ტატა შოშიაშვილი 19.02.2019
აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ და გეოსივრცის ეროვნულმა სადაზვერვო სააგენტომ რუსეთის ხელისუფლება ტყუილში გამოიჭირეს. საუბარია 23 იანვარს მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამართულ ბრიფინგზე, სადაც რუსებმა ფრთოსანი რაკეტა 9M729-ის დემონსტრირება მოახდინეს. თუმცა, ირკვევა, რომ რეალურად ეს სულ სხვა რაკეტა იყო.
|
ელზა პაპოშვილი 19.02.2019
გორის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თვითმკვლელობა სცადეს. შემთხვევა ორშაბათს ღამით მოხდა. 16 წლის გოგონამ და ბიჭმა, რომლებიც თანაკლლასელები არიან, სუიციდი ერთი საათის ინტერვალით სცადეს. სკოლაში „რეზონანს“ განუცხადეს, რომ თანაკლასელების თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი სიყვარულია.
|
ეკატერინე ბასილაია 19.02.2019
სულ მალე ბესელიას გუნდის წევრები, ე.წ. ამბოხებული დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს დატოვებენ. ჯერ დაზუსტებული არ არის, რამდენი დეპუტატი გადადგამს ამ თამამ ნაბიჯს, ეს იქნება მხოლოდ, 7, თუ მეტი და ასევე მხოლოდ დროის საკითხია, ეს თებერვალში მოხდება, თუ მარტში.
|
ია აბულაშვილი 19.02.2019
"ვინც კარგად ერკვევა ბიზნესის ანაბანაში, იცის, რომ, პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, ბიზნესმენებს ყოველთვის შეუძლიათ შეთანხმება.
|
ელზა პაპოშვილი 18.02.2019
სამხედრო სამსახურის გავლის გარეშე შესაძლოა საჯარო სამსახურში დასაქმება შეიზღუდოს - კანონის ინიციატორი ინფრასტრუქტურის სამინისტროა. სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების გარანტია არც უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტობას ექნებათ. სამინისტრო პარლამენტში აღნიშნულ ახალ კანონპროექტს წარადგენს.
|
თამარ შუკვანი 18.02.2019
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში, ოკუპირებულ ყირიმსა და კალინინგრადის ოლქში შესაძლოა ბირთვული სიმძლავრეები განათავსოს, რაც დღეს არსებულ ვითარებას უფრო მეტად დაძაბავს.
|
ელზა პაპოშვილი 18.02.2019
ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ ხმაურიანი და სკანდალური განცხადებები არ წყდება. მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა დამძიმდა და ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, საპატარიაქრომ მისი ზიარების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ოჯახი აქციებს კვლავ აგრძელებს, იმის მოთხოვნით, რომ მისი შეწყალება მოხდეს.
| |
ეკატერინე ბასილაია 18.02.2019
5 მარტისთვის, შესაძლოა, ენგურჰესმა მუშაობა შეაჩეროს წყალსაცავზე წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო და ოკუპირებული აფხაზეთი უშუქოდ დარჩეს. ამიტომ თბილისი სოხუმის რეჟიმს მოუწოდებს, ან ელექტროენერგია დროებით რუსეთიდან შემოიტანოს, ან შეამციროს მოხმარება, რომელიც ბოლო წლებში 3-ჯერაა გაზრდილი და იმდენად უკონტროლოა, რომ აფხაზეთი, სადაც მხოლოდ 243 206 ადამიანი ცხოვრობს, ლამის იმდენივე ელექტროენერგიას ხარჯავს, რასაც 1.1-მილიონიანი თბილისი.
|
ელზა პაპოშვილი 18.02.2019
ყველა "ოცნების" წინააღმდეგ არჩევნების პროპორციული სისტემისთვის - ოპოზიცია ერთ მილიონამდე ხელმოწერის შეგროვებას იწყებს, რათა 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა გაუქმდეს. ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს მმართველი გუნდის დეპუტატების უმრავლესობა ამ ინიციატივას.
|
თამარ შუკვანი 18.02.2019
განათლების სამინისტროს რეფორმების ფარგლებში გამოცდების გაუქმება დაანონსდა, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელებს სკოლაში გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ. რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, 2020 წლიდან აბიტურიენტებმა გამოცდები სამ სავალდებულო საგანში უნდა ჩააბარონ: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე საგანი იმ პროფილის მიხედვით იქნება, რა სპეციალობასაც აბიტურიენტი აირჩევს. ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო საგნებს შორის აღარ იქნება, 2020 წლიდან ზოგადი უნარების გაუქმებაც იგეგმება.
|
ელზა პაპოშვილი 17.02.2019
რუსთვაში 13 წლის მოზარდის სასტიკი მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ძმისშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვალერი ირემაძის მეგობრები „რეზონანსთან“ ყვებიან, მამაკაცი მკვლელობის დღეს, სავარუდოდ, ფსიქოტროპული მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|