ტატა შოშიაშვილი
17.02.2019

 „ოხანაშვილს დავურეკე, ვკითხე და მითხრა, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩანიშნავდა (იურიდიული კომიტეტის სხდომას)... მე მგონია, რომ ამ პროექტის პოლიტიკური მხარდაჭერა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მორალურად ყველა ვალდებულია მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას," - აცხადებს „ქართული ოცნების" წევრი გედევან ფოფხაძემ ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს.

ია აბულაშვილი
17.02.2019

 „ბანკების ეს მახინჯი სისტემა ბანკირების შექმნილი არ არის. ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებების შექმნილია, მათმა ძალიან მოკლე ხედვებმა შექმნეს ეს მახინჯი სისტემა. ამიტომ აუცილებლია ამ სისტემის ცივილიზებულ ჩარჩოებში ჩაყანება, მაგრამ როგორ მოახერხებს ამას ხელისუფლება, ეს მათი პრობლემაა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი და ანალიტიკოსი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ეკატერინე ბასილაია
17.02.2019

 „ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ხაზარაძის გაფრთხილებას, რომ ან რაღაც გააკეთე, ან რაღაც არ გააკეთო, თორემ კიდევ რაღაც მოხდება... ყველაფრის უკან დგას ივანიშვილი. ასეთია მოცემულობა," - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

ია აბულაშვილი
17.02.2019

 „თიბისი ბანკმა“ საჯაროდ უნდა დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და დარწმუნებული ვარ, ამის გაკეთებას კანონიერების საშუალებით შეძლებს“, - ასე  ეხმაურება კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი „თიბისი ბანკთან“ მიმდინარე პროცესებს.

ტატა შოშიაშვილი
17.02.2019

 მოსკოვში ჩეჩენ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შორის გასულ კვირას დაწყებული მასშტაბური დაპირისპირება, რომელსაც სისხლისღვრა მოჰყვა, ასეთივე მასშტაბური შერიგებით დასრულდა. თუმცა, ამისათვის კონფლიქტში ჩეჩნეთის ხელისუფლებისა და ოფიციალური ბაქოს წარმომადგენლების ჩართვა გახდა საჭირო და ამის მიუხედავად, ძნელი სათქმელია საბოლოოდ მოგვარდა თუ არა პრობლემა.

თამარ შუკვანი
16.02.2019

 „წინასწარი ინფორმაცია, რაც ითქვა, იქ თითქოს იკვეთება დანაშაული... ახლა მთავარია, რა ტიპის ინფორმაციას დადებს თავად შესაბამისი ორგანო, რომელიც ამას იძიებს - ალბათ, ესმით რაოდენ რეზონანსული შეიძლება გახდეს ეს საქმე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება ის მიზეზები, რომელიც გამოიკვეთება. თუ რეალურ თემასთან გვაქვს საქმე, და იმედია ასე იქნება. ამ 11-წლიან თემასაც ნაკლები ყურადღება მიექცევა,“ - აცხადებს საპარალემენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია „თიბისი“ ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, „რეზონანსთან“ საუბრისას.

თამარ შუკვანი
16.02.2019

 „საბანკო სისტემასთან ასეთი თამაში დაუშვებელია. სერიოზულ ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ „თიბისი" ბანკის ისტორია გაიხსენეს ამდენი წლის შემდეგ; თუკი ეპატიებოდათ იმ მოსამართლეებს ის, რაც 10 წლისწინ ჩაიდინეს და ახლა ირჩევნდნენ, რატომ გაახსენდათ ამ დროს „თიბისი" ბანკი, რომლის დანაშაულიც შეიძლება იმ მასშტაბებისა არ იყოს?" -აღნიშნავს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი „თიბისი" ბანკის საქმეზე „რეზონანსთან" საუბრისას.

თამარ შუკვანი
16.02.2019

 „ზოგადად, ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან ცუდია - აქციები უკვე დაეცა, ხალხში პანიკაა. ნომერი პირველი ბანკი რომ უცებ გაკოტრების პირას არ აღმოჩნდეს, ამაზე ყველა ვღელავთ. „თიბისი" ბანკი საერთაშორისო ბირჟაზე წარმოდგენილი ერთ-ერთი ძლიერი ორგანიზაციაა; უცებ აღმოჩნდა, რომ თურმე შეიძლება ორ დღეში დაინგრეს და ეს, რა თქმა უნდა, არავისთვის სასიამოვნო არ არის," - ასე აფასებს „თიბისი" ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს მომღერალი ირმა სოხაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

თამარ შუკვანი
16.02.2019

 „შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ რაღაც ხელოვნურად კეთდება, მაგრამ თითქმის გამოვრიცხავ კვირიკაშვილს უნდოდეს ხელისუფლებაში მოსვლა - ეს ყველაფერი დამაჯერებელი არ არის," - აცხადებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი „თიბისი" ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესების კომენტირებისას.

თამარ შუკვანი
15.02.2019

 „ბიძინასთან კავშირს, რა თქმა უნდა, ვერ ვხედავ - რა კავშირი უნდა ჰქონოდა, ან აქვს? ამას გამოვრიცხავ. „თიბისი ბანკი" უმნიშვნელო ორგანიზაცია არ არის, ერთი-ერთი მნიშვნელოვანი იყო თავის დროზე და ახლაც. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება," - აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „თიბისი ბანკის" საქმეზე „რეზონანსთან" კომენტირებისას.

ია აბულაშვილი
15.02.2019

 "მსოფლიოს საბანკო კრიზისი არ უკვირს, მითუმეტეს 2008 წლის შემდეგ, თუმცა დიდ ბანკებთან მიმართებაში როდესაც ჩნდება კითხვები, ეს მათ სანდოობაზე მოქმედებს და მსოფლიოს მსხვილი ბირჟა არ გარისკავს და არ დაიწყებს მისი აქციების ყიდვას" - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "თიბისი ბანკთან" დაკავშირებული სამართლებრივი პროცესების შესახებ.

ელზა პაპოშვილი
15.02.2019

 ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით არასრუწლოვანებზე სექსუალური ძალადობის თუ გარყვნილი ქმედების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. ერთი თვის განმავლობაში შს სამინისტრომ ამ ბრალდებით პასუხისგებაში რამდენიმე პირი მისცა. შსს-ში აღიარებენ, რომ ბავშვებზე სექსულაური ძალადობის სტატისტიკა მზარდია და უწყებაც გამოწვევის საპასუხოდ კანონს ამკაცრებს. შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პედოფილიის ფაქტებზე კანონი გამკაცრდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×