თამარ შუკვანი
19.12.2018

 „გაერთიანებულმა ოპოზიციამ კარვები აიღო, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია აპირებს ბრძოლა შეწყვიტოს. პირიქით, მათ გააჩნიათ საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ გააპროტესტონ საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა, არჩევნების შედეგები, ქვეყანაში განვითარებული ეკონომიკური თუ პოლიტიკური მოვლენები.

რეზონანსი
19.12.2018

 „ნაცმოძრაობამ“ თბილისში პარლამენტის წინ გაშლილი კარვები მოულოდნელად თავადვე აიღო. თუმცა, ოპოზიციას მანამდე რუსთაველის გამზირზე პერმანენტული აქციები ჰქონდა დაანონსებული. 

ელზა პაპოშვილი
19.12.2018

 თელავში, აღმაშენებლის გამზირზე სისხლიანი გარჩევა მოხდა. რამდენიმე ახალგაზრდის დაპირისპირების შედეგად, სამი მამაკაცი დაიჭრა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა ცხოველური ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიის ოფისში მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ინციდენტს წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღვოდა, რის შემდეგაც, სავარაუდო თავდამსხმელმა ავტომატიდან რამდენიმეჯერ გაისროლა. 

თამარ შუკვანი
19.12.2018

 „ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტი სანოტარო ბიუროდ გადააქცია, რომელიც მთავრობის დაკვეთას ასრულებს. ის არ აძლევს ოპოზიციას კომიტეტში საქმიანობის უფლებას, ურთავს მიკროფონებს და ბოროტად სარგებლობს იმისთვის, რომ კომიტეტში ხელი შეუშალოს ოპოზიციას საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში," - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადების საპასუხოდ „რეზონანსთან" საუბრისას.

ეკატერინე ბასილაია
19.12.2018

 რუსული უშიშროების ფედერალური სამსახურის - "ეფ-ეს-ბე"-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველო იმ 10 სახელმწიფოთა შორისაა, რომელთა სპეცსამსახურთა ნომერ პირველ ინტერესს რუსეთის არმია და რუსეთის შეიარაღება წარმოადგენს და ბოლო 5 წელიწადში მოსკოვმა ამ სახელმწიფოების რამდენიმე ათეული აგენტი გამოავლინა.

ია აბულაშვილი
19.12.2018

 ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების საქმის ფარგლებში, დანაშაულში მონაწილე პირთა წრე შეიძლება, გაფართოვდეს. ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა შესაძლოა, დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავონ, ვისაც სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს.

ელზა პაპოშვილი
19.12.2018

 ხორავას ქუჩის საქმეზე, უახლოეს მომავალში შესაძლოა, კიდევ რამდენიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ამის შესახებ ინფორმაცია მოკლულ დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეს კრიმინალური პოლიციის უფროსმა მიაწოდა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიებაში არსებულ ახალ გარემოებებს აცნობდნენ.

თამარ შუკვანი
18.12.2018

 „ყოველდღე ნამდვილად ვერ გავმართავთ აქციებს. ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ეს დამოკიდებული იქნება მეორე მხარეზე, კერძოდ, რა ნაბიჯებს გადადგამენ და რა კონკრეტული გეგმა ექნებათ იმისთვის, რომ არ დაიხუროს გამოძიება," - აცხადებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია „რეზონანსთან" საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
18.12.2018

 ბუტა რობაქიძის საქმეზე შესაძლოა ახალი ბრალი კიდევ სხვა ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს წარედგინოს. რობაქიძის დედის ია მეტრეველის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ საქმის ირგვლივ ახალი გარემოებები გამოიკვეთოს და გამოძიება მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრით ირაკლი ოქრუაშვილითაც დაინტერესდეს. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×