თამარ შუკვანი
23.01.2019

 "ქართული ოცნების" იმ დეპუტატებმა, რომლებიც იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ მოსამართლეთა სიასა და პარტიის ხელმძღვანელობას ღიად დაუპირისპირდნენ, ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატების" თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის სამუშაო კაბინეტში შეხვედრა გამართეს.

თამარ შუკვანი
23.01.2019

 გრიპის დიაგნოზით გარდაიცვალა 33 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან, ოჯახის მოთხოვნით, ტრაპიზონის კლინიკაში გადაიყვანეს. იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ია აბულაშვილი
23.01.2019

 "გაერთანებული ოპოზიცია გრძნობს, რომ ინიციატივას კარგავს და როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ახალ ვირტუალურ მოძრაობას ქმნის ნაციონალურ მოძრაობა 3-ს" - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია მიხეილ სააკაშვილის მიერ 10 თებერვალს, ბელგიაში საქართველოში ემიგრანტებთან ერთად დაბრუნების კონკრეტული თარიღის დაანონსებას.

ეკატერინე ბასილაია
23.01.2019

 რა ვერდიქტს გამოიტანს ბიძინა ივანიშვილი "არაგუნდურობაში" დადანაშაულებული პარტიის წევრებისათვის და რა პასუხები ექნებათ ეკა ბესელიასა და მის მხარდამჭერ "ამბოხებულებს" - დიდი გარჩევა ხვალ, ხუთშაბათს უნდა შედგეს. უმრავლესობის სხდომა უკვე ჩაინიშნა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. ეს არის პირველი დიდი შეკრება "ოცნებაში" მას შემდეგ, რაც უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სიის გამო პარტიაში დიდი ურთიერთლანძღვა დაიწყო და ივანიშვილმა გავრცელებულ განცხადებაში ეკა ბესელია გუნდურობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა.

ელზა პაპოშვილი
23.01.2019

 უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მხრიდან თვითაცილებას ოპოზიცია და არასამთავრობოები ერთგვარ ტაქტიკურ სვლად აფასებენ და ფიქრობენ, რომ მოსამართლეებსა და ხელისუფლებას შორის პოლიტიკური გარიგება მოხდა. მათი შეფასებით, ხელისუფლებამ დროებით დაიხია უკან და ეს საზოგადოების ზეწოლამ განაპირობა. ეს მხოლოდ ნაწილობრივი გამარჯვებაა, რასაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ 10 წევრის გადადგომა უნდა მოჰყვეს, რომელთაც მოსამართლეობის კანდიდატთა სკანდალურ სიას დაუჭირეს მხარი.

ელზა პაპოშვილი
22.01.2019

 თბილისი- რუსთავის ავტობანის მეორე მონაკვეთის მშენებლობა რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ბოლო არ უჩანს. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, პროექტის დასრულების ვადამ რამდენჯერმე გადაიწია. თავად საქართველოს მუნიციპალურ განვითარების ფონდშიც რუსთავის მაცხოვრებლებს გზის მშენებლობის დასრულების ზუსტ თარიღს ვერ ეუბნებიან. 

ეკატერინე ბასილაია
22.01.2019

 „მოსამართლების თემაზე ახლა ტაიმაუტი აიღო თავად ბატონმა ბიძინამ და ის შეეცდება მოიფიქროს შედარებით უმტკივნეულო სქემა, რომლითაც შეძლებს ან სათითაოდ, ან ჯგუფ-ჯგუფად გაიყვანოს ეს პირები...

„2-3 ოდიოზური მოსამართლის გამოცვლა საქმეს არ უშველის, იმიტომ რომ, მე რომ მკითხოთ, ეს არის კარგად შეკრული ბანდიტური ფორმირება, კლანიც არ ჰქვიათ ამათ, რომელსაც ძალიან დიდი ძალაუფლება და ძალიან კარგი გამოცდილება აქვს ასეთი სქემების დატრიალების. ამიტომ ვითხოვთ, რომ საერთოდ გასარეკია იუსტიციის უმაღლესი საბჭო,"- აცხადებს იურისტი ლია მუხაშავრია.

თამარ შუკვანი
22.01.2019

 როდესაც ხელისუფლება რეალურად არაფერს აკეთებს, ერთადერთი, რისი გაკეთებაც ასეთ შემთხვევაში შეუძლია, ისაა, რომ მოხსნის ერთ პრემიერ-მინისტრს და დანიშნავს მეორეს - აცხადებს მთავრობაში მოსალოდნელ სასაკადრო ცვლილებებზე „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

თამარ შუკვანი
22.01.2019

 „დე ფაქტო ხელისუფლება რაღაც ზეიმების, იუბილის, ან რაიმე პრობლემების გამო რეგულაურად კეტავს და ხსნის ხოლმე გამშვებ პუნქტებს, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც კონკრეტულ ადამიანებს ეხებოდა საქმე, ყოველთვის ხდებოდა კონტაქტი თბილისსა და ცხინვალს შორის და კონკრეტულ ადამიანებზე ხდებოდა შეთანხმება, რომელთაც შემდეგ ე.წ. საზღვარზე ატარებდნენ," - აღნიშნავს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

მარიამ ხვედელიძე
22.01.2019

 უნდა დატოვოს თუ არა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ თანამდებობა? ამ კითხვით „რეზონანსმა" პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეს, შოთა ხაბარელს მიმართა. მან განაცხადა, რომ საკითხი გეგეშიძის პირდაპირ გადადგომაზე არ არის დაყენებული და მომხდარს სიღრმისეული შესწავლა სჭირდება.

რეზონანსი
22.01.2019

 მოსახლეობაში წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების გატარება დაიწყო. თბილისის ბაგა- ბაღების მართვის სააგენტომ საქართველოს მთავრობის განკარგულება მიიღო, რომლის მიხედვითაც გამოიცა ბრძანება, რაც გულისხმობს წითელაზე აუცრელობის შემთხვევაში თანამშრომლებსა და მოსწავლეების სტატუსის შეჩერებას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×