ელზა პაპოშვილი 05.12.2018
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ ექს-პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი უნდა გახდეს. საქმე კი სააკაშვილის 28 ნოემბრის განცხადებას ეხება, სადაც მან არჩევნების დასრულებისა და ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, პოლიციას, ჯარს და ჩინოვნიკებს "მშვიდობიანი დაუმორჩილებლობისკენ" მოუწოდა.
|
თამარ შუკვანი 05.12.2018
„რა გვაერთიანებს მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს? ეს არის მოთხოვნა, რომ აუცილებელია მომდევნო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება. დროებით გადავდოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და დავტოვოთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა. ეს მოთხოვნა გააერთიანებს მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს," - აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე „რეზონანსთან" საუბრისას.
|
ელზა პაპოშვილი 05.12.2018
ირანსა და საქართველოს შორის შესაძლოა ახალი სკანდალი დაიწყოს. უკვე რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს საზღვარზე, ირანისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, მის მოქალაქეებს ქვეყანაში არ უშვებენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს სახმელეთო და საჰაერო საზღვრიდან ირანის 200-მდე მოქალაქეა დეპორტირებული იქნა. ირანელებს საქართველოში უვიზოდ 45 დღე შეუძლიათ იცხოვრონ, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, სამშობლოში წასულებს საქართველოში უკან აღარ უშვებენ.
|
თამარ შუკვანი 05.12.2018
"ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლებამ დაუშვას, ინაუგუარაცია ოპოზიციამ ჩაშალოს. ინაუგურაციის ჩაშლა ნიშნავს, ქვეყანაში საკმაოდ რთული ვითარების დამკვიდრებას. არა მგონია, რომ ეს ხელისუფლებამ დაუშვას და არც ის მგონია, რომ ამისთვის ოპოზიცია მზად იყოს," - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას გაერთიანებული ოპოზიციის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, რომელიც 16 დეკემბერს არის დაანოსებული.
|
ია აბულაშვილი 05.12.2018
"ინაუგურაციის ცერემონიალის დღეს, არ არის გამორიცხული, სააკაშვილის თანამზრახველებმა, მისი დავალებით, რაიმე ბინძური აქციები მოაწყონ, მაგრამ თუ ხელისუფლება სწორად იმოქმედებს, როგორც ინაუგურაციის ადგილის, ასევე მის ჩატარების ფორმის შერჩევის თვალსაზრისით, "ნაციონალების" მცდელობა აქაც ჩაფლავდება" - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ესაუბრა
|
გვანცა წულაია 05.12.2018
სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება, მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყება. საკითხი ახალ საგანში „თავდაცვა და უსაფრთხოება" შედის, რომელიც სკოლებში სწორედ მიმდინარე სასწავლო წლის მეორე ნახევრიდან დაინერგება.
| |
ეკატერინე ბასილაია 05.12.2018
"ნატო საქართველოს დაეხმარება სანაპირო დაცვის სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების განვითარებაში", - ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. თბილისში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საუბარია სანაპირო დაცვის სამსახურის გაძლიერებაზე, ხოლო სამხედრო-საზღვაო ძალების შექმნა ძვირი სიამოვნებაა და თან, ამას 10 წელი ან შესაძლოა, მეტიც კი დასჭირდეს.
|
ეკატერინე ბასილაია 05.12.2018
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობას 16 დეკემბერს, უფლებამოსილებების მკვეთრი შეკვეცის პარალელურად, 40%-ით შემცირებული ბიუჯეტითა და გაუქმებული სარეზერვო ფონდით დაიწყებს. ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტით საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის 5-მილიონიანი სარეზერვო ფონდი კი საერთოდ უქმდება. ასევე მცირდება ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობაც და 140-ის ნაცვლად 60 ადამიანი რჩება.
|
ელზა პაპოშვილი 05.12.2018
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა რურუა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, ოჯახის წევრების თანდასწრებით, გულის შეტევით გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა მისმა დედამ გამოიძახა, თუმცა ექიმებს იგი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ნიკა რურუა 50 წლის იყო.
|
ელზა პაპოშვილი 04.12.2018
სად გაიმართება საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, კვლავ უცნობია და ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებას კვლავ არა აქვს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, სავარაუდოდ, თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება.
|
რეზონანსი 04.12.2018
ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში მდებარე რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე მოსამსახურე 60-მდე რუსი სამხედროს ოჯახებს საცხოვრებელი ბინები გადაეცათ. როგორც რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის, სამხრეთ სამხედრო ოლქის გენერალ-მაიორი ვლადისლავ ერშოვმა ბინების გადაცემის საზეიმო ცერემონიალზე განაცხადა, საცხოვრებელი კორპუსები აშენებულია ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის მასალით. ბინები კი აღჭურვილია საჭირო ტექნიკითა და ავეჯით.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|