თამარ შუკვანი
17.01.2019

 პოლეითილენის მილებში გაყვანილი ბუნებრივი გაზი მოსახლეობისთვის დიდი რისკის შემცველია. საცხოვრებელ შენობებში ხანძრის გაჩენის დროს ადვილად აალებადი პოლიეთილენის მილები, რომელშიც გაზი გადის, მარტივად იწვება, რაც აფეთქებას იწვევს და საბოლოოდ კი, სამწუხაროდ, ფატალური შედეგით სრულდება. ამასთანავე, ბუნებრივი გაზის მილები ისეთი მასალითაა გაყვანილი, შესაძლოა პატარა ბავშვებმაც მარტივად დააზიანონ, - გვაფრთხილებენ სპეციალისტები.

თამარ შუკვანი
17.01.2019

 საცხოვრებელი კორპუსი, სადაც გუშინ საღამოს აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში არ იყო შესული, თუმცა, როგორც ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, ბინებში მოქალაქეები მაინც ცხოვრობდნენ.

 

ელზა პაპოშვილი
17.01.2019

 მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სია შეჩერებულია, "ოცნება" მის უკან, პარლამენტიდან გაწვევას არ აპირებს და შერჩევის კრიტერიუმების მორგებას, სავარაუდოდ, სწორედ ამ მოსამართლეებისათვის აპირებს.

თამარ შუკვანი
17.01.2019

 მიუხედავად არსებული პრობლემებისა, საქართველოს მაინც გააჩნია პერსპექტივები - გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს. რა შანსი აქვს საქართველოს, ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე, პროცესი დაჩქარდეს და საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, აღნიშნულთან დაკავშირებით "რეზონანსი" ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს გაესაუბრა.

თამარ შუკვანი
17.01.2019

 აშშ-მა შესაძლოა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) დატოვოს, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივას წარმოადგენს. იმ შემთხვევაში თუკი, ნატო-სთვის ისეთმა მნიშვენელოვანმა სახელმწიფომ, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დატოვა, ეს ალიანსის დაშლასა და გაქრობას გამოიწვევს.

ეკატერინე ბასილაია
16.01.2019

 „უნდა დავამთავროთ ის ეპოქა, როდესაც ისე კეთდებოდა ყველაფერი, როგორც სურდა ივანიშვილს. ძალიან ბევრი წლებია ვუყურებთ, როდესაც ქვეყანაში ასე კერძო სურვილებით წყდება საკითხები. ბაბილონის გოდოლი აგვიშენეს, რომელიც ახლა ინგრევა.

ია აბულაშვილი
16.01.2019

 "ჩემთვის მართლაც გაუგებარია ეს მოსამართლეების თემა და ვერც ვერავინ ამიხსნა, რატომ უნდა იყოს ერთი და იგივე ადამიანი მთელი ცხოვრება, უვადოდ, მომსამართლედ არჩეული, პატრიარქი ხომ არ არის" - ასე ეხმიანება კინორეჟისორი გოგი თორაძე "ქართულ ოცნებაში" დაწყებულ ახალ დაპირიპისრებას, რომელიც პარლამენტში იმ ჯგუფის შექმნას უკავშირდება, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დაკომპლექტებაზე უნდა იმსჯელოს.

მარიამ ხვედელიძე
16.01.2019

 საქართველოში მძიმე სინოპტიკური სიტუაციაა შექმნილი - ხვალ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მაღალმთიან რეგიონებში ზვავი, ზღვისპირაქალაქებში კი 4-5 ბალიანი შტორმი.

მარიამ ხვედელიძე
16.01.2019

 „მათ სჭირდებათ, რაც შეიძლება შეზღუდონ ადამიანების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და მურუსიძეებით და ჩინჩალაძეებით დააკონმპლექტონ სასამართლოს სიტემა," - ეს განცხადება იურისტმა, ზაზა ხატიაშვილმა პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ კანონში ცილისწამებასთან დაკავშირებით მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

აკაკი გვიმრაძე
16.01.2019

 ლუბლინი ყველაზე პოლონური ქალაქია პოლონეთში და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი, რაც კი ამ ქვეყანაში აქამდე მინახავს. ეს არის ქალაქი, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა თავისი თვითმყოფადობა, უნიკალურობა, ნამდვილობა და რეალურობა.

ელზა პაპოშვილი
16.01.2019

 „ქართულმა ოცნებამ“  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანიდტები შესაძლოა სასამართლო სისტემის გარეთ მოძებნოს. თუმცა გუნდში ამ საკითხზე მზაობა რამდენად იქნება ჯერჯერობით, უცნობია. ამ ეტაპზე ამის შესახებ მხოლოდ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილი გამოთქვა მზაობა. 

ეკატერინე ბასილაია
16.01.2019

 ორი დღეა, მცხეთის ჯვრის მონასტრის შესასვლელი დაკეტილია და არავინ იცის, როდის გააღებს კარიბჭეზე დადებულ დიდ ბოქლომს ტაძრის წინამძღვარი, რომელიც კატეგორიულად ითხოვს, რომ მიმდებარე ტერიტორიიდან სუვენირებითა და სხვა ნივთებით მოვაჭრე ადგილობრივები გაყარონ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×