ელზა პაპოშვილი 08.02.2019
უახლოეს პერიოდში, შსს-ს ინიციატივით, მოხდება ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა ნებისმიერი სახით სისხლის სამართლის წესით დაისჯება.
|
ეკატერინე ბასილაია 08.02.2019
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ბოლო დღეებია, კვლავ გააქტიურდა ხურვალეთში, სადაც სათვალთვალო კოშკი აღმართეს და ასევე ახალი ტერიტორიის მისატაცებლად გაკაფეს გზა წაღვლის ტყეში, ჩორჩანის მიმართულებით, სადაც ტალკის საბადოა და რაზეც პრეტენზია გასულ წელს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ უკვე გამოთქვა.
|
ელზა პაპოშვილი 08.02.2019
გალში მცხოვრებ ქართველებს ახალი გასაჭირი აქვთ - რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პასპორტის ასაღებად საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუწევთ. როგორც გალის მცხოვრებლები აცხადებენ, ამ დოკუმენტის გარეშე ისინი "დროებით ბინადრებად" ჩაითვლებიან, რადგანაც, ე.წ. აფხაზური კანონმდებლობით, ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია. მხოლოდ რუსეთია ერთადერთი ქვეყანა, რომელზეც ეს აკრძალვა არ ვრცელდება.
|
ეკატერინე ბასილაია 07.02.2019
მე-11 და მე-12 კლასის გამოსაშვები, ე.წ. კატის გამოცდების გაუქმებაზე განხილვები არ ცხრება და „ასე ერთი ხელის მოსმით“ მოსწავლეებისთვის 8 გამოცდის გაუქმების გამო განათლების მინისტრს „ოცნების“ დეპუტატების ნაწილიც აკრიტიკებს და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიდანაც დიდი კრიტიკაა.
|
ია აბულაშვილი 07.02.2019
"შიდაპარტიული დაპირისიპრება ყველა ხელისუფლების დროს იყო და არც მომავალი ხელისუფლება იქნება ამისგან დაცული, მაგრამ შიდაპარტიულმა კონფლიქტმა, რომელიც "ოცნებაში" დაიწყო, დღეს ღია სახე მიიღო და ამაში ჩართულია საზოგადოებაც და ოპოზიციაც" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
თამარ შუკვანი 07.02.2019
„რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონ ალფაევის განცხადება ძალზედ შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და არაკორექტული იყო მოძმეთა ეკლესიის მიმართ. ამ შემთხვევაში საქართველოს ეპისკოპატი, ბუნებრივია, გამოხატავს უკმაყოფილებას," - საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებას, რომელმაც რუსი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი ილარიონი ვლადიმერ ჟირინოვსკის შეადარა და რუსული სპეცსამსახრების აგენტი უწოდა, მის განცხადებასა და თავად რუსი მღვდელთმთავრის ერთგვარ მუქარას, თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ასე აფასებს.
|
ელზა პაპოშვილი 07.02.2019
ცხრა მეამბოხე დეპუტატი ახალი ინიციატივით გამოდის. მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიამ გუნდის შესაძლო დატოვების საკითხში რამდენიმედღიანი ტაიმაუტი აიღო, პარლამენტს თანამოაზრეებთან ერთად ახალი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითხოვს.
|
ია აბულაშვილი 07.02.2019
"პარტიის დაშლაზე არ არის საუბარი, მაგრამ გარკვეული ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომელიც მძაფრად დაუპირისპირდება "ქართულ ოცნებას". ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს, ამას დასჭირდება ახალი პარტიის შექმნა თუ საპროტეტსო აქციების ჩატარება, მომავალი გვიჩვენებს" - განაცხადა "რეზონანსთან" უმრავლესობის ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ.
|
თამარ შუკვანი 07.02.2019
„ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება გრძელდება, უზენაეს სასამართლოში დასანიშნ მოსამართლეთა საკითხზე კონსენსუსი ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.
|
ია აბულაშვილი 07.02.2019
"თუ ასე გაგრძელდა, ბიძინა ივანიშვილს გაუჭირდება საქართველოში დარჩენა და შეიძლება იფიქროს კიდეც დაბრუნდეს იმ ქვეყანაში, რომელმაც მას მილიარდელის თანამდებობა მისცა," - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს.
|
თამარ შუკვანი 07.02.2019
„ჯარში რაც ხდება, ძალიან დახურული თემაა. ასეთი პრეცენდენტები ყველგან არის და ამისგან არცერთი ჯარი არ არის დაზღვეული, მითუმეტეს ქართულ ჯარი. სამწუხაროდ, ბოლო პედიოდში, ასეთი ინციდენტები გახშირდა, - პირობითად, რომ ვთქვათ არასასიამოვნო ინციდენტები და ამაზე სერიოზული ყურადღებაა საჭირო, - საკითხი უნდა დაისვას მაღალ დონეზე," - აღნიშნავს ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია ახალწვეულებს შორის ინციდენტის კომენტირებისას.
|
ეკატერინე ბასილაია 07.02.2019
"კაბელების საქმე" ახალი სკანდალის მიზეზი ხდება. საიდან იცოდა გრიფით "საიდუმლო" საქმის მასალები ირაკლი კობახიძემ - ადვოკატი ლევან სამუშია პროკურატურისაგან გამოძიების დაწყებას ითხოვს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|