ზვიად აბულაძე
31.01.2019

 "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, მოსახლეობის 67% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს და მხოლოდ 21%-ია უარყოფითად განწყობილი.

ია აბულაშვილი
31.01.2019

 "ნებისმიერ საკითხზე, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის. ამ შემთხვევაშიც, თუ ოპოზიციას საარჩევნო სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებთი რაიმე ინიციატივა აქვს" - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე 2020 წლისთვის საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებთი ოპოზიციის მოთხოვნას.

თამარ შუკვანი
31.01.2019

 „როგორც კი მაკედონიამ დიდი ბრძოლის შედეგად თავისი ქვეყნის სახელწოდების შეცვლა მოახდინა, მაკედონიას ნატო-ში გაწევრიანება პრობლემას აღარ წარმოადგენს და შესაძლოა უფრო ადრეც მოხდეს მისი გაწევრიანება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში," - აღნიშნავს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
31.01.2019

 განათლების სისტემაში დაანონსებულ ცვლილებებს არაერთგვაროვნად შეხვდნენ პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში. თუმცა „რეზონანსთან" ექსპერტები თანხმდებიან, რომ სკოლა არა გამოცდაში მაღალი ქულის მიღებაზე, არამედ აზროვნებისა და ანალიზის განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

ეკატერინე ბასილაია
31.01.2019

 „რუსეთს აფხაზეთი ეკლესიურადაც ფაქტობრივად მიერთებული აქვს. სტავროპოლის მიტროპოლიტი მართავს იქ ყველაფერს. ჩვენ იქ ვერ შევდივართ და ზუსტად ესაა პრობლემა - რომ ვინც ოფიციალურად წაგვართვა ეს ტერიტორია, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკლესიურად, მის მიმართ არ გვაქვს პრეტენზია და უფრი მეტიც, მის გვერდით დგომა გვინდა...

ეკატერინე ბასილაია
31.01.2019

 კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაციამ ილია მეორესა და 4 ქართველ ეპისკოპოსთან შეხვედრა გამართა, თუმცა ეს ვიზიტი ისევ შედეგის გარეშე დასრულდა და ისევ გაურკვეველი დარჩა, დაუჭერს თუ არა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას მხარს საქართველოს ეკლესია.

ელზა პაპოშვილი
30.01.2019

 NDI-ს საგანგაშო კვლევა, სადაც ჩანს, რომ მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლა სურს - ასე აფასებენ ოპოზიციაში კვლევის პოლიტიკურ ნაწილს. კორუფცია, ნეპოტიზმი და დემოკრატიის არარსებობა ქვეყანაში. #ვ|-ს დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უმეტესობის - 46%-ის აზრით, საქართველოში ამჟამად არ არის დემოკრატია.

ია აბულაშვილი
30.01.2019

 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს და საკითხის პარლამენტში შესატანად ემზადება.

თამარ შუკვანი
30.01.2019

 „რუსეთის ერთ-ერთი ამოცანა არის იმის დამტკიცება, რომ რუსეთი უკრაინის მეგობარი ქვეყანაა. რუსული პროპაგანდისტული მანქანის უტიფრობას საზღვარი არ აქვს.

ია აბულაშვილი
30.01.2019

 საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, განათლების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცხადებულ ცვლილებებს, რომლის თანხმადაც, 2020 წლიდან სკოლის გამოსაშვები გამოცდები სრულიად გაუქმდება, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება და მისი დამატება უნივერსიტეტებს შეეძლებათ ცალკეული პროგრამების შესაბამისობის მიხედვით.

ია აბულაშვილი
30.01.2019

 "არა მაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდება და ერთი წრე შეიკრას, რადგან დღეს ყველა პარტია სხვადასხვა პლატფორმაზე დგას" - ასე ეხმიანება რეჟისორი გოგი თორაძე "გაერთიანებული ოპოზიციის" მოწოდებას ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის თაობაზე.

თამარ შუკვანი
30.01.2019

 „სტოლტენბერგის საქართველოში ჩამოსვლა, თანაც შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო წვრთნებზე დასასწრებად, ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენაა. რა შეტყობინებას ჩამოიტანს ნატო-ს გენერალური მდივანი მარტის თვეში, ეს ცალკე ვარაუდის საკითხია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×