ია აბულაშვილი 24.12.2018
ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ 2019 წელს ივანიშვილს ერთადერთი შანსი აქვს სერიოზული რეფორმა გაატაროს - ინსტიტუციური წესრიგი აღადგინოს პრემიერის პოსტზე დაბრუნებით.
|
ელზა პაპოშვილი 24.12.2018
სასტიკი და სისხლიანი გარჩევა წავკისში - ადგილობრივი მცხოვრებლები „რეზონანსთან“, სავარაუდოდ, დაპირისპირების მიზეზებზე ყვებიან. ქუჩაში ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე ხანჯლით მოკლულია 2 ახალგაზრდა მამაკაცი, დაჭრილია კიდევ ორი. მოკლულები ბიძაშვილები არიან, 26 წლის ლექსო და 28 წლის დავით ფეიქრიშვილები.
| |
ეკატერინე ბასილაია 24.12.2018
ამ კვირას უნდა გადაწყდეს, ვინ იქნება მომდევნო 5 წლის განმავლობაში ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე და იქნება თუ არა ისევ თამარ ჟვანია, რომლის მიმართ არასამთავრობოების ნაწილს და ოპოზიციას ბევრი კითხვა აქვს, თუმცა, მმართველი პარტიის მტკიცებით, ჟვანია კარად უძღვებოდა ცესკო-ს და მის დროს "არჩევნები ყველაზე სამართლიან გარემოში მიმდინარეობდა."
|
ელზა პაპოშვილი 24.12.2018
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე "მთელ კვირასთან" კვირის განმავლობაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს. იგი ამბობს, რომ ხელისუფლება ახალი იმიჯის ფაზაში გადავიდა და, სავარაუდოდ, იმ ამომრჩევლის დაკვეთას შეასრულებს, ვინც მეორე ტურში მისცა ხმა. მათი მოთხოვნის შესასრულებლად კი მინისტრ გიორგი გახარიას გამოიყენებენ, რომელიც საზოგადოებისთვის ამ კუთხით მისაღები ფიგურა აღმოჩნდა.
|
ტატა შოშიაშვილი 24.12.2018
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ერთსულოვნად დაგმო რუსეთის დამპყრობლური ხასიათის ქმედებები საქართველოში, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები და საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის, მკვლელობა.
|
მარიამ ხვედელიძე 24.12.2018
საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობა 5 წლით გაგრძელდება - პარლამენტი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებას შეიტანს, რომლითაც განსაკურებით მძიმე დანაშაულზე, როგორიცაა მკვლელობა, ყაჩაღობა, ტერორისტული აქტი - ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გახანგრძლივდება.
|
ელზა პაპოშვილი 23.12.2018
ხორავას ქუჩის საქმეზე არ არის გამორიცხული, რომ კიდევ რამდენიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და მისი ადვოკატი 3 საათის განმავლობაში შსს-ში ახალი საქმის მასალებს ეცნობოდნენ. ასევე დეპუტატებთან სიტყვით გამოსვლისას პარლამენტში გახარიამ არ გამორიცხა, რომ საქმის ირგვლივ ახალი დეტალები გაჩნდეს.
|
ია აბულაშვილი 23.12.2018
პერსპექტივა აქვს მოქმედ პოლიტიკურ ძალებს 2019 წელს და გამართლდება, თუ არა საზოგადოების მოლოდინი მესამე პოლიტიკური ძალის შექმნასთან დაკავშირებით.
|
ია აბულაშვილი 23.12.2018
"მესამე პოლიტიკური ძალის შექმნა ბუნებრივად უნდა მოხდეს და არა ხელოვნურად. სადაც ჩამოყალიბდება, იქ უნდა ჩამოყალიბდეს, იქნება ეს ოპოზიციაში, თუ მმართველ გუნდში"- ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგი თორაძე საზოგადოების დაკვეთას მესამე პოლიტიკური ძალის გაჩენის თაობაზე.
|
რეზონანსი 22.12.2018
საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე დაასახელა. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშილი აცხადებს, რომ ვინაიდან კანდიდატთა სამეულში თამარ ჟვანიაა, პრეზიდენტს დაავიწყდა, რომ ის დამოუკიდებელი პერსონაა.
|
თამარ შუკვანი 22.12.2018
„საქართველოსაგან განსხვავებით უკრაინაში კონფლიქტი დღესაც მიმდინარეობს. რეალურად, უკრაინის კონფლიქტი აქტიურ ფაზაშია და ის არ გაჩერებულა. საქართველოს კონფლიქტები, იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად, მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ იცის, რომ ტერიტორიები ოკუპირებულია, 2008 წლის ომის შემდეგ დღის წესრიგიდან ჩამოვიდა," - ამბობს პოლიტოლოგი და საქართველოს ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|