თამარ შუკვანი
14.02.2019

 „ჩვენი კონსტიტუციით ეს პირდაპირ არ მიეწერება პრემიერს. შესაბამისად, მას ამის უფლება არა აქვს. ეს ჯერ კიდევ არის პრეზიდენტის უფლებამოსილება, მაგრამ „ქართულ ოცნებას" უნდა, რომ ეს მოარგოს თავის გემოვნებას; ასე არ ხდება სახელმწიფოს მოწყობა, განსაკუთრებით ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებში, როგორიც არის უშიშროება და უსაფრთხოება," - აცხადებს უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია იმაზე, რამდენად გამართლებულია კონსტიტუციურად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არჩართვა.

ია აბულაშვილი
14.02.2019

 "თუ ივანიშვილი 2-3 თვეში არ შეცვლის ვითარებას ქვეყანაში, პროცესები ქუჩაში გადავა" - ასე ეხმაურება პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კაკხა კუკავა მმართველ პარტიაში მიმდინარე მოვლენებს.

ეკატერინე ბასილაია
14.02.2019

 ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევები იზრდება და მიუხედავად დე ფაქტო ხელისუფლებების განცხადებებისა, რომ მოსახლეობის დაცვა "მეზობელ საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვით" შეძლეს, ცხინვალის ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში სწავლება 20 თებერვლამდე შეწყვეტილია ბავშვების 77%-ში ვირუსის გავრცელების გამო, ხოლო სოხუმში ერთი მოზარდი გარდაიცვალა, რასაც არ ახმაურებენ.

ელზა პაპოშვილი
14.02.2019

 "სასულიერო პირი უბრალოებისა და უპოვარების მაგალითს უნდა იძლეოდეს. ეს არის მათი მოწოდება. რა თქმა უნდა, მამაოს, რომელსაც ოჯახი ჰყავს, ავტომობილი უნდა ჰქონდეს, თუმცა ეს მისთვის ფუფუნების საგანი არ უნდა იყოს, ეს მისთვის საჭიროება უნდა იყოს და არა განცხრომა," - აცხადებს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი "რეზონანსთან" ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც სასულიერო პირების ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილებას ეხება.

ია აბულაშვილი
14.02.2019

 "მეშვიდე წელია, მიდის "ტიტანების" ბრძოლა - სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესია ხელისუფლებაში დაბრუნება, ივანიშვილის ამოცანაა, შეინარჩუნოს ძალაუფლება "ოცნების" ფარგლებში," - აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

თამარ შუკვანი
13.02.2019

 რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით, 334 დეპუტატმა 47-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „სუვერენული ინტერნეტის" შესახებ კანონპორექტს, რომელიც რუსეთის საერთაშორისო ინტერნეტიდან „გამოთიშვას" გულისხმობს, რაც რეალურად შესაძლოა ითქვას, რომ რუსეთის მოსახლეობის ცალკე გამოყოფას, გამიჯვნას გამოიწვევს, - მიიჩნევენ ექსპერტები.

ელზა პაპოშვილი
13.02.2019

 დეკანოზ გიორგი მამალაძის სკანდალურმა წერილმა მატროსოვის ციხიდან შესაძლოა, საპატრიარქოში ფრონტის ახალი ხაზი გახსნას. წერილის შინაარსი საიდუმლოა, თუმცა ცნობილია, რომ მიმართვას 4 ადრესატი ჰყავს და ყველა მათგანი მაღალი იერარქიის სასულიერო პირია. დეკანოზის მძიმე შინაარსის წერილში, სავარაუდოდ, საპატრიარქოში ფინანსური დარღვევების გარდა, სასულიერო პირების ზნეობრივ მდგომარეობას და მათ პირად ცხოვრებაზეა საუბარი.

თამარ შუკვანი
13.02.2019

 „მეზღვაურები კვლავ საპყრობილეში არიან და არც გემების დაბრუნებაზეა საუბარი. რუსეთმა, თავისი ჭკუით, ამით გასცა პასუხი. სანქციები სწორედ ამას ეხება; რუსეთი კვლავ უკანონოდ ამყოფებს უკრაინელ მეზღვაურებს ციხეში, - ისინი გადაყვანილნი არიან "ეფესბეს" (რუსეთის უშიშროების სამსახური) ციხეში, რაც მათ კიდევ უფრო უმძიმებს პირობებს," - გასული წლის 25 ნოემბერს რუსული ხომალდების მიერ 24 უკრაინელი მეზღვაურის გატაცებასა და მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან" ისაუბრა.

ია აბულაშვილი
13.02.2019

 "წინააღმდეგი ვიყავი და დღესაც არ მომწონს მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხი. ჩვენს ვითარებაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა არის დიდი რისკის შემცველი. თუ მოხდა ამ საკითხის გადავადება, კარგი იქნება, მაგრამ მხოლოდ ამის გაკეთებას შედეგი არ მოჰყვება. თუ იქნება ცუდი იუსტიციის საბჭო, ის უვადოდ ვერ დამინიშნავს ცუდ მოსამართლეს, მაგრამ ვადით დამინიშნავს ცუდ მოსამართლეს. ამთი კი არაფერი იცვლება."

თამარ შუკვანი
13.02.2019

 „ბრექსიტი მხოლოდ ევროპისთვის არ არის დიდი მოვლენა, - ეს ზოგადად, საერთაშორისო პოლიტიკაში ერთ-ერთი სერიოზული ფაქტია. ევროკავშირი, თითქოს სუსტდება, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის ახალი შესაძლებლობა - ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესებს ბრიტანეთი ყოველთვის სკეპტიკურად უყურებდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელსაც უშლიდა" - ასე აფასებს იმ შესაძლო მოვლენებს, რაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მოჰყვება, ანალიტიკოსი და „საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის" დირექტორი, კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას.

ეკატერინე ბასილაია
13.02.2019

 რუსეთი ტანკებისა და "ისკანდერების" შემდეგ საქართველოს უკვე წლებია, "რბილი ძალის" ელემენტებით - დეზინფორმაციით ებრძვის, რომ ცრუ ინფორმაციებით ანტიდასავლური განწყობები გააღვივოს და საქართველოში რუსულ ორბიტაზე დაბრუნების მსურველების რიცხვი გაზარდოს. გაზრდილი რუსული საფრთხეების გამო კრემლიდან წამოსული ამ "ტვინის გამორეცხვის" წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურ ჩართვას, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს პარლამენტიც იწყებს.

ეკატერინე ბასილაია
13.02.2019

 "მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა უნდა გაჩერდეს. შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილების საკითხიც დადგეს. თუ პარლამენტს ექნება სურვილი, უფრო სერიოზული მუშაობაც შეიძლება იმაზე, რა ეშველება მოსამართლეების იმ 50%-ს, რომლებიც უკვე უვადოდ არიან დანიშნული და რომელთა შორის არიან ოდიოზური ფიგურები, იგივე უვადოდ დანიშნული ჩინჩალაძე, გვიტიშვილი, მეთოფიშვილი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×