ია აბულაშვილი 27.12.2018
"ხელისუფლება არის ცაიტნოტში, მას ცოტა დრო აქვს, ხელშესახები შედეგი დადოს. თუ სიტუაცია, განსაკუთრებით პოლიტიკური, იმავე ჭრილში ჩაჯდა, რაც დღეს გვაქვს, წინ კარგი არაფერი ელის" - აცხადებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე წლის პოლიტიკურ შედეგებსა და 2019 წლის პერსპექტივებზე ესაუბრა.
|
ელზა პაპოშვილი 27.12.2018
დაუჭერს თუ არა საქართველო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს მხარს, კვლავ უცნობია. თუმცა სინოდის სხდომიდან გამოსული მეუფეების განცხადებებიდან გამოჩნდა, რომ ამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ საპატრიაქრო მას შემდეგ გამოაცხადებს, როდესაც მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდება. სავარაუდოდ, ეს დადგენილება უკვე 6 იანვარს უნდა იყოს მიღებული, რის შემდეგაც ჩვენი ეკლესიის პოზიციაც გამოცხადდება.
|
მარიამ ხვედელიძე 27.12.2018
არის თუ არა მმართველ გუნდში განხეთქილება? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად "რეზონანსი" პოლიტოლოგს გია ხუხაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, გუნდის წევრებს უბრალოდ ერთმანეთი არ უყვართ და "ქართული ოცნების" დაშლაზე კი საუბარი არასერიოზულია.
|
თამარ შუკვანი 27.12.2018
„პარლამენტის კულუარებში ყველამ იცოდა, რომ ბესელიას იურიდული კომიტეტის თანამდბებობიდან ათავისუფლებდნენ და ის, რომ მის ადგილას ანრი ოხანაშვილს ნიშნავდნენ, ოფიციალურადაც ერთი თვის გახმაურდა. ეს საკითხი, ფაქტობრივად, ივანიშვილთან იყო შეთანხმებული და ეს საპარლამენტო კულვარებში ყველამ იცოდა. იმასაც ამბობდნენ, რომ მას პარლამენტში მეშვიდე ვიცე-სპიკერის თანამებობაზე გადაიყვანენ," - „ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს.
|
ელზა პაპოშვილი 27.12.2018
მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა, მოსამართლეობის კანდიდატების ირგვლივ დაპირისპირება და უკმაყოფილება გრძელდება.
|
ია აბულაშვილი 27.12.2018
აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2019 წლის აგვისტოს ბოლოს არის დაგეგმლი, ექსპერტთა ვარაუდით, ამ თანამდებობას მეორე ვადით ისევ რაულ ხაჯიმბა დაიკავებს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. აფხაზეთის პოლიტიკურ სივრცეში, სხვა პრეტენდენტებიც გამოჩნდნენ, რომლებსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის პრეტენზია ექნებათ. მათ შორის ერთ-ერთი, ვინც მოქმედ ე.წ. პრეზიდენტს შეიძლება დაუპირისპირდეს, მოძრაობის - "ქალები პოლიტიკაში" დამფუძნებელი ირინა აგრბაა, რომელიც წლებია, ხაჯიმბას ოპონენტია.
|
ეკატერინე ბასილაია 26.12.2018
27 დეკემბერს საპატრიარქოში სინოდის სხდომა იმართება, სადაც მღვდელმთავრებმა უკრაინის ახლადშექმნილი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე პოზიცია უნდა ჩამოაყალიბონ, როგორც თავად საპატრიარქომ ადრე არაერთხელ დააანონსა კიდეც, თუმცა თეოლოგების ნაწილს ინფორმაცია აქვს, რომ სინოდის სხდომაზე გადაწყდება მხოლოდ ის, რომ პოზიციის დაფიქსირების საკითხი რაც შეიძლება დროში გაწელონ და ამით რუსეთის გაღიზიანება თავიდან აიცილონ.
|
თამარ შუკვანი 26.12.2018
„უკრაინაში საომარი მდგომარეობა ერთი თვით იყო გამოცხადებული, მაგრამ დღეს უკრაინის ხელისუფლება შესაძლოა თვლის, რომ ალბათობა იმისა - რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ფართომასშტაბიანი სამხედრო ქმედებებში გადაიზრდოს, დაბალია და უკრაინამ შესაძლოა დასავლელი კოლეგების დამხარებით სხვა ზომებს მიმართოს, მათ შორის დამატებითი სანქციების მიღებას რუსეთის წინააღმდეგ," - აღნიშნავს ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
|
ია აბულაშვილი 26.12.2018
"ოქროს გასაღები თანამდებობაში არ არის, მთავარია იპოვოს რეფორმების ის გზა, რომელიც არსებულ პრობლემებს მოაგვარებს. თუ ამ გზას იპოვის, იმის საშუალებაც ექნება, პარტია, თუ აღმასრულებელი ხელისუფლების შტო ამ გზაზე გაატაროს".
|
მარიამ ხვედელიძე 26.12.2018
უფლებადამცველი და იუსრისტი, ლია მუხაშავრია პარლამენტს ურჩევს ომბუდსმენის რეკომენდაციები და მოთხოვნები შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მართლმსაჯულების სისტემა გადაიქცევა ისეთ ურჩხულად, რომელიც საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას გადასანსლავს.
|
თამარ შუკვანი 26.12.2018
აშშ-ში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს, რაც 2019 წელს კიდევ უფრო რთულ სახეს მიიღებს. კრიზისი არსებობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე აშშ-მექსიკის საზღვართან, - „დემოკრატებმა" მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი დაბლოკეს და განაცხადეს, რომ ნებისმიერ რეზოლუციას, რომელიც კედლის დაფინანსებას ითვალისწინებს, დაბლოკავენ.
|
ია აბულაშვილი 26.12.2018
"ოცნებას თუ უნდა, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს და ქვეყანაში ცვლილებები დაიწყოს"- აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.
|
|