ტატა შოშიაშვილი 24.02.2019
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის აშშ-ის მხრიდან რაიმე საფრთხეს იგრძნობს, „ცირკონის“ ტიპის სარაკეტო სისტემას დაუშენს. ამის შესახებ სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია „რასია 1“ იტყობინება.
| |
ია აბულაშვილი 24.02.2019
„ეკა ბესელიას მართლაც სჭირდება სერიოზული მხარდჭერა და ეს შეიძლება მოიპოვოს როგორც „ოცნებაში“, ასევე „ოცნებიდან“ წასული ჯანსაღი პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომლებიც მეორე ნაპირზე გადავიდნენ“, - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ეკა ბესლიას განცხადებას ახალი პოლიტიკური პლათფორმის შექმნასთან დაკავშირებით.
|
რეზონანსი 24.02.2019
ედპ-ს ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებას, რომ საქართველოში, წინარევოლუციური განწყობაა, რამაზ საყვარელიძე ეხმაურება. მისი თქმით, ქვეყანაში, საპროტესტო აქციების მასშტაბი და სიხშირე იმის ფიქრის საფუძველს არ იძლევა, რომ საზოგადოებას რევოლუცია სურს.
| |
ტატა შოშიაშვილი 24.02.2019
ვენესუელაში სიტუაცია უკიდურესად იძაბება. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ხუან გუაიდოს ინიციატივით ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ცდილობენ, მაგრამ ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, თავის მომხრეებთან ერთად აშშ-დან და სხვა ქვეყნებუდან მიღებული ჰუმანიტარული დახმარების მიღებას სასტიკად ეწინააღმდეგება, რასაც სისხლისღვრა და ასობით ადამიანის დაშავება მოჰყვა.
|
ეკატერინე ბასილაია 24.02.2019
„ნაცმოძრაობას“ იმიტომ კი არ ვებრძოდით, რომ სააკშვილის ჩაცმულობა და თვალები არ მოგვწონდა, არამედ იმიტომ, რომ მანკიერი სისტემა შექმნა და ეს სისტემა „ოცნებამ“ გადმოიბარა...
|
ტატა შოშიაშვილი 24.02.2019
კანადაში გადასახლებულმა რუსეთის სახალხო არტისტმა, ალექსეი სერებრიაკოვმა რუსეთს ბოლო 20 წლის განმავლობაში რამდენიმე ომის, მათ შორის საქართველოსთან და უკრაინასთან დაპირისპირების პროვოცირებაში დასდო ბრალი. მსახიობის მიერ პუტინის რეჟიმის კრიტიკა რეზონანსული გამოდგა - სერებრიაკოვის სიტყვების შემდეგ, მას გამოუჩნდნენ როგორც მომხრეები, ასევე მწვავე კრიტიკოსები. გამოვიდნენ ინიციატივით, რომ მსახიობს ყოველგვარი წოდება ჩამოართვან და მისი სახელი საერთოდ დაივიწყონ, რადგან ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სერებრიაკოვი რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდა.
|
რეზონანსი 23.02.2019
პირველი ბირთვული დარტყმის თვალსაზრისით რუსეთს აშშ-სთან შედარებით ამჟამად უპირატესობა აქვს და რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით მზად არის კარიბის კრიზისის მსგავსი სცენარებისათვის, „თუ აშშ იმდენად სულელია“, რომ ასეთი რამის გამეორების სურვილი აქვს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში რუს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
|
თამარ შუკვანი 23.02.2019
„ამ ეტაპზე არ ვაპირებ ფრაქციის შექმნას, ან გაერთიანებას რომელიმე ფრაქციაში, რომელიც შეიძლება შეიქმნას. თუ ფრაქცია შეიქმნება, უნდა იყოს აბსოლუტური თანხმობა ყველა საკითხზე, არა მარტო მოსამართლეთა საკითხზე - ამ პროცესში ერთად ვიყავით ჩართული ის ადამიანები, ვინც უმრავლესობა დატოვა, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ გახდება ფრაქციის ჩამოყალიბებისა თუ ჩემი გაწევრიანების საფუძველი, რადგან სხვა ბევრი საკითხია არსებობს კიდევ,“ - აცხადებს „ქართული ოცნებიდან“ ბოლო დღეებში წამოსული დეპუტატების მიერ ახალი ფრაქციის შესაძლო შექმნაზე საუბრისას პარლამენტარი ბექა ნაცვლიშვილი.
|
ელზა პაპოშვილი 23.02.2019
„თუ აქამდე ადამიანებს ნარკოტიკებს უდებდნენ, ახლა შეიძლება ლინკები ჩაუდონ და ესევე დააპატიმრონ“, - ასე აფასებს „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია „რეზონანსთან“ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება-შენახვის ფაქტზე დაკავებული 18 ადამიანის საქმეზე საუბრისას.
|
თამარ შუკვანი 23.02.2019
„ბატონი ირაკლი აქცენტების გადატანას ცდილობს სხვა მიმართულებით, რადგან მთავარი თემა, რომელზეც მას პასუხები არ აქვს, ეხება სწორედ მის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც კლანს სრული შესაძლებლობა რჩება უგულებელყოს საბჭოს სხვა წევრების მოსაზრებები და ერთპიროვნულად, კლანური წესით, როგორც მანამდე არაერთხელ გაუკეთებიათ, განახორციელონ უზენაეს სასამართლოს მოსამართლე კანდიდატების დომინირება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|