ელზა პაპოშვილი
02.02.2019

 რუსეთის ეკლესია საქართველოს ღიად ემუქრება. საქმე რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებას ეხება, რომელსაც წარმოუდგენლად მიაჩნია, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს მხარი დაუჭიროს. მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა უმეტესობას კარგად ესმის საეკლესიო რეალობა და იცის, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს ეკლესიას ასეთი გადაწყვეტილების მიღების გამო.

ია აბულაშვილი
02.02.2019

 "ვინც ამ სამარცხვინო კადრებს იღებს, ყველანი მოედანზე უნდა გაიყვანო და დაწვა. 4-ჯერ უნდა დაწვა, ვინც ამ საზიზღრობას უკვეთავს და მერე იყენებს" - ასე ეხმიანება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ამ ბოლო დროს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტს.

თამარ შუკვანი
01.02.2019

 „ბევრი საკითხი, როგორც პრეზიდეტის მხრიდან, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან იქნა გაჟღერებული. მონაწილეები ბევრ თემას შეეხნენ, მაგრამ მთავარი კითხვა, რაზეც უნდა მიგვეღო პასუხი, - რას გვთავაზობენ, რა ტიპის ცვლილებაზეა ლაპარაკი, - ეს ვერ მოვისმინეთ, სამწუხაროდ," - აცხადებს საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ეკატერინე ბასილაია
01.02.2019

 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, გიგა ზედანიას უნივერსიტეტის ერთპიროვნულად, პირადი ინტერესებითა და ამბიციებით მართვაში ადანაშაულებენ მის მიერ გათავისუფლებული პროფესორები. მათი განცხადებით, ზედანია მტრად მიიჩნევს ყველას, ვინც მისი მორჩილი არ არის და რაიმე კრიტიკას გაახმოვანებს, ან რეიტინგული პროფესორია, ან ყოფილ რექტორ, გიგი თევზაძესთან კარგ ურთიერთობაშია შემჩნეული და ასეთ ადამიანებს ნელ-ნელა სამსახურიდან უშვებს. ეს უსამართლო დანიშვნა-მოხსნები კი წლებია გრძელდება.

ია აბულაშვილი
01.02.2019

 "არსებული საარჩევნო სისტემა ხელისუფლებამ თავად უნდა შეცვალოს, გარედან ზეწოლის გარეშე; ეს მისთვის უფრო მომგებიანი იქნება. თუ უარს იტყვის, მაშინ ძალიან ძლიერი უნდა იყოს, რომ ოპოზიციის წნეხს გაუძლოს" - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ოპოზიციის ინიციატივას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორიცულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

თამარ შუკვანი
01.02.2019

 „ქართული მხარის გადაწყვეტილება, რას აპირებს და როგორ გეგმავს, არ ვიცი, -სახელმწიფოს გამოკვეთილი ნება ჩვენ არ გვაქვს. ჯეკ შეფერდმა უარი განაცხადა გამარტივებული წესით ექსტრადაციაზე. მისი ნების საწინააღმდეგოდ სახელმწიფო ვერ მოიქცევა," - ამის შესახებ საქართველოში დაკავებული დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა „რეზონანსს" განუცხადა.

ია აბულაშვილი
01.02.2019

 "ივანიშვილის ბრძანებით იყო თუ სხვისი, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ვინც ამ საზიზღრობას აკეთებს, რომელი პოლიტიკური პარტიის წევრი ან მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. პარტია პრევენცია არ არის" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფარული კადრების გავრცელების საქმეზე სამართალდამცავთა მიერ 16 პირის დაკავებას.

ელზა პაპოშვილი
01.02.2019

 დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დაკავებულია 16 პირი. მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის"  ოთხი წევრია. ორი აქტივისტი. ირმა და ინგა ხაროიშვილების აყვანა ბათუმის პოლიციის განყოფილებაში რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ მოხდა. ასევე სამეგრელოში ორი მამაკაცის დაკავება მოხდა, რომლებიც პარტიის აქტივისტები არიან. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორისაა  მომღერალი, პროექტ „იქს ფაქტორის"  მონაწილე გიორგი გასვიანი. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი კახა ხვისტანი „რეზონანსთან“ ადასტურებს. ამბობს, რომ  პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი გასვიანს სამსახურში მიაკითხეს და იქ დააკავეს. 

ელზა პაპოშვილი
01.02.2019

 იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მთავარია ვინ იყო ამ კადრების თავი წყარო და არა ის, ვინც კანონი არ იცოდა, მიიღო  ვიდეო და არცოდნის გამო გაავრცელა. თუ წყარო არ დადგინდა, ამ ადამიანების დაკავებას აზრი არ ექნება, რადგანაც ის პიროვნება მაინც  შეეცდება, რომ ამ ჩანაწერების გავრცელება მოხდეს. 

ეკატერინე ბასილაია
01.02.2019

 ცხინვალის რეჟიმი ბოლო დროს უფრო და უფრო ააქტიურებს მუქარას ყაზბეგის ტერიტორიის დაბრუნების პრეტენზიაზე. ამჯერად, ერთ-ერთ გერმანულ გამოცემასთან საუბრისას დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი აცხადებს, რომ მცხეთა-მთიანეთის რიგი ტერიტორიები - ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, მათ შორის, თრუსოს ხეობა, კობი და გუდოს ხეობა „ისტორიულ აღმოსავლეთ ოსეთს წარმოადგენს" და ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიები ოსეთს დაუბრუნდება და იქ ოსები იცხოვრებენ.

ელზა პაპოშვილი
01.02.2019

 ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 7 ადამიანის გარდაცვალებაზე? ახლა ესაა მთავარი კითხვა, რომელიც ქეთევან წამებულის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ საზოგადოებას აინტერესებს. უკვე დადგენილია, რომ გაზის ღია გამათბობლის ნამწვის შედეგად მუშები გარდაიცვალნენ, რომლებიც მშენებლობაზე მუშაობდნენ და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.

ელზა პაპოშვილი
31.01.2019

 ქეთევან წამებულის 67 ნომერში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც  მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, ახალგაზრდები მათ მეზობლად რამდენიმე თვის წინ ქირით გადმოვიდნენ და ისინი მშენებლობაზე მუშაოდ მუშაობდნენ. ახალგაზრდებს შორის გარდაცვლილი, ასევე შუახნის მამაკაციც, რომელიც ერთ-ერთი ახალგაზრდის მამაა. ასევე გარდაცვლილები არიან ძმები. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×