ელზა პაპოშვილი
26.02.2019

 ჩაშლილი კომიტეტის სხდომა და "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მწვავე განცხადება - „ჩვენ ორკესტრირებული  შეტევის მსხვერპლი ვართ,  ამიტომ იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ ბანკი დაგვეტოვებინა, მაგრამ ჩვენს ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ“, უთხრა ჩაშლილი სხდომიდან გამოსულმა ხაზარაძემ ჟურნალისტებს, რომელიც დეპუტატების მიწვევით იმყოფებოდა და აპირებდა, რომ ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პასუხი გაეცა, რისი საშუალებაც მას არ მიეცა. თუმცა ხაზარაძე ჟურნალისტების შეკითხვას, ვისგან მოდის ეს ზეწოლა, არ პასუხობს. 

თამარ შუკვანი
26.02.2019

 „ეს შეხვედრები მოსალოდნელი იყო. ალბათ, ივანიშვილმა ჩათვალა საჭიროდ, რომ უკეთესი იქნება ცალ-ცალკე ესუბროს გარკვეულ ჯგუფებს უმრავლესობიდან. ივანაშვილმა პარლამენტში ბირთვის ჩამოყალიბება დაიწყო, რომელიც მისთვის საყრდენი იქნება და განსაზღვრავს როგორი უნდა იყოს საპარლამენტო სია 2020 წლის არჩევნებისთვის," - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს „რეზონანსთან" საუბრისას.

ია აბულაშვილი
25.02.2019

 „ვადამდელი საპარლამენტო არჩევების ჩატარება შექმნილი ვითარებას ვერ გამოასაწორებს. ამიტომ ამ ეტაპზე ვადაზე ადრე არჩევნების ჩატარება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“, - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი პარლამენტში შექმნილ სიტუაციას.

ია აბულაშვილი
25.02.2019

 რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე „რეზონანსთან“ საუბარში ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, თუმცა, მისი ცნობით, იგი ივანიშვილს მარტო შეხვდა და მათი საუბარი 27 თებერვალს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრას შეეხებოდა.

თამარ შუკვანი
25.02.2019

 „დიდი ბოდიში, მაგრამ არ არის რაღაც ოფიციალური შეხვედრა. ამიტომაც, როდესაც სადმე შევხვდებით ოფიციალურად, იქ, სადაც ჟურნალისტები იქნებით, გამოვალთ და ვიტყვით. კითხვა - რაზე ვისაუბრეთ - არ მომწონს" - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია „რეზონანსთან" საუბრისას, რომელიც დღეს „ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დახურულ შეხვედრას ესწრებოდა.

ეკატერინე ბასილაია
25.02.2019

 „მთელი პროექტი რომ წაიკითხოთ, ხაზად გასდევს, რომ სასამართლო უფრო მეტად იკეტება, ერგება ამ კლანს და მათთვის იხვეწება პროცედურები... კონკურსი იმიტომ კი არ უნდა გამოვაცხადოთ, რომ ისევ ჩინჩალაძე ავირჩიოთ, არამედ იმიტომ, რომ კარგი ხალხი ავარჩიოთ და ამის საშუალება უნდა მოგვეცეს," - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

თამარ შუკვანი
25.02.2019

 „სიტყვა „დაშლაზე" სადღეგრძელო მახსენდება - „ჩვენ დაშლა-არმოშლას გაუმარჯოსო" - მხოლოდ ყოფითი ასოციაციით არა, პოლიტიკური ასოციაციითაც არსებობს. გამორიცხული არ არის, თუ „ოცნება" ჩამოიშალა, მითუმეტეს უმრავლესობიდან ჟორჟოლიანის გუნდი გასვლის შემთხვევაში, რომელიც ყოველთვის ძალიან ლოიალური და მშვიდი გუნდი იყო, „ოცნების" დაშლასთან ერთად, ახალი „ოცნების" ფორმირების პროცესიც იყოს; უფრო ზუსტად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ოცნების" რეანიმაციის პროცესი, თავისი ღირებულებებითა და მისწრაფებებით," - ასე აფასებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს „რეზონანსთან" საუბრისას.

ია აბულაშვილი
25.02.2019

 გავრცელებელი ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა დეპუტატებმა მირიან წიკლაურმა, ზაზა პაპუაშვილმა, კობა ნარჩემაშვილმა და რუსლან პოღოსიანმაც დატოვოს. ამ ინფორმაციის გადამოწმებას „რეზონანსი“ უმრავლესობის დეპუტატთან ზაზა პაპუაშვილთან შეეცადა, რომელმაც განაცხადა, რომ „ოცნების“ უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს.

თამარ შუკვანი
25.02.2019

 „მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა უმრავლესობასთან მალე დამთავრდება, - ჩვენ შეიძლება დავტოვოთ უმრავლესობა. ამაზე მსჯელობა გვაქვს. არის კანონპროექტები, რაღაც საკითხები - ველაპარაკებით უმრავლესობას, მთავრობას და უახლოეს ხანებში ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. განვაცხადე, რომ ასეთი მოლოდინი არსებობს, შესაძლოა ეს ამით დამთავრდეს," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატების" თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი უმრავლესობის შესაძლო დატოვების შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას.

თამარ შუკვანი
25.02.2019

 „არცერთ ეტაპზე არ განმიცხადებია, რომ წასვლაზე მაქვს ორიენტირი აღებული. რა თქმა უნდა, შეიძლება წასვლა, მაგრამ არ მაქვს ეს განზრახვა. რესურსი არსებობს იმისა, რომ არ მოხდეს პარტიის დაზიანება, ისედაც წავიდა ოთხი წონიანი და მართალი ადამიანი.

ელზა პაპოშვილი
25.02.2019

 მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიამ, ბექა ნაცვლიშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და უკვე გედევან ფოფხაძემაც ოფიციალურად დატოვეს "ქართული ოცნება", საპარლამენტო უმრავლესობაში 111 დეპუტატი დარჩა. ამ შემადგენლობას, შესაძლოა, კიდევ 13 დეპუტატი გამოკალდეს, რომლებმაც ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ მხარი დაუჭირეს.

ეკატერინე ბასილაია
25.02.2019

 მიუხედავად წინასწარი დაანონსებისა, რომ 1-ლი მარტიდან შვეიცარიელი მონიტორები უკვე დაიწყებდნენ მუშაობას რუსეთ-საქართველოს სატრანზიტო დერეფნებში და დაიწყებოდა აღრიცხვა, რა ტვირთი მოძრაობს რუსეთიდან ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, ან პირიქით, ამ შეთანხმების ამოქმედება გაურკვეველი ვადით გადაიდო.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×