ტატა შოშიაშვილი
09.12.2018

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე 9 დღით ადრე, 2018 წლის 7 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვაზე დაწესებული მორატორიუმი გააუქმა.

ელზა პაპოშვილი
09.12.2018

 სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკი საქართველოში ისევ გამოჩნდა. როგორც ნარკოლოგები „რეზონანსთან“ აცხადებენ, ამ ნივთიერების მოხმარება მძიმე კომატოზურ მდგომარეობას იწვევს. სწორედ მსგავსი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა - ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შედეგად 3 ადამიანი მოიწამლა.  

ტატა შოშიაშვილი
09.12.2018

 მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ინგუშეთის ლიდერ იუნუს-ბეკ ევკუროვთან შეთანხმებით და რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე მიიერთა ინგუშეთის გარკვეული ტერიტორიები, შესაძლოა ტერიტორიული პრეტენზიები კიდევ ერთ მეზობელს - დაღესტანს წაუყენოს. ამის შესახებ დაღესტნის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „რია დერბენტი" იუწყება.

ია აბულაშვილი
09.12.2018

 თაკო ჩარკვიანის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის, „კანონის და სამართალის" პრეზენტაცია ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ გაიმართება. ამის შესახებ ჩარკვიანმა „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მის პარტიაში ბევრი ისეთი ცნობადი სახე იქნება, ვინც აქამდე არცერთი პარტიის წევრი არ ჰოფილა.

ტატა შოშიაშვილი
09.12.2018

 10 დეკემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები წარედგინება, რომლის მიხედვითაც, პიროტექნიკის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება.

ტატა შოშიაშვილი
09.12.2018

 უჩვეულო ისტორია გრძელდება - გოგონა, რომელმაც თბილისში მეგობართან ერთად ქუჩაში სეირნობისას 37 000 დოლარი იპოვა და მაშინვე პოლიციის დახმარებით მფლობელს დაუბრუნა, საქართველოში სომხეთის ელჩმა მიიღო. ელჩმა რუბენ სადოიანმა მადლობა გადაუხადა გოგონას პატიოსნებისთვის, კეთილსინდისიერებისთვისა და ყველასათვის საუკეთესო მაგალითის მიცემისათვის.

თამარ შუკვანი
08.12.2018

 „არ მონაწილეობს პარტიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. „ნაციონალური მოძრაობის" წევრია, თუმცა აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ საქმიანობაში არ მიუღია, ყოველ შემთხვევაში ამ არჩვენებზე. ზოგადად, მისი აზრი რაიმე პოლიტიკურ პროდუქტებზე ჩემთვის უცნობია," - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას მისი თანაპარტიელის ნინო კალანდაძის განცხადებას.

თამარ შუკვანი
08.12.2018

 „მერაბიშვილის უდანაშაულობა თუკი მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ ღამე ძილის სიმყუდროვე დაურღვიეს და საკნიდან გაიყვანეს, ეს საქმე გამოსაძლიებელია, თუკი გამოძიებული არ არის. მაგრამ სხვა ყველაფერი, როგორც ვიცი, ძალაშია და არც ევროპის საბჭოს, არც სტრასბურგის სასამართლოს და არც არავის დაუდგენია მის მიმართ დამდგარი განაჩენის უკანონობა," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

თამარ შუკვანი
08.12.2018

 მომღერალმა ნინი ქარსელაძემ პროკურატურაში იმ ადამიანების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, ვინც მას „ფეისბუკის" საშუალებით ემუქრებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ამ საკითხზე პროკურატურაში დაიბარებენ მომღერალ მაია დარსმელიძესა და სხვა ცნობილ ადამიანებსაც.

ეკატერინე ბასილაია
07.12.2018

 აშშ-ის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომ რუსეთს 60 დღეს აქვს იმისათვის, რათა „საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულების" პირობები შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი შეთანხმებას დატოვებს, მოსკოვიდან მუქარანარევი განცხადებები გამოიწვია. საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ თუკი აშშ შეთანხმებას დატოვებს, მოსკოვი იძულებული იქნება საპასუხო ზომები მიიღოს და „რუსეთი აკრძალული ბირთვული იარაღის წარმოებას დაიწყებს".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×