ია აბულაშვილი
05.02.2019

 რუსეთის იუსტიციის სამინისტრო თავისი ბიუჯეტის შეცვლას გეგმავს, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ რუსეთისათვის საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს დაკისრებას უკავშირდება.

რეზონანსი
05.02.2019

 “ევროპული საქართველოს” ინიციატივას, უნარების გამოცდის დაკანონების შესახებ, განათლების ყოფილი მინისტრი, გია ნოდია დადებითად აფასებს.

ელზა პაპოშვილი
05.02.2019

 საქართველოს ორგზის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა შესაძლოა საქართველო აღარ დატოვოს. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც  საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი  შეხვდა.  შეხვედრა დაახლოებით საათნახევრის მანძილზე გაგრძელდა და მხარეებმა საქართველოს ჭიდაობის ჩემპიონატზე განვითარებულ მოვლენებსა და ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. 

თამარ შუკვანი
05.02.2019

 „როგორც ჩანს, კობახიძემ დაწერა და ხელი მოაწერინა ყველას, რადგან ასეთი გრძელი ტექსტის დამწერი ამის გარდა იქ არავინ იყო. აბსოლუტურად არაადეკვატურები არიან. ამ გაუბედურებული სისტემის პირობებში ისევ რაღაც მიღწევებზე საუბრობენ და თავს გვახვევენ კოლექტიურ მურუსიძეს," - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას „რეზონანსთან" საუბრისას.

თამარ შუკვანი
05.02.2019

 "ამერიკამ შეიძლება ბულგარეთისა და რუმინეთის საქართველოსთან შავი ზღვის აუზის აკვატორია შეკრას. შექმნას სამეთვალაყურეო პუნქტები და ჩაატაროს მონიტორინგი - თუ როგორ ავითარებს რუსეთი თავის სამხედრო პოტენციალს და იყოს ერთგვარი საპირწონე რუსული საზღვაო-სამხედრო ძალების ჰეგემონობის აღსაკვეთად," - აცხადებს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" საუბრისას.

ეკატერინე ბასილაია
04.02.2019

 „ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი აღარ არის, როგორც ჩანს, ისე მაღალი და ის მანევრებს ატარებს. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოებრივ საკითხებზე დაკავდნენ, სხედან და იმით არიან დაკავებულები - ბესელია მოერევა თუ კობახიძე. მიაქციეთ ყურადღება, შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ერთადერთი რა კომენტარი გაკეთდა? თურმე ხელისუფლება იმოქმედებს კონსტიტუციის ფარგლებში. მე კითხვას ვსვამ - ძალიან მაინტერესებს, აქამდე რის ფარგლებში მოქმედებდნენ? მითხარით, ეს ტრაგიკომედია არ არის?!"- აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

ეკატერინე ბასილაია
04.02.2019

 „ოცნების" დეპუტატების ე.წ. ახლებსა და ე.წ. ძველების გუნდებს შორის ურთიერთბრალდებების მიზეზი არა და არ წყდება და ამჯერად დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფო კილაძეს შორის გრძელდება.„ახლებსა" და „ძველებს" შორის გუნდურობის შენარჩუნება, ოპონენტების დასანახად გარეგნულად მაინც, ვერა და ვერ ხდება ყველაზე მძიმე, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების თემის ირგვლივაც კი.

ელზა პაპოშვილი
04.02.2019

ე.წ. ციანიდის საქმე და წმინდა სინოდის დუმილი ბოლო წლების ყველაზე გახმაურებულ სკანდალზე - მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციებს იწყებენ. 

ია აბულაშვილი
04.02.2019

 "კულტურას მეტი დაფასება სჭირდება და ამიტომ ერთ უზარამაზარ სამინისტროში მისი გაერთიანება არ შეიძლება, ის ცალკე სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბდეს"- ასე ეხმაინება კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, გავრცელებულ ინფრმაციას, რომ ოპტიმიზაციის მიზნით გაერთიანებული სამინისტროები, შეიძლება ისევ ცალკე სტრუქტურებად ჩამოყალიბდეს.

ია აბულაშვილი
04.02.2019

 "მეეჭვება, რომ ოპოზიციამ ამ პროცესში საზოგადოების მასობრივი ჩართულობა მოახერხოს, რადგან საზოგადოებას დღეს ნაკლებად აინტერესებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი და პარლამენტის მოდელი"- აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

ეკატერინე ბასილაია
04.02.2019

 8-9 თებერვალს ჟენევაში შედგება პირველი სამმხრივი - ქართულ-რუსულ-შვეიცარიული შეხვედრა, სადაც განიხილება კონკრეტული დეტალები, თუ 1-ლი მარტიდან როგორ გააკონტროლებენ ტვირთბრუნვას შვეიცარიელი მებაჟეები საქართველოს სამ დერეფანზე, მათ შორის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გავლით.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×