მარიამ ხვედელიძე
08.01.2019

 „ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ ჩანს არანაირად, ან შეიძლება ჩამოყალიბებული აზრი არ აქვს. მაქსიმალურად შესაძლებელია ნახოს თუ ვინ იმარჯვებს და იმაზე დადოს მერე ფსონი," - ეს განცხადება პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა ბესელია-კობახიძის შორის არსებულ დაპირისპირებაზე გააკეთა.

რეზონანსი
08.01.2019

 მსახიობი გივი სიხარულიძე მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" შიდა დაპირისპირებას უარყოფითად აფასებს და თვლის, რომ ეს ფაქტი საზიანოა არა მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული პირისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვისაც. მეტიც, მისი თქმით ამან შეიძლება ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს.

ია აბულაშვილი
08.01.2019

 აფხაზეთის დე ფაქტო რესპულიკის ე.წ. შს სამინისტრომ 29-31 დეკემებრს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 4 პირი დააკავა, რომელთაც შეიარაღებული ყაჩაღობა ედებათ ბრალად. ამ ფაქტს აფხაზურ საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვა მოყვა.

რეზონანსი
08.01.2019

 საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის შეფასებით „ქართული ოცნება" ლპობის პროცესშია და მათთვის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს.

მარიამ ხვედელიძე
08.01.2019

 „თუ ის ადამიანები, ვინც სამართლიანობისთვის იბრძვის, პარტიას დატოვებენ, არ მგონია ეს პარტია შემდეგში ვინმესთვს მისაღები იყოს. თუ ბესელია გუნდს დატოვებს, „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას კი არა, პირდაპირ გეუბნებით, ხელისუფლებას დაკარგავს," - ეს განცხადება „ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.

ელზა პაპოშვილი
08.01.2019

 ყაჩაღობა თბილისში - სამი პირი გვიან ღამით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორ ნაბიჯს“ დაესხა თავს. ყაჩაღობის შედეგად მაღაზიის კონსულტანტი დაშავდა. თანამშრომლის ინფორმაციით, მას თავს სამი პირი დაესხა, რომლებმაც მუქარის საშუალებით მაღაზიაში არსებული თანხის წაღება შეძლეს და ადგილიდან მიიმალნენ. 

რეზონანსი
07.01.2019

 "ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო:

ტატა შოშიაშვილი, თათია გუციშვილი
31.12.2018

 ახალი წლის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით "რეზონანსმა" მცირე სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა იმის დასადგენად, თუ რომელ მოქმედ ქართველ პოლიტიკოსებს ისურვებდნენ ქვეყნის მოქალაქეები მეკვლედ ახალი წლის ღამეს. მასში შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 100 მოქალაქე მონაწილეობდა.

ეკატერინე ბასილაია
31.12.2018

 წლის ბოლოს ეკლესიიდან ახალი სკანდალი აგორდა. ქორეპისკოპოსი იაკობი შს მინისტრს დაუპირისპირდა და ხელისუფლებას დაემუქრა, რომ თუკი გიორგი გახარიას პრემიერად დანიშნავენ, მთავრობას ეკლესიიდან დიდი პრობლემები შეექმნება. ჭყონდიდის ეპისკოპოსმა პეტრემ კი პატრიარქი გააკრიტიკა და განაცხდა, რომ "საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსი კეთილობის შესახებ".

ეკატერინე ბასილაია
31.12.2018

 შვილმოკლული მამების პროტესტი, ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებით მოკვლა, ტყიბულის შახტაში დაღუპული 10 მუშა, დიდი ურთიერთლანძღვა "ქართულ ოცნებაში", ბიძინა ივანიშვილის "მეორედ მოსვლა", გიორგი კვირიკაშვილის გაშვება, მამუკა ბახტაძის პრემიერად დანიშვნა, რეიდი ღამის კლუბებში, სიგარეტის მოწევის აკრძალვა კაფე-ბარებში, მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება, სასულიერო პირების მიტინგი მარიხუანას თემაზე, საპრეზიდენტო არჩევნების ორი ტური, ახალი პრეზიდენტი, ახალი კონსტიტუციის ამოქმედება, ვალების განულება, ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ გამწესება, კიდევ 10 მოსამართლის სკანდალის გამომწვევი სია, სასულიერო პირებს შორს დიდი დაპირისპირება-ბრალდებები... - ეს ჩამონათვალი მხოლოდ ნაწილია იმ მოვლენებიდან, რომლებიც 2018 წელს მოხდა და დაგვამახსოვრდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×