ეკატერინე ბასილაია
07.12.2018

 აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი სირიიდან რეპატრიანტების ჩამოსახლების გეგმის კიდევ უფრო გააქტიურებას იწყებს, მიზანი დემოგრაფიული სურათის შეცვლაა საკურორტო ქალაქებში ეთნიკურად სომხური მოსახლეობის მნიშვნელოვანი ზრდის წინააღმდეგ საბრძოლველად.

თამარ შუკვანი
07.12.2018

 „მოსალოდნელი იყო, რომ ოპოზიცია მიტინგს თელავში გამართავდა. ხელისუფლებამ თელავი იმიტომ აირჩია, რომ ცენტრიდან შედარებით შორსაა. გზაზე შესაძლოა რაიმე შეფერხებები იყოს, მაგალითად საცობები. შესაძლოა ხელოვნურადაც შეიქმნას საცობები იმისთვის, რომ ადამიანები დროზე ვერ ჩავიდნენ და ინაუგურაცია არ ჩაატარონ.

ტატა შოშიაშვილი
07.12.2018

 ქერჩის სრუტეში 25 ნოემბერს უკრაინისა და რუსეთის გემებს შორის მომხდარი შეტაკებისა და ქვეყნებს შორის დაწყებული დაპირისპირების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირე სახელმწიფოებმა "ღია ცის ხელშეკრულების" ფარგლებში რიგგარეშე ფრენა განახორციელეს უკრაინის საჰაერო სივრცეში.

ია აბულაშვილი
07.12.2018

 "ვაშაძის ეს სვლა პრევენციული ღონისძიებაა. ალბათ არ უნდა საფლავში ჩაჰყვეს გამარგინალებულ პოლიტიკურ ძალას და კულტურულად ახდენს დისტანცირებას" - ასე ეხმაურება გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლიც უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საარჩევნო კამპანიაში აპირებს ჩართვას, პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია.

ელზა პაპოშვილი
07.12.2018

 ევროსაბჭომ საქართველოს ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და უმკაცრესი გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანომ, ევროპის საბჭოს კომიტეტმა მერაბიშვილის განაჩენები ეჭვქვეშ დააყენა.

ტატა შოშიაშვილი
07.12.2018

 მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ლიდერებმა, რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა, რესპუბლიკებს შორის საზღვარი გაავლეს, რომლის თანახმადაც ინგუშეთის ტეროტორიის ნაწილი ჩეჩნეთის დაქვემდებარებაში გადავიდა, ინგუშებმა მასობრივი გამოსვლები და საპროტესტო აქციები დაიწყეს. სიტუაციის უკიდურესად დაძაბვის შემდეგ საქმეში რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება ჩაერთო, რომელსაც რესპუბლიკებს შორის უთანხმოების მოგვარება "დაევალა".

ელზა პაპოშვილი
07.12.2018

 დაიწყო თუ არა პოლიტიკურმა ელიტამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და ქვეყანაში უნდა ველოდოთ თუ არა ახალი სახეების გამოჩენას. როგორც ჩანს ამის წინაპირობა უკვე არსებობს, რადგანაც პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „სამოქალაქო მოძრაობის“ პრეზენტაცია გაიმართა. მოძრაობის წევრებმა - ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, ვატო სურგულაძემ მხარდამჭერებსა და თანამოაზრეებს „სამოქალაქო მოძრაობის“ ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნეს. 

თამარ შუკვანი
07.12.2018

 „ოპოზიცია ინაუგურაციას ვერ ჩაშლის, მაგრამ ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი. ეს არის დესტრუქციული ძალა და აქედან გამომდინარე, მათი რიტორიკა ძალადობაზეა დაფუძვნებული. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ასეთ დესტრუქციულ ძალას არ მისცეს საშუალება, რომ არეულ-დარეულობა გამოიწვიოს ქვეყანაში," - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი შოთა ხაბარელი „რეზონანსთან" საუბრისას.

ეკატერინე ბასილაია
07.12.2018

 რა ტვირთი შედის რუსეთიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში და რა ტვირთი გადის ამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში - ამას შვეიცარიელი მებაჟეები, დიდი ალბათობით, უკვე მარტიდან გააკონტროლებენ. 2011 წლის ქართულ-რუსული შეთანხმების პრაქტიკული ამოქმედება უკვე დაიწყო - შვეიცარიული კომპანია "ეს-ჯი-ესი" 3-თვიან მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს და შემდეგ ტვირთის მონიტორინს შეუდგება.

თამარ შუკვანი
07.12.2018

 "ამაში პრობლემას მაინცდამაინც ვერ ვხედავ, მით უმეტეს, ის პროტოკოლი მართლაც შესაცვლელია, რომელიც ინაუგურაციის პროცესს განსაზღვრავს. ზოგადად, მგონია, რომ ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებას მოერიდა და ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება, ინაუგურაცია თელავში ჩატარდეს," - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" საუბრისას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×