ია აბულაშვილი 12.02.2019
"ეს არ ნიშნავს გამარჯვებას. ეს არის პიროსის გამარჯვება, რომელიც აუცილებლად კრახით დამთავრდება", - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს.
|
ია აბულაშვილი 12.02.2019
„ვამზადებთ ახალ ინიციატივას, რომელიც ეხება უვადოდ დანიშნული მოსამართლების თემას, თუ რა სამართლებრივი რეგულაციები შეიძლება არსებობდეს“, - აცხადებს ეკა ბესელია, რომელიც პარლამენტს ახალი ინიციატივით მიმართავს უკვე უვადოდ დანიშნულ მოსამართლებთან მიმართებაში.
|
თამარ შუკვანი 12.02.2019
„ეს არის ორმხრივი ურთიერთობის და ცალკე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურება. ეს ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა," - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთსა და გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტების მნიშვნელობაზე საუბრისას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.
|
თამარ შუკვანი 12.02.2019
„არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, რომელსაც ბუნებრივი მიზეზი აქვს; ადამიანებს, რომლებიც ჩემი ყოფილი და ახლანდელი მეგობრებიც არაინ, ეს პოზიცია გააჩნიათ და ვფიქრობ, ამ პოზიციას, არსებობის უფლება აქვს, რადგან სწორედ ამ ადამიანებმა გამოიარეს ის ჯოჯოხეთი წლების განმავლობაში, რასაც მათ შორის მოსამართლეთა ნაწილიც ახორციელებდა," - ასე აფასებს მოსამართლეთა საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი „რეზონანსთან" საუბრისას.
|
ტატა შოშიაშვილი 12.02.2019
ნატო-ს შემდეგ სამიტზე, რომელიც წელს დეკემბერში ლონდონში ჩატარდება, საქართველომ ნატო-ში გაწევრიანებაზე მოწვევა უნდა მიიღოს. ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა „ამერიკის ხმის" ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
|
ელზა პაპოშვილი 12.02.2019

ე.წ. ციანიდის სკანდალურ საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ. გამოდმინარე იქიდან, რომ შეწყალების კომისიის დაკომპლექტება ჯერჯერობით არ მომხდარა, კომისია ქმედუუნაროა და დეკანოზის შეწყალებაზე გადაწყვეტილების მიღება პირადად პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწევს.
|
რეზონანსი 12.02.2019
მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების ინიციატივას, რომელიც ეკა ბესელიამ რვა დეპუტატთან ერთად, შეიმუშავა, აკაკი ზოიძე მხარს უჭერს. ამის შესახებ, მან კომენტარი „რეზონანსთან" გააკეთა:
|
ტატა შოშიაშვილი 12.02.2019
„სანამ იუსტიციის საბჭოში, რომელიც დღეს არის და, რომ იტყვიან „მოაჯდა მოსამართლეთა კორპუსს", ეგ ადამიანები იქნებიან, ვფიქრობ, რომ მათ მიერ დანიშნული მოსამართლეები ავტომატურად დისკრედიტირებულები არიან..." - ასე შეაფასა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინიციატივა, რომელიც უვადოდ უკვე დანიშნულ მოსამართლეებს შეეხება.
|
თამარ შუკვანი 12.02.2019
„თუ გავითავალისწინებთ იმას, რომ ეს იყო, როგორც თავად განაცხადეს, მთელი ემიგრაციის შეკრება, ამ კონტექსტში რაოდენობა საკმაოდ მცირე და მწირი იყო. უფრო დიდი აჟიოტაჟია ქართულ მედიაში ატეხილი, ვიდრე ეს შეხვედრა იმსახურებდა. ამიტომ არ მგონია, რომ ასეთ რამეზე ღირდეს მტკივნეული რეაგირება.
|
თამარ შუკვანი 11.02.2019
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ის საგარეო პოლიტიკა რადიკალურად განსხვავებულია ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკისაგან. ამაზე მიგვანიშნებს ტრამპის ნაბიჯები, რომელსაც ის საერთაშორისო არენაზე დგამს.
|
ეკატერინე ბასილაია 11.02.2019
რუსულ მედიაში არ ცხრება აღშფოთება იმაზე, რომ აფხაზეთში რუს ბიზნესმენებს სასტიკად ავიწროებენ, ართმევენ ბიზნესებს, იტაცებენ და კლავენ და კონკრეტული ისტორიების გახსენების გარდა ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხი მოსკოვის მზარდ შეშფოთებას იწვევს.
|
ელზა პაპოშვილი 11.02.2019
„საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ეკა ბესელიას მისმა თანაგუნდელმა ვანო ზარდიაშვილმა კონსტიტუციის ცოდნა დაუწუნა და განაცხადა, რომ მსგავს ინიციატივას მეორე კურსელი იურდიული ფალკულტეტის სტუდენტიც კი ხელს არ მოაწერს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|