ეკატერინე ბასილაია
30.01.2019

 რამდენად რეალურია, რომ "ქართულმა ოცნებამ" უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 2024 წლამდე შეაჩეროს? მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, ამ საკითხზე მსჯელობა უმრავლესობის ბოლო შეკრებაზე იყო, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ჯერ გარკვეული არაფერია.

ეკატერინე ბასილაია
29.01.2019

 უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს შეიტანს. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ასეთი განაცხადი შესაძლოა, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ერთდროულად გააკეთოს, თუმცა "ქართულ ოცნებაში" შეკითხვაზე, თუ რას გეგმავს საქართველო, ბუნდოვანი პასუხი აქვთ - რომ საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, მაგრამ ახლა ევროკავშირი არაერთი გამოწვევის წინაშეა და ამ ეტაპზე მთავარია, შევასრულოთ ის საშინაო დავალებები, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების შედეგად გვაქვს.

ელზა პაპოშვილი
29.01.2019

 განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი სასკოლო და ერთიან ეროვნულ გამოცდებში დაგეგმილ დიდ ცვლილებებს „რეზონანსთან“ აფასებს. ზურაბიშვილი სკოლის საატესტატო გამოცდების გაუქმებასა და ასევე 2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის არასავალდებულოდ გადაქცევას მიესალმება.  

თამარ შუკვანი
29.01.2019

 „მოტივი შეიძლება იყოს შურისძიება, ან რაღაც პოლიტიკური ინტერესი. თუ შურისძიებაზეა ლაპარაკი, ეს არის ვიღაც ნაძირლების და ბრიყვების გაკეთებული, რადგან პოლიტიკა ასეთ მეთოდს არ იცნობს. თუმცა, ბრიყვების და ნაძირლების სიმცირეს, სამწუხაროდ, საქართველო არ უჩივის," - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

თამარ შუკვანი
29.01.2019

 „შესაძლოა კომპრომატებით ომი იყოს, თუმცა კომპრომატსაც ვერ დავარქმევთ ამას, რადგან რაიმე დანაშაულის დოკუმენტი კი არ არის, უბრალოდ სრულიად ნორმალური ცხოვრების ამსახველი კადრებია და დარღვეული ეთიკური ნორმები. ეკრანზე გამოტანილია ის, რაც არ უნდა იყოს გამოტანილი.

ელზა პაპოშვილი
29.01.2019

 ჩინჩალაძეს დახურული სივცრის შიში აქვს, რომ არ ჩაწერონ, ამიტომაც შეხვედრები ღია ცის ქვეშ დაიწყო - ასე აფასებენ „რეზონანსთან“ მესამე სექტორის წარმომადგენლები პარლამენტარ ვანო ზარდიაშვილის მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან  შეხვდრის ფაქტს, რომლის  ფოტოც „ტაბულას“ ჟურნალისტმა გადაიღო.  

ტატა შოშიაშვილი
29.01.2019

 დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკების ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირებისთვის ახალი გზა გამონახეს. კერძოდ, მინსკის შეთანხმება შესაძლოა, რომ ახალმა გეგმამ ჩაანაცვლოს, რომელიც გაერო-სა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) ძალებს გააერთიანებს. გარდა ამისა, ახალი ინიციატივის მიხედვით, ევროკავშირმა უნდა შექმნას სააგენტოები, რომელთა ფუნქცია რეგიონის აღდგენა იქნება და ეს ორგანიზაციები უნდა თანამშრომლობდნენ ეუთო-სა და გაერო-სთან. 

ტატა შოშიაშვილი
29.01.2019

 "მადუროს ხელისუფლება საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა და თუ ეს პროცესი გაგრძელდა, ალბათ, შორს არ არის ის დრო, როდესაც მისი რეჟიმი დაემხობა, ხოლო ხელისუფლებას ჩაიბარებს გარდამავალი მთავრობა, რომელიც შემდეგ მოამზადებს ვენესუელას ახალი, დემოკრატიული არჩევნებისთვის",-ასე შეაფასა პოლიტიკურმა ექსპერტმა კორნელი კაკაჩიამ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვენესუელისთვის ახალი სანქციების დაწესება.

ეკატერინე ბასილაია
29.01.2019

 სასკოლო და ერთიან ეროვნულ გამოცდებში დიდი ცვლილებები იწყება. 2019 წელს მე-11 კლასელები საატესტატო გამოცდებს აღარ ჩააბარებენ. 2020 წელს კი ე.წ. კატის გამოცდები მე-12 კლასელებისთვისაც უქმდება. ასევე 2020 წლიდან სავალდებულო აღარ იქნება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება, თითოეულ საგანზე გადასალახ ბარიერს დააწესებენ თავად უნივერსიტეტები და ასევე შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი - გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა.

ეკატერინე ბასილაია
29.01.2019

 მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის მზად არის საქართველოში ჩამოსასვლელად და ივანიშვილის სახლში გასაშვებად, ოღონდ ერთი პირობით, მისმა მომხრეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ 72 საათის განმავლობაში ის არ დააკავონ და თავისუფლად შეძლოს გადაადგილება.

ელზა პაპოშვილი
28.01.2019

 შესაძლოა „ქართულ ოცნებაში" ახალი დაპირისპირება დაიწყოს. ამის მიზეზი კი ეკა ბესელიას წინააღმდეგ დაწებული კამპანიაა. დეპუტატის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მიზანმიმართულად სოციალურ ქსელში მის ოჯახის წევრს გაუგზავნეს. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ამის უკან ხელისუფლება დგას, რომელმაც 7 წლის განმავლობაში ბრძოლის ეს ბინძური მეთოდი აირჩია.

ია აბულაშვილი
28.01.2019

"როგორც ჩანს, ამ მოსამართლეებს არანაირი ვადები და  შეზღუდვები არ უნდათ, ისინი შემოვიდნენ პოლიტიკურ ველში ძალაუფლებისა და ბერკეტების გასაძლიერებლად, სურთ თავისი დღის წესრიგი უკარნახონ პარლამენტს" - განაცხადა "რეზონანსთან" "ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×