ეკატერინე ბასილაია 16.12.2018
სალომე ზურაბიშვილი დღეს უკვე ოფიციალურად შეუდგება საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას და კონსტიტუციის ახალი რედაქციაც დღეიდან შევა ძალაში. რა უფლებამოსილებები ექნება ახალ პრეზიდენტს - წინამორბედი პრეზიდენტის უფლებებიდან რა შეუნარჩუნდა და რა შეეზღუდა ახალი კონსტიტუციით?
|
ტატა შოშიაშვილი 15.12.2018
|
ტატა შოშიაშვილი 15.12.2018
დღეს დილით კიევში უკრაინის გაერთიანებული საეკლესიო კრება დაიწყო, რომელსაც უკრაინაში მოქმედი ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ესწრება. კრებაზე გამოცხადდება უკრაინის ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა და აირჩევენ მის პატრიარქს, რომელსაც შემდეგ კონსტანტინეპოლის პატრიარქი ავტოკეფალიის დამადასტურებელ ოფიციალურ საბუთს - ტომოსს გადასცემს.
|
ტატა შოშიაშვილი 15.12.2018
პარასკევს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ახალი კანონპროექტი იქნა ინიცირებული - „კანონი მსოფლიო ქსელის გლობალური სტრუქტურებიდან რუსეთის გამორთვის შემთხვევაში ინტერნეტის რუსული სეგმენტის ავტონომიურად მუშაობის უზრუნველყოფის შესახებ".
|
ტატა შოშიაშვილი 15.12.2018
ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების შესაძლო შეწყვეტის გამო, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილების, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების მიერ მთავარი პროკურატურის მისაღებში შიმშილობას იწყებენ. ამის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ ნამდვლიად არ არის სასიამოვნო მსგავსი პროცესების დაწყება.
|
ეკატერინე ბასილაია 14.12.2018
„მე შევძელი და გავხდი ზეპარტიული პრეზიდენტი", - ასე შეაფასა საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის 5 წელი.
|
თამარ შუკვანი 14.12.2018
„თუ ამ გაერთიანებულ ოპოზიციად წოდებულ გაერთიანებაში რადიკალურმა ფრთამ გაიმარჯვა, შესაძლოა ისინი წავიდნენ სიტუაციის გამწვავებაზე და ხელისუფლება აიძულონ, რომ გამოიყენონ ძალა, რომელიც ამ შემთხვევაში ლეგიტიმური იქნება, რადგან ინაუგურაციის ჩაშლას, ბუნებრივია, რომ მათ არავინ დაანებებს," - აღნიშნავს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას.
|
ია აბულაშვილი 14.12.2018
"საქართველოს პირველი პრეზიდენტი ქალი ჰყავს და ეს ძალიან კარგია. ქალი კი ყოველთვის მშვიდობის მომტანია"- ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას პავიას (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორი სოლომონ ნერგაძე.
|
ელზა პაპოშვილი 14.12.2018
გლდანსა და მხუხიანში სექსუალურ მოძალადეს ეძებენ. წუხელ გვიან ღამით, მე-7 მიკრორაიონში ადგილობრივებმა საპატრულო და კრიმინალური პოლიცია გამოიძახეს. ამის მიზეზი კი არსრულწლოვან და სრულწლოვან გოგონებზე რამდენიმე ძალადობის ფაქტი გახდა.
|
ელზა პაპოშვილი 14.12.2018
ჩაშლილი ჟენევის 46-ე მოლაპარაკება და რუსეთის გაფრთხილება საქართველოს. რუსეთის მხარემ მოლაპარაკებების მაგიდა დემონსტრაციულად დატოვა. ამის მიზეზი კი ის საკითხები გახდა, რომელიც განსახილველად ქართულმა მხარემ დააყენა. ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ყურადღება მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებასა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ რთულ ვითარებაზე გაამახვილა.
|
ია აბულაშვილი 14.12.2018
"თუ ადამიანები არ გაითავისებენ, რისთვის არიან პარლამენტში, არანაირი კანონის გამკაცრება არ უშველის"- ასე ეხმაურება რეჟისორი გოგი თორაძე პარლამენტში მიღებულ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება, როგორც ეთიკის საკითხებს, ასევე გაცდენებს.
|
ტატა შოშიაშვილი 14.12.2018
ამერიკისა და რუსეთის ლიდერებს შორის სრულფორმატიანი მოლაპარაკება არ ჩატარდება, სანამ რუსეთის ლიდერს უკრაინელი მეზღვაურები და უკრაინული გემები ჰყავს დატყვევებული. ამის შესახებ 13 დეკემბერს, ვაშინგტონში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოადგილე ჯონ ბოლტონმა განაცხადა.
|