მარიამ ხვედელიძე
10.01.2019

 "ფაქტია, რომ ბესელიამ დუმლში არ გაცვალა თავისი პოზიცია და ვიცესპიკერობა და კაბინეტი არ აირჩია," - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია გუნდის და გუნდურობის წინააღმდეგ წავიდა, რის გამოც დღის წესრიგიდან მისი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის საკითხი მოიხსნა.

ელზა პაპოშვილი
10.01.2019

 "ქართულ ოცნებაში" დაწყებული დაპირისპირების ტალღა უფრო მწვავდება. მიუხედავად პარტიაში შექმნილი მძიმე ვითარებისა, სადაც, როგორც ჩანს, ორივე ჯგუფს თავისი მომხრეები ჰყავს, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ამ დრომდე უცნობია.

ია აბულაშვილი
10.01.2019

 "ოცნების" შიგნით თუ წინააღმდეგობა გამწვავდა, რა თქმა უნდა, ეს მის იმიჯზე იმოქმედებს და ამას ოპოზიცია თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, ამიტომ უნდა იყვნენ ფრთხილად", - ასე აფასებს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებს.

ეკატერინე ბასილაია
09.01.2019

 რა ბერკეტი აქვს მოსკოვს, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიებმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია არ აღიარონ და რა პოზიციას დაიჭერს საქართველო - ეს არის თემა, რომელიც 6 იანვრის შემდეგ მთავარი კითხვაა მართლმადიდებელ სამყაროში.

თეოლოგების თქმით, უკრაინის საკითხზე რა პოზიციას დააფიქსირებს საქართველოს საპატრიარქო, ეს იქნება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, საქართველოს ეკლესია მართლაც დამოუკიდებელია, თუ რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფება.

თამარ შუკვანი
09.01.2019

 „ტრამპი ცდილობს, რომ საზღვარზე კედლის აღმართვით ბარიერი დააწესოს. ეს კედელი რომც აიგოს, გარკვეულწილად, შესაძლოა შეამციროს მიგრანტთა ტალღა, თუმცა არც ის არის გამორციხული, რომ არალეგალური მიგრაცია ვერც ამან შეაჩეროს.

მარიამ ხვედელიძე
09.01.2019

 მიუხედავად იმისა, რომ ღორის გრიპით უკვე 10 ადამიანი გარდაიცვალა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, განაცხადა, რომ ეპიდემიის ზღვარზე არ ვართ. მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგენკომაც, თუმცა, მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

გარდაცვალების ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა გორში დაფიქსირდა, სადაც 22 წლის ქალი დაიღუპა. პარალელურად, კარანტინია გამოცხადებული არაერთ კლინიკაში, მათ შორის ფოთში.

ია აბულაშვილი
09.01.2019

 "იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს წევრობის კადიდატების სიასთან დაკავშირებული მსჯელობა მნიშვნელოვანია, მაგრამ რად უღირს "ოცნებას" ამისთვის კიდევ ერთხელ დაკარგოს საზოგდაოების ნდობა, ეს ხომ მომავალი არჩევნებისთვის მუდმივად სალაპარაკო თემა იქნება"- ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებს.

მარიამ ხვედელიძე
09.01.2019

 "დღეს უკვე "ქართულ ოცნებას" ერთიანობა აღარ სჭირდება - 2020 წლის არჩევნებისთვის "ოცნება" ერთი პოლიტიკური ძალის სტატუსით რომ წარსდგეს, შეიძლება ბევრად უფრო სავალალო შედეგები მიიღოს," - ეს განცხადება პოლიტოლოგმა, არჩილ გამზარდიამ უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებაზე კომენტირებისას გააკეთა.

თამარ შუკვანი
09.01.2019

 „ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და უკრაინა, უახლოესი კანდიდატები არიან, - ამ ქყვეყნების ალიანსში გაწევრიანება ეჭვს არ იწვევს. ალიანსში გაწევრიანება უკვე აღარ არის დამოკიდებული პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველომ ან უკრაინამ უნდა გადადგას. ეს, გარკვეულწილად, დამოკიდებულია პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, იმ კონტექსტში, სადაც გადაწყვეტილება მიიღება," - აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
09.01.2019

 მმართველ გუნდში დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. პარლამენტის კულუარებში უკვე აქტიურად საუბრობენ, რომ მწვავე ვითარება, სავარაუდოდ, "ქართული ოცნებიდან" დეპუტატების ნაწილის წასვლითა და ახალი ფრაქციის შექმნით დასრულდება. არც ის არის გამორიცხული, რომ საერთოდ უმრავლესობის დაშლის პროცესი დაიწყოს.

ეკატერინე ბასილაია
09.01.2019

 უკრაინაში რუსეთის ეკლესიის 330-წლიანი კონტროლი დასრულდა - მოსკოვმა უკრაინა ეკლესიურად ოფიციალურად უკვე დაკარგა. 6 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის ეკლესიის ახლად არჩეულ მიტროპოლიტ ეპიფანეს საზეიმოდ გადასცა ტომოსი, რის მიხედვითაც უკრაინის ეკლესია დამოუკიდებელი გახდა და მე-15 ადგილი დაიკავა მართლმადიდებელი დამოუკიდებელი ეკლესიების რიგში - დიფტიხში.

ია აბულაშვილი
09.01.2019

 "მმართველ გუნდში დაპირისპირება გუშინ არ დაწყებულა, ფარულმა დაპირისპირებამ დღეს ღია დაპირისპირებაში გადაინაცვლა", - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×