ელზა პაპოშვილი
06.12.2018

 ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტისზ გიორგი მარგველაშვილის სიძის მინდია გოგოჭური ისევ დაკავებულია. 6 დეკემბერს გამთენიისას, გოგოჭურის და მისი მეგობრის, გიორგი რაზმაძის დაპატიმრება მოხდა, რაც  წარსულში რაზმაძის მიერ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება. 

ია აბულაშვილი
06.12.2018

 უკრაინის ეკლესიის გამაერთიანებული კრება 15 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. კრებაზე უკრაინის ერთიანი ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა გამოცხადდება, შეიმუშავებენ და მიიღებენ ეკლესიის წესდებას და აირჩევენ პატრიარქს, რომელსაც შემდეგ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოდან ავტოკეფალიის დამადასტურებელი ტომოსი გადაეცემა.

ელზა პაპოშვილი
06.12.2018

 სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან ვითარება ჯერჯერობით  უცვლელია. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ბორდერიზაციის პროცესი არ განუახლებიათ.  თუმცა მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრი და ჟურნალისტი ლაშა ბერულავა „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ეს ე.წ. მოჩვენებითი სიმშვიდეა და არ არის გამორიცხული, რომ რუსები უკვე სხვა ტერიტორიას არჩევდნენ, სადაც მავთულხლართების გაბმას  ჩუმად დაიწყებენ. 

ია აბულაშვილი
06.12.2018

 რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრაქტიკულად გააუქმა ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ძალაში დატოვა სადავო შეთანხმება ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის, რომლითაც ინგუშეთის ტარიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩეჩნეთს გადაეცა.

თამარ შუკვანი
06.12.2018

 „აშშ-ს გემების შესვლას შავ ზღვაში ის ამოცანა ექნება, რაც საქართველოს პორტებში ომის დროს შემოსვლას - ეს რუსეთის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირებაა და ერთგვარად, ფარული მუქარაც. ამასთანავე, აშშ-ის მხრიდან უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა.

თამარ შუკვანი
06.12.2018

 „ნაყარი ძვლები არის მხოლოდ ნაპოვნი, ცხოველების ძველი და ეს დადასტურებულია. ფრაგმენტებია შერეული სხვადასხვა სახის. ჩვეულებრივი ნაყარია, როგორიც არის ხოლმე ასეთ ადგილებში. მხოლოდ ეს არის მანდ.

ია აბულაშვილი
06.12.2018

 „ოცნებას" ჰგონია, რომ არჩევნები მოიგო, მაგრამ არჩევნები მოიგო სააკაშვილმა, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა „ოცნების" გამარჯვებაში; რომ არა სააკაშვილის ფაქტორი, „ოცნებას" გამარჯვების არანიარი შანსი არ ჰქონდა, რად-გან მას 6 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია ხალხის ნდობის მოსაპოვებლად", - ასე აფასებს არჩევნების შეგდეგებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

თამარ შუკვანი
06.12.2018

 „ყველაფერს ზომიერება გააჩნია. მთლად ასეთი ლაპარაკი, თამარ მეფესთან გაიგივება სრულიად მიუღებელია. სად თამარ მეფე და სალომე ზურაბიშვილი?! ეს სრულიად განსხვავებული პიროვნებაა თავისი ყველანაირი თვისებებით. თამარ მეფე და სალომე ზურაბიშვილი შესაბამისობაში არ მოდის," - აცხადებს მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ეკატერინე ბასილაია
06.12.2018

 უკვე გადაწყვეტილია, რომ 16 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება და პირველად ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალს წინამორბედი პრეზიდენტი დაესწრება. რას იზამს ოპოზიცია - რომელი პარტია დაესწრება და რომელი - არა, ეს ბოლომდე გარკვეული არ არის. ერთადერთი "პატრიოტთა ალიანსია", რომელიც მიწვევას ელოდება და როგორც ადა მარშანია აცხადებს, თუკი დაპატიჟებენ, დაესწრებიან.

თამარ შუკვანი
05.12.2018

 ინაუგურაციის ადგილად თელავის შერჩევას ოპოზიცია აკრიტიკებს, რადგან ამ ქალაქში ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები პირველსა და მეორე ტურში წააგო.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×