდა, თემატური თანამშრომლობა განახორციელოს ოცნებასთან" - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტარაშივილი პარლამენტში განვთარებულ მოვლენებს.
|
ია აბულაშვილი 22.02.2019
"მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას სჭირდება ძალიან სწორი, ფრთხილი და ფილიგრანული მიდგომა, რადგან ის ამომრჩეველი, რომელიც არც "ნაციონალურ მოძრაობას" და არც "ოცნებას" უჭერს მხარს, მხოლოდ ემოციებით დატვირთული არ არის და დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ეს ამომრჩეველი მესამე ძალის ფორმირებაში ჩართო" - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, ვისაც "რეზონანსი" ქართულ პოლიტიკაში დღეს არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.
|
თამარ შუკვანი 22.02.2019
„მოსართლეებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ვიზიარებ ბესელიას მოსაზრებას; ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი - ეს ის ადამიანები არიან, ვის გვერდზეც ვიბრძოდი მთელი ცხრა წელიწადი უსამართლობისა და რეჟიმის წინააღმდეგ, თავისუფალი სასამართლოსთვის და სამართლიანობისთვის. ჩვენი თავგანწირული ბრძოლა, პირველ რიგში, ამისთვის იყო. არ ვიცოდით სახლში ცოცხლები დავბრუნდებოდით თუ არა, ან ჩვენი ოჯახის წევრებს რას უზამდნენ. კარგად გვახსოვს ეკას ოჯახის ორი წევრი დაუპატიმრეს," - გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმადაც ბესელიას ახალ გუნდში შესაძლოა ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველიც ვიხილოთ, აცხადებს თავად მეტრეველი „რეზონანსთან" კომენტირებისას.
|
თამარ შუკვანი 22.02.2019
„პროცესები, რომელსაც ვაკვირდებით, განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს. „ოცნებამ" უნდა დაგვარწმუნოს იმაში, რომ ის არის ქართული და არა რუსული. როდესაც ჩვენ ქვეყანაში აურაზაური და სხვადასხვა პოლიტიკური წარმომადგენლების მიმართ ურთიერთმიუღებლობა არსებობს, ამით მხოლოდ რუსეთი რჩება მოგებული," - ასე აფასებს ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილი „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს „რეზონანსთან" საუბრისას.
|
ეკატერინე ბასილაია 22.02.2019
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ინიციატივით გამოდის, რომ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან საკუთარი კვოტით დანიშნული 5-ვე წევრი გამოიწვიოს, რის შემდეგაც მოსამართლეთა უვადოდ გამწესება ვეღარ მოხდება. მის ამ ინიციატივას კრიტიკა უკვე მოჰყვა. საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, საბჭოდან პარლამენტის წარდგენილი ხუთი კაცის გამოწვევა მის გათავისუფლებას გამოიწვევს და ითხოვს, ვინმემ აუხსნას, რა ნაწილში არ შეასრულა ჯეროვნად მოვალეობები.
|
ელზა პაპოშვილი 22.02.2019
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას ბესელიას პოლიტიკურ შანსებს ძალიან პესიმისტურად აფასებს. ამბობს, რომ ელექტორატის თვალსაზრისით მის მიმართ კითხვები რჩება. ის პრობლემები, რაზეც ბესელია საუბრობს, უკვე დიდიხანია არსებობს და დღეს არ დაწყებულა.
|
ელზა პაპოშვილი 22.02.2019
„ხრამისკენ“ გაქანებული „ოცნებიდან“ ეკა ბესელიამ უბრალოდ გამოასწრო - ასე აფასებენ ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ დეპუტატ ბესელიას პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებას.
"მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა," -ეს განცხადება ბესელიამ ბრიფინგზე გააკეთა და მმართველი გუნდი ოფიციალურად დატოვა.
|
ეკატერინე ბასილაია 22.02.2019
"ოცნების" შიდაპარტიული ომი, დიდი ურთიერთლანძღვის შემდეგ, საბოლოოდ ე.წ. ახლების გამარჯვებით დასრულდა. 45 მომხრე, 17 წინააღმდეგი - ბესელიას კანონპროექტი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ ჩავარდა და უკვე განაჩენიც გამოტანილია - თავად ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე უმრავლესობას ტოვებენ. ბესელიამ დაანონსა, რომ პარასკევს 12 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. გოგიჩაიშვილმა უმრავლესობის რიგები უკვე დატოვა. ასევე უმრავლესობა დატოვა ბექა ნაცვლიშვილმა. ამ 4 კაცს შეუერთდება თუ არა კიდევ ვინმე, ჯერ უცნობია.
|
ია აბულაშვილი 22.02.2019
"4 დღის წინ ადამიანი აცხადებდა, რომ არაფერს დათმობდა, რასაც მისგან ითხოვდნენ, 4 დღის შემდეგ კი ამბობს, ბანკს ვთმობ და უფრო ძვირადღირებულ პორტს ვიტოვებო. ე.ი. მიდის ვაჭრობა, ხაზარაძემ ივანიშვილს დრო მისცა მოსაფიქრებლად," - ასე ეხმიანება პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა მამუკა ხაზარაძის განცხადებას.
|
|