თამარ შუკვანი
20.02.2019

 „ეს გაზსადენი ევროპისათვის საფრთხეს წარმოადგენს, - მისი გამტარუნარიანობა 55 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეადგენს და ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, გერმანია კიდევ უფრო ლოიალურად იქნება განწყობილი რუსეთის მიმართ. საერთო ჯამში, ევროკავშირის დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ აირზე გაიზრდება, რაც შესაბამისად, გაზრდის ევროკავშირის პოლიტიკურ დამოკიდებულებას რუსეთზე" - აღნიშნავს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მნიშვნელობასა და მისი მშენებლობის შეჩერების აუცილებლობის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
20.02.2019

 ბესელია და მისი თანამოაზრეები პარლამენტს უკვე უვადოდ დანიშნული მოსამართლეების შესახებ ახალ ინიციატივას წარუდგენენ. როგორც მმართველი გუნდის დეპუტატები "რეზონანსთან" აცხადებენ, ისინი გარკვეულ საკითხებზე უკვე შეთანხმებული არიან და რა სამართლებრივ პროცედურებზე შეიძლება იყოს საუბარი, ამის შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაასაჯაროებენ.

ეკატერინე ბასილაია
20.02.2019

 ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი ხმაური და დებატებია თემაზე, უნდა დაიწყოს თუ არა შავი ზღვის სანაპიროზე ნავთობის მოძიება-წარმოება. მომხრეები აცხადებენ, რომ ეს "რესპუბლიკას" უზარმაზარ ფულს მოუტანს, რაც მათ უფრო მეტ დამოუკიდებლობას მისცემს და ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, დაპირისპირებული მხარე კი აცხადებს, რომ აფხაზეთი, ეს პატარა "რესპუბლიკა", ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგება, რაც მათ დაღუპავს. პლუს, პროექტი კორუფციულია და მხოლოდ ჩინოვნიკების გამდიდრება მოხდება, ამიტომ ის უნდა შეჩერდეს.

თამარ შუკვანი
20.02.2019

 18 დეკემბერს, დაჩქარებული წესით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "საერთო სასამართლოების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილა, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ განწესება უნდა შეჩერდეს, თუმცა კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. სხდომამ ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.

ია აბულაშვილი
19.02.2019

 „საქართველოსთვის ეს უცხო ხილი არ არის და არც პროკურატურას გაუკეთებია ეს პირველად. კარგად გვახსოვს სააკაშვილის დროს როგორ იჭერდნენ უდანაშაულო ხალხს და მერე როგორ ართმევნენ ქონებას, მათ შორის ბანკირებს.

ია აბულაშვილი
19.02.2019

 „რეზონანსული თემაა, თანაც „თიბისი“ არ არის მეორე ხარისხოვანი ბანკი, ამიტომ გამჭვირვალობა და საჯაროობა საქმეს წაადგება“, - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მამუკა  ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ერთობლივ განცხადებას, რომ პარლამენტის შესაბამის კომიტეტში გაიმართოს მსჯელობა ბანკის ირგვლივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

ეკატერინე ბასილაია
19.02.2019

 ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე ოსი და სომეხი ხალხის მეგობრობის ნიშნად სომხურ ჯვარს აღმართავენ. ამის შესახებ ცხინვალის რეჟიმი ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის დელეგაციასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

რეზონანსი
19.02.2019

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ბოლომდე არ ეთანხმება რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პირს, რომელსაც სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გაუვლია, საჯარო სამსახურში დასაქმება უნდა შეეზღუდოს. ამის შესახებ მან „რეზონანასთან" საუბრისას განაცხადა.

თამარ შუკვანი
19.02.2019

 „მსგავსი ინტერპრეტირება არასწორია. არც საპატრიარქოდან, თუნდაც დასტურზე ან უარყოფაზე, არანაირი იმპულსი არ ყოფილა, რადგან თავად მეუფე თეოდორეს, ნომერ პირველს, რომელიც ამ კომისიაში საპატრირქოს სახელით მონაწილეობდა, შეეძლო ეს განწყობა თავის დროზე დაეფიქსირებინა," - ე.წ. ციანიდის საქმეზე, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება-არშეწყალების საკითხის შესახებ აღნიშნავს ექსპრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე „რეზონანსთან" კომენტირებისას.

ტატა შოშიაშვილი
19.02.2019

 „კობას განცხადება არ გამიგია, მაგრამ თუ აპირებს - ეს მისი პირადი გადაწყეტილებაა... დაახლოებითი კანდიდატი კი ვიცით, ვინც უნდა იყოს „ქართული ოცნებიდან", მაგრამ ამას, ალბათ, იტყვის პარტიის თავმჯდომარე, ან შესაბამისი უფლებამოსილი პირი", - ასე შეაფასა უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ყოფილ დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკაში ბრუნდება და პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს.

ია აბულაშვილი
19.02.2019

„პლენარულ სხდომაზე ეს საკითხი განიხილება და მერე ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. პირადად ჩემი პოზიციაა და  მხარს ვუჭერ კანონპროექტის დახვეწას. ალბათ უნდა ჩატარდეს მონიტორინგი, მაგრამ არც ეს არის მთავარი. ჩვენი მიზანია გაგრძელდეს სასამართლო რეფორმა. ეს აუცლებლად გასაკეთებლია, რადგან წინა ხელისუფლებამ სასამართლო  სისტემაში ბევრი პრობლემა დაგვიტოვა და ჩვენ მოგვიწია მისი გასწორება.

თამარ შუკვანი
19.02.2019

 გუშინ, დაჩქარებული წესით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "საერთო სასამართლოების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილა, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ განწესება უნდა შეჩერდეს, თუმცა კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. სხდომამ კი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×