მარიამ ხვედელიძე
22.01.2019

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრიმა, ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" საუბარში ადასტურებს, რომ ახლო მომავალში მთავრობასა და პარლამენტში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. ჩაანაცვლებს თუ არა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ქანთარია ამ კითხვაზე პასუხობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა კონკრეტულ გვარებზე გუნდში საუბარი არ ყოფილა.

ეკატერინე ბასილაია
22.01.2019

 უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა 10-კაციან სიას პარლამენტი არ განიხილავს. ყველასგან მოულოდნელად ეს თავად ამ "შავი სიის" წევრებმა მოითხოვეს და მიმართეს პარლამენტს, რომ სიის აცილება მოხდეს, რითაც ორშაბათ დილით არასამთავრობო სექტორის მიერ გამართულმა საპროტესტო აქციამ მცირე, თუმცა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ია აბულაშვილი
22.01.2019

 "10 თებერვალს ლიეჟში (ბელგია) მე ვუერთდები ქართველთა მსოფლიო კრებას, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოვლენ ქართველები. ამ შეკრებაზე ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს ბედზე, საქართველოს მომავალზე; იმაზე, თუ როგორ გამოვიხსნათ ჩვენი ქვეყანა, დავგეგმავთ სამშობლოში ერთობლივად ჩასვლის თარიღს" - ასეთი განცხადებით გამოვიდა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 იანვარს ნიუ იორკში, ბრუკლინში, ორგანიზაციის - "ერთად სახლში" ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ქართველ ემიგრანტებთან, სადაც მათ მოუწოდა, რომ გადამწყვეტ მომენტში ყველამ აიღოს ბილეთი საქართველოსკენ და ჩავიდეს იქ, რათა ბიძინა ივანიშვილის მმართველობა დასრულდეს.

თამარ შუკვანი
21.01.2019

 „პარლამენტმა თქვა, რომ ეს ხალხი კენჭისყრაზე არ გავიდოდა. ამის მერე დაახლოებით 10 დღე გადის და მოსამართლეები ამბობენ, რომ არ უნდათ მათი კანდიდატურები კენჭისყრაზე განხილული იყოს. ეს მოვლენები თავისთავად რაღაცაზე მიუთითებს; შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ უკვე უთხრეს უარი და ახლა თითქოს თავისით გადიან. სინამდვილეში კი, პარლამენტმა უკვე უთხრა უარი. შეიძლება ასეთი გარიგება იყოს - „დაგვანებეთ თავი", - აღნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
21.01.2019

 ლიბიაში გაუჩინარებული 23 წლის ქართველი მეზღვაურის ბედი ამ დრომდე უცნობია. დავით რაზმაძის ოჯახს, მათი ინფორმაციით, ეგვიპტის საკონსულომ უცნობი ცხედრის ფოტოები გადმოუგზავნა ამოსაცნობად. დაკარგული მეზღვაურის ოჯახი „რეზონანსთან“ საუბარში გამორიცხავს, რომ ფოტოებზე ასახული გვამი დავით რაზმაძის იყოს, რადგანაც მას ხელზე ჯვრის გამოსახულების ტატუ აქვს. ამ გვამს კი სხეულზე მსგავსი დამახასიათებელი ნიშნები არ გააჩნია. 

თამარ შუკვანი
21.01.2019

 „იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შემადგენლობა არის სხვადასხვა კომპონენტისგან შემდგარი, მათ შორის პარლამენტიდან არჩეული წევრებიც არიან, რომელთა გადარჩევა ვერ წარმომიდგენია, რა პრინციპით უნდა მოხდეს. მათ შორის არის ნაზი ჯანეზაშვილი და სხვა დანარჩენი. არ ვიცი რა შემთხვევაში შეიძლება გადახალისდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი „რეზონანსთან" საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
21.01.2019

 ეკლესიის ირგვლივ სკანდალი არ ცხრება და სიტუაცია დღითი-დღე იძაბება. მღვდელმთავრების შუღლი უკვე ღია დაპირისპირებაში გადავიდა და არ არის გამორიცხული, რომ მეუფე პეტრეს სინოდიდან გარიცხვა ან მისი საერთოდ ეკლესიიდან განკვეთა მოხდეს. ამას თავად არც  მეუფე პეტრე გამორიცხავს და ამბობს, რომ ის ყველაფრისთვის მზად არის.

თამარ შუკვანი
21.01.2019

 თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებაზე "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებების პასუხად, "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფზე, სადაც იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია ჯერ კიდევ არ არის მიწვეული და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე "მთელი კვირა" ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
20.01.2019

 პარლამენტის წევრისა და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, შოთა ხაბარელის ცნობით, ქართველი ძიუდოისტები რომელთა შორისაც იაპონიაში, ოსაკას გრან სლემზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, შერიგდნენ. ხაბარელი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამ ფაქტის ირგვლივ სიტუაცია გარკვეულია და „პატარა გაუგებრობა“ იყო, რაც ბიჭების შერიგებით დასრულდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×