თამარ შუკვანი
11.01.2019

 „ეს დღეს რომ ხდებოდეს, რა თქმა უნდა, არ დავუჭერდი მხარს. ამ ეტაპზე, იძულებული ვიქნებოდი, მხოლოდ საზოგადოების განწყობით მეხელმძღვანელა, რომელიც დღეისათვის არსებულ მოცემულობას არ ღებულობს. მე პირადად უკამრისობის გრძნობა მაქვს, გარკვეულ ინფორმაციას შესაძლოა არ ვფლობდე, თუმცა მნიშვნელოვანია დინამიკაში წარმოვიდგინოთ, საბოლოოდ რა შედეგი მოყვება," - აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია „რეზონანსთან" საუბრისას.

მარიამ ხვედელიძე
11.01.2019

 მოსალოდნელია თუ არა თებერვალსა და მარტში სეზონური გრიპით დავირუსებულთა შემთხვევების ზრდა? დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხი ჯერ არ არსებობს, თუმცა მისივე ინფორმაციით, მიმდინარე კვირის წინასწარი მონაცემებით, შემთხვევების ზრდა არ უნდა დაფიქსრიდეს.

ია აბულაშვილი
11.01.2019

 "ჯერ- ჯერობით "ოცნებას" დაშლა არ ემუქრება, შემდგომი განვითარების ტენდენციები კი საგაზაფხულო სესიაზე გამოიკვეთება" - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია მმართველ გუნდში მიმდინარე მოვლენებს.

ია აბულაშვილი
11.01.2019

 "არა მგონია ასეთი თავსატეხი იყოს მოსამართლეების თემა, რადგან ზედაპირზე დევს მოქმედებები ადმიანისა, რომელიც წლების განმავლობაში გახლავთ ქვეყნის კადრებთუხუცესი. როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო დიდი ღელვა, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც მისთვის პერსონალურად მიუღებელია, სასწრაფოდ მოგვარდეს, დანარაჩენებს კი თავში ქვა უხლია" - ასე აფასებს მმართველ გუნდში შექმნილ სიტუაციას პოლიტიოლოგი სოსო ცისკარიშვილი.

ეკატერინე ბასილაია
11.01.2019

 "ქართულ ოცნებაში" ე.წ. ძველ და ახალ სახეებს შორის უკვე მეორედ აგორებულ დიდ ბრძოლაში, როგორც იქნა, მთავარი ინტრიგა - ბიძინა ივანიშვილიც გამოჩნდა და საგანგებო განცხადებით ის ღიად დაუპირისპირდა ეკა ბესელიას, ვისაც "გუნდისა და გუნდურობის პრინციპის დარღვევაში" დასდო ბრალი და ამით ასევე ნათლად გამოაჩინა, რომ ის ე.წ. ახლების მხარეს დგას.

თამარ შუკვანი
11.01.2019

 "იქ ბევრი ისეთი საკითხია, რომლებიც გასარკვევია. მაგალითად ის, რომ 27 გამოძახება ჰქონდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღნიშნულ პერსონალს მძღოლთან ერთად. არავითარი შესაბამისი ზომები არაა მიღებული იმისათვის, რომ ეს მედპერსონალი უზრუნველყოფილი იყოს დასვენებით. ყოველ წუთში გამოძახებებია.

ია აბულაშვილი
10.01.2019

 "ბიძინა ივანიშვილს ვურჩევ, დღეიდან დაიწყოს ცვლილებები, რადგან ამ შემადგენლობით "ოცნება" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" მმართველ გუნდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
10.01.2019

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დუმილს არღვევს და პარტიაში დაწყებულ დაპირისპირებას  კრიტიკული "ეპისტოლეთი" პასუხობს. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კარგად ჩანს, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ივანიშვილი ვის მხარეს დგას. წერილიდან ირკვევა, რომ პარტიის თავმჯდომარე ეკა ბესელიათი უკმაყოფილოა. თუმცა ანალიტიკოსების და დეპუტატების ნაწილმა მისი განცხადების შინაარსი სრულიად სხვაგვარად აღიქვა და ფიქრობენ, რომ ივანიშვილის ბესელიას მიმართ კრიტიკა კობახიძის მხადაჭერას არ ნიშნავს. ამიტომაც საზოგადოების ნაწილი ვერ ჩამოყალიბდა ივანიშვილი, ვის ლობირებს. 

მარიამ ხვედელიძე
10.01.2019

 "საქართველოში არ არის გარდაცვლილთა გადაჭარბებული რაოდენობა. ეს არის მოსალოდნელი ჩვეული რაოდენობა გრიპის სეზონზე," - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მირიან ივანუშამ სეზონურ გრიპთან დაკავშირებით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ხელმძღვანელის განცხადებით კი საქართველო ეპიდემიის ზღვარზე არ არის.

მარიამ ხვედელიძე
10.01.2019

 "მმართველი გუნდის მხარდაჭერა ამ სიისადმი ცხადია," - ეს განცხადება თბილისის ყოფილმა პროკურორმა, მაია მწარიაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებით დეკომპლექტებასთან დაკავშირებით გააკეთა.

თამარ შუკვანი
10.01.2019

 „ალბათ, დარეგულირდება სიტუაცია. ყველანაირად უნდა ვეცადოთ საერთო ენა მოინახოს და ნორმალურ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, რაც ქვეყნას წაადგება. ნუ დავარქმევთ დაპირისპირებას. ეს არის განსჯის საგანი და ზუსტად იმიტომ, მოხდა შეჩერება მოსამართლეების განხილვის, რომ ეს ძირეულად იქნას განხილული. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ სანამ, არ იქნება კონსენსუსი," - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი შოთა ხაბარელი „რეზონანსთან" საუბრისას.

თამარ შუკვანი
10.01.2019

 „ეს პროცესები სათავეს წინა წლებში დაწყებული შიდა კონფლიქტებიდან იღებს, რომელიც უკავშირდება, როგორც ღირებულებით კონფლიქტებს, ასევე სხვადასხვა ჯგუფების ინტერესთა დაჯახებას. როგორც ჩანს, ვერ მოხერხდა ამ ინტერესთა დაბალანსება და შეჯერება," - იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმდჯომარის, ეკა ბესელიასა და მმართველი გუნდის გარკვეული ნაწილის დაპირისპირებას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას ასე აფასებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×