ეკატერინე ბასილაია 29.12.2018
"ქართულ ოცნებაში" ე.წ. ძველ და ახალ სახეებს შორის გაზაფხულზე დაწყებულმა დიდი ომის მეორე სერიამ საშემოდგომო სესიის ბოლოს ისევ დიდი სიმძაფრით იფეთქა და თუკი ამ დაპირისპირებას ზაფხულში ძველი სახეებიდან დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვა მოჰყვა, ახლა ისევ "ძველების" გუნდიდან ეკა ბესელიას იურიდიულ კომიტეტში თავმჯდომარის თანამდებობა შეეწირა.
|
ია აბულაშვილი 28.12.2018
"დავით აღმაშენებლის ძეგლი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ქალაქის ცენტრში, ეს მნიშნვლეოვანია ჩვენი ისტორიისთვის" - აცხადებს კინორეჟისორი გოგი თორაძე.
|
ტატა შოშიაშვილი 28.12.2018
ამერიკის შეერთებული შტატები მომავალში სამხედრო დახმარებას საკუთარი ჯარისკაცებით აღარავის აღარ გაუწევს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერაყში ყოფნისას განაცხადა. ტრამპმა განმარტა, რომ სირიიდან აშშ-ის ჯარების ეტაპობრივი გაყვანა სწორედ ამ გადაწყვეტილებას უკავშირდება. ინფორმაციას "იუესეი თუდეი" ავრცელებს.
|
ია აბულაშვილი 28.12.2018
"ეკა ბესელიას უკან ძალიან ბევრი ღირსეული დეპუტატი დგას, რომლებიც ბრძოლას მასთან ერთად გააგრძელებენ, რადგან მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და კულუარებში არ უნდა იწერებოდეს"- ასე ეხმიანება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას პოზიციას დეპუატატი დავით ჭიჭინაძე.
|
თამარ შუკვანი 28.12.2018
„ბირთვული განიარაღების საკითხი მუდმივად დგას საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში და ბოლო ათწლეულობის განმავლობაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, ეს საკითხი რაღაცნაირად რეგულირდებოდა, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა, რაც აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის წარმოიშვა, - უნდობლობაა," - აღნიშნავს ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას.
|
მარიამ ხვედელიძე 28.12.2018
"ბიძინა ივანიშვილმა სოროდან ამოიყვანა და თავს დაგვასვა ადამიანი, რომელიც საქართველოს შემარცხვენელი იყო ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში" - ასე უპასუხა პოლიტოლოგმა, სოსო ცისკარიშვილმა ლევან მურუსიძის თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.
|
ელზა პაპოშვილი 28.12.2018
საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი „რეზონანსთან" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს აფასებს. ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ სიტუაცია იმაზე რთულად არის, ვიდრე ეს რეალურად წარმოგვიდგენია.
|
ეკატერინე ბასილაია 28.12.2018
"ოცნების" შიგნით დიდი განხეთქილებაა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ეკა ბესელიას გადადგომის შემდეგ მმართველი პარტიის ძველი და ახალი სახეები ერთმანეთს უხეში განცხადებებით, კომპრომატების დაანონსებით თუ ღია და ირიბი საყვედურებით დაუპირისპირდნენ.
|
ელზა პაპოშვილი 28.12.2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
|
თამარ შუკვანი 27.12.2018
„ბესელიას გადადგომა შიდაპარტიულ პროცესებს უკავშირდება და პარტიის შიგნით გარკვეული უთანხმოება კი - საკვანძო საკითხებს. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება სწორედ ეს ყოფილიყო. ასევე, არ არის გამორციხული გარკვეული პიროვნული დაპირისპირების ფაქტორიც," - აღნიშნა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.
|
მარიამ ხვედელიძე 27.12.2018
"ეს არის ბიძინა ივანიშვილის საახალწლო საჩუქარი საქართველოს მოსახლეობას, ამ კაცს რა სიბინძურეც დარჩა საქართველოში გასაკეთებელი, ანუ საბოლოოდ, ქართული სამართლის დაღუპვას, განადგურებას მიჰყო ხელი," - ასე უპასუხა იურისტმა, ზაზა ხატიაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
|
ეკატერინე ბასილაია 27.12.2018
სირიაში 14 წლის მოზარდი, პანკისელი მუხმად ფარეულიძე დაიღუპა, რომლის ოჯახიც სირიაში ჯერ კიდევ 2014 წლიდანაა წასული. ეს უკვე 32 დაღუპულია პანკისიდან სირიის საომარ მოქმედებების დროს.
სულ საქართველოს რამდენი მოქალაქეა გარდაცვლილი სირიის ომში ისლამისტების მხარეს ბრძოლისას, ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის.
|