ელზა პაპოშვილი
12.12.2018

  ბოლნისის რაიონის სოფელ ქვემო ბოლნისში 13 წლის მოზარდი ერთთვიანი კომის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდის  გარდაცვალებაში ოჯახი თანასოფლელებს ადანაშაულებს. მათი განცხადებით,  12 ნოემბერს 4 მოზარდს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.  

ია აბულაშვილი
12.12.2018

 "გაერთიანებული ოპოზიცია" მმართველი პარტიისგან საარჩევნო სისტემის პროპორციულ და რეგიონალურ-პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასათან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყების ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს - როგორც ჩანს, უმრავლესობა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს.

ელზა პაპოშვილი
12.12.2018

 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 114 თანამშრომელი შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩეს. თანამშრომლები, რომელებიც უკვე წლებია, ადმინისტრაციაში მუშაობენ და საჯარო მოხელის სტატუსი აქვთ, უმუშევარი რჩებიან. პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საჯარო მოხელის შესახებ კანონში ცვლილებებს, რაც სალომე ზურაბიშვილს აძლევს უფლებას, გაათავისუფლოს ყველა ახსნა-განმარტებისა და კომპენსაციის გარეშე.

ეკატერინე ბასილაია
12.12.2018

 უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებამდე დღეებია დარჩენილი და რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი ილარიონ ალფეევი ილია ||-სთან მოლაპარაკებებს მართავს, რომ საქართველომ მხარი მოსკოვს დაუჭიროს და არა - კონსტანტინოპოლსა და უკრაინას.

თამარ შუკვანი
12.12.2018

 "ალბათ, "ნაციონალური მოძრაობა" რთულ მდგომარეობაშია; სააკაშვილი მათგან ითხოვდა დაუმორჩილებლობას, დესტაბილიზაციასა და ინაუგურაციის პროცესში ხელის შეშლას, თუმცა ბოლო ხანებში გაჩერდა. მეორე მხრივ, ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებიც ითხოვენ, რომ დამარცხებულმა გამარჯვებული უნდა ცნოს გამარჯვებულად და მოემზადოს შემდეგი არჩევნებისათვის", - აღნიშნავს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
11.12.2018

 ატოცში მოჩვენებითი სიმშვიდეა, შესაძლოა რუსი ოკუპანტები რაღაც უფრო ცუდს ამზადებდნენ - ასე აფასებენ  ანალიტიკსოები „რეზონანსთან“ სოფელ ატოცში შეჩერებულ ბორდერიზაციას.  მათი აზრით, მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ნამდვილად კარგ საქმეს აკეთებს, როდესაც ცდილობენ, რომ ქვეყანა და ხალხი გამოაფხზილონ, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს საქმე ვისთან გვაქვს და რა პროვოკაცია შეიძლება მათი მხრიდან წამოვიდეს. 

ეკატერინე ბასილაია
11.12.2018

 პარლამენტში უკვე დაიწყეს მსჯელობა კანონპროექტზე, რის მიხედვითაც პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფი დაცვა აღარ მოემსახურებათ და უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან 1 წლის შემდეგ დაცვა მოეხსნებათ.

ია აბულაშვილი
11.12.2018

 პარლამენტი მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის კანონპროექტის თავიდან განხილვას არ აპირებს და ხმები იმის შესახებ, რომ გადამუშავებული კანონპროექტი გაზაფხულის სესიისათვის თავიდან იქნება ინიცირებული პარლამენტში, სიმართლეს არ შეესაბამება.

ელზა პაპოშვილი
11.12.2018

 თბილისში მამაკაცს ავტომობილი გასტაცეს. შემთხვევა „დიდუბის“ მეტროსთან  მაშინ მოხდა, როდესაც მძღოლი ტელეფონზე ჩასარიცხად ავტომობილიდან გადავიდა. მძღოლი ამბობს, რომ ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა - როგორც კი აპარატთან მივიდა, მაშინვე დაინახა, რომ მის ავტომობილში ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა, რომელმაც ტერიტორია დიდი სისწრაფით დატოვა. 

თამარ შუკვანი
11.12.2018

 თურქეთის ხელისუფლებამ შავ ზღვაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 150 კილომეტრში, ახალი სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა დაიწყო. თურქული მედიის ინფორმაციით, ეს შესაძლოა აზოვის ზღვაში რუსულ და უკრაინულ გემებს შორის მომხდარ ინციდენტსა და ნატოს შავ ზღვაში მოსალოდნელ გააქტიურებას უკავშირდებოდეს.

თამარ შუკვანი
11.12.2018

 „აქციები პარასკევის ჩათვლით გაგრძელდება, სანამ საღამოს 6 საათზე სამუშაო დრო არ დასრულდება. ამის შემდეგ სახელმწიფო კანცელარიასთან კარვების გაშლაა დაგეგმილი, რომელიც რამდენიმე დღეში განხორციელდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×