ელზა პაპოშვილი
06.02.2019

 მიდიან თუ რჩებიან, რა მინიშნება გააკეთა ივანიშვილმა ე.წ. ამბოხებული დეპუტატების მისამართით და ვის მიუთითეს ირიბად ღია კარისკენ - ესაა კითხვები, რომელიც „ოცნების" სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის წევრების განცხადებების შემდეგ დარჩა.

ელზა პაპოშვილი
06.02.2019

 მთელი დღის განმავლობაში პროკურატურასთან სიტუაცია დაძაბული იყო. ზაზა სარალიძე, რომელიც დილიდან პროკურორებთან შეხვედრას ითხოვდა, საგამოძიებო უწყების ეზოში შევიდა. თუმცა, მას დაცვის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით ტერიტორია დაატოვებინეს. მთავარ პროკურატურაში კი აცხადებდნენ, რომ მასთან შეხვედრას საქმის სამივე პროკურორი სამშაბათს გამართავს, რაც ზაზა სარალიძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. 

ია აბულაშვილი
06.02.2019

 "თუ ვინმეს გონია, რომ ბესალიას და რამდენიმე ადამიანის წასვლით "ოცნება" უმრავლესობას დაკარგავს, გულუბრყვილო ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, მმართველი პარტია უმრავლესობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმადე შეინარჩუნებს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ეკა ბესელიას განცხადებას მისი "ოცნებაში" სამომავლოდ ყოფნასთან დაკავშირებით.

თამარ შუკვანი
06.02.2019

 2011 წლის 9 ნოემბერს საქართველოსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე სავაჭრო დერეფნების შექმნას გულისხმობს - „იმ პერიოდში სულ სხვა მოცემულობა იყო, რუსეთი უნდა შესულიყო მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში და ის მოთხოვნები უნდა დაეყმაყოფილებინა, რა მოთხოვნებიც ამ ორგანიზაციას ჰქონდა. მაშინ დაინტერესებული იყო აშშ-ს ადმინისტრაცია და ევროკავშირიც, რომ რუსეთი ამ გაერთიანების წევრი გამხდარიყო," - აღნიშნავს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას.

ია აბულაშვილი
06.02.2019

 "არ მესმის რა კულტურის ცენტრის გახსნაზეა საუბარი, როცა ქვეყანამ კულტურა დაკარგა, დღეს რომ კულტურის მოღვაწეები და მათი მესვეურები გვყავს, სასახლეში კი არა, იქიდაn უნდა გამოყარო.

ეკატერინე ბასილაია
06.02.2019

 "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება, რომ მმართველი ძალა არ დაუშვებს სასამართლო ხელისუფლების უსამართლო, უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელ დისკრედიტაციას, რომელსაც სათავეში "ნაცმოძრაობა" და მასთან აფილირებული ჯგუფები უდგანან, რაც მეორე მხარეს მდგომმა ყველა ჯგუფმა - სამოქალაქო სექტორმა, ოპოზიციამ და თვით "ოცნების" ე.წ. ამბოხებულებმაც გაიგეს ისე, რომ მმართველი პარტია არაფრის შეცვლას არ აპირებს და მურუსიძე-ჩინჩალაძის წინააღმდეგ კრიტიკას კატეგორიულად არ ეთანხმება.

თამარ შუკვანი
06.02.2019

 "ამ განცხადებასა და შეფასებას ვერ დავეთანხმები, რადგან პროცესი არ დაუწყია არც პოლიტიკურ ოპოზიციას და არც არასამთავრობო სექტორს. პროცესი დაიწყო თავად იმ გუნდმა, რომელმაც წარადგინა მოსამართლეთა სია. ამას მოჰყვა რეაქცია და ამ რეაქციის შედეგმა გაგრძელება ჰპოვა.

ია აბულაშვილი
05.02.2019

 „ძალიან უცნაური განცხადებაა თავისი შემართებით. ეტყობა ვერ ხვდებიან რა სიტუაციაში არიან. არ მესმის რად უღირს ამ ხელისუფლებას გადაარჩინოს „ნაციონალების“ დატოვებული სასამათრლო?“ -  ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას,  სადაც სასამართლო სისტემაზეა საუბარი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

ტატა შოშიაშვილი
05.02.2019

 „საქართველოს პრეზიდენტის მიერ წამოწეული ინიციატივა, შავი ზღვის აუზის აკვატორიაში ნატო-ს ჩართულობასთან და ნატო-ს უსაფრთხოების განზომილების რეალურ წარმოჩენასთან დაკავშირებით, უკვე ამოქმედდა და კარგია. ეს ქართული დიპლომატიის კონტექსტში წარმატებად შეგვიძლია მივიცნიოთ", - ასე შეაფასა სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გეტემიულერის გამოსვლა, რომელმაც განაცხადა, რომ ნატო-ში საქართველოსა და უკრაინასთან ურთიერთობების გაღრმავებაზე მიდის საუბარი.

ელზა პაპოშვილი
05.02.2019

 პოლიტიკის გამო „დასჯილი“ შენობა - რა ბედი ეწევა საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას, ჯერჯერობით უცნობია. ამაზე მსჯელობა სპეცილურად შექმნილმა ჯგუფმა დაიწყო. სამუშაო ჯგუფში 7 დეპუტატია, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ჯგუფს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ხელმძღვანელობს. 

თამარ შუკვანი
05.02.2019

 „დაახლოებით თვენახევრის წინ ოფიციალური წერილით მივმართეთ, გამოვითხოვეთ შეხვედრა, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიგვიღია - არც თანხმობა და არც უარი. შემდეგ იძულებული გავხდი, რომ მედიასაშუალებებით მიმემართა და შეხვედრა ოთხშაბათს 12:00 საათზე დავუნიშნე. ისიც კი არ ვიცი, შემხვდებიან თუ არა, არავინ შემხიანებია," - აღნიშნავს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე „რეზონანსთან" საუბრისას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×