თამთა ჩაჩანიძე 18.07.2020

„კარანტინის დროს ფსიქოლოგიური აფეთქების მუხტმა კონფლიქტების გაღვივება მოახდინა" - ასე აფასებენ ექსპერტები „რეზონანსთან" კორონავირუსის პერიოდში მსოფლიოში სამხედრო კონფლიქტების წარმოშობასა თუ გამწვავებას.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.07.2020

გასული 24 საათის განმავლობაში, მსოფლიო მსაშტაბით კოვიდინფიცირებულების რეკორდული ნიშნული დაფიქსირდა, ამ დროის მანძილზე დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 200 ათასს მნიშვნელოვნად გადააჭარბა - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) იუწყება, ქართველი სპეციალისტები კი ამ ფაქტს მსოფლიო ხალხების მიერ რეკომენდაციების არ შესრულებას უკავშირებენ.
|
მარიამ ნებულიშვილი 17.07.2020

რუსეთმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, მოულოდნელად დაიწყო ჯარისა და ფლოტის შემოწმება სამხედრო მზადყოფნაზე. „როდესაც პუტინმა „გაინაღდა" თავისი ძალაუფლება სამუდამოდ, უკვე შესაძლებელია რუსეთი ნებისმიერ აფიორაზე წავიდეს", - ამბობს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია, ამ საკითხის შეფასებისას „რეზონანსთან".
|
ელზა პაპოშვილი 17.07.2020

ლუგარის ლაბორიატორიის წინააღმდეგ დაწყებულ დეზინფორმაციას რუსეთმა ღამურების ისტორია დაამატა. საქართველოს ტერიტორიიდან გატაცებულ საქართველოს მოქალაქეს ხვიჩა მღებრიშვილს ბრალად სწორედ ღამურების არალეგალური შეგროვება ედება. საქართველოს მოქალაქე მეჯვრისხეველი ტყვე ე.წ. КГБ-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ყვება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა და ეს ღამურები, 5 000 აშშ დოლარად, ლუგარის ლაბორატორიისთვის უნდა მიეყიდა.
|
მარიამ ნებულიშვილი 17.07.2020

„ეს მაჩვენებელი არის ოპოზიციის ძალიან სერიოზული შეცდომების შედეგი", - ასე აფასებენ ექსპერტები „რეზონანსთან" საუბრისას „ედისონ რისერჩის" ახალი კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც დღეს, რომ არჩევნები იყოს მოსახლეობის 39% „ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 20%-ს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ხოლო 16% - „ნაციონალურ მოძრაობას".
|
მარიამ ნებულიშვილი 17.07.2020

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება ისევ მიმდინარეობს. 17 ივლისის მონაცემებით ორივე მხარეს გარდაცვლილია 43 ადამიანი. მათ შორის აზერბაიჯანელი გენერალი და პოლკოვნილი. „რუსეთი აკეთებს ვითომ მშვიდობისმყოფელის განცხადებებს და ყველაზე უკეთ ჩვენ ვიცით რომ რუსეთის მშვიდობისმყოფელობა ყველა ომზე ცუდია", - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „რეზონანსთან" საუბრისას რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
|
ელზა პაპოშვილი 16.07.2020

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეში ყოველ დღიურად ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ჩანს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაქარაშვილის მკვლელობის საქმე ცალკე გამოყო და ყველა მოწმის ჩვენება გაასაიდუმლა. შესაბამისად ე.წ. ოქროს მოწმეების ჩვენებები ადვოკატებისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. რა ტაქტიკა აირჩია გამოძიებამ და 10 დღის განმავლობაში სასამართლომდე რა სახის მტკიცებულებების მოპოვებას შეძლებს.
|
ია აბულაშვილი 16.07.2020

„ნაციონალურ მოძრაობას" თავისი გასჭირვებია და მიშამ აქეთ გამოუძებნა გუბაზი და სხვები. „ძალა ერთობაში" შემავალი პარტიები დიდი ხმების მომტანი არ არის, მაგრამ ლიდრებს ყველას უნდა სიაში ადგილი, ამიტომ მოსალოდნელიც იყო, რომ დაიშლებოდნენ. „ოცნებას" უარესად აქვს საქმე, გაწელე-გამოწელე 40 კაცზე მეტს ვერ გაიყვანს. მათი ბოლო ნაბიჯები კი მაფიქრებინებს, რომ ბიძინას უნდა არჩევნები წააგოს," - აცხადებს ‘თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლებისა და ოპოზიცის შანსებთან დაკავშირებით.
|
მარიამ ნებულიშვილი 16.07.2020

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით „ქართულმა ოცნებამ" ახალი შიდაპარტიული კვლევა ჩაატრა, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტიის რეიტინგი გაზრდილია და 55%-ს აღემატება. რეიტინგის შედეგმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ექსპერტებში.
|
მარიამ ნებულიშვილი 16.07.2020

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 12 ივლისს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება კვლავ გრძელდება. 15 ივლისს საზღვართან, სადაც შეტაკებები პერმანენტულად მიმდინარეობს, შედარებით სიმშვიდე იყო. ხუთშაბათს დილით კი აზერბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა განცხადება, რომ დაპირისპირება კვლავ განახლდა. „კონფლიქტის მშვიდობიანად და მალე მოგვარების დიდი იმედი არ მაქვს, დაპირისპირებამ მიიღო უკვე დაბალი ინსტენსივობის სამხედრო კონფლიქტის სახე", - ამბობს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას.
|
ია აბულაშვილი 16.07.2020

„ოპოზიციონერობა მტრობას არ ნიშნავს, მაგრამ დღევანდელმა ოპოზიციამ მთელი თავისი პოლიტიკა სიცრუზე და აგრესიაზე ააგო, ჰგონიათ, რომ ეს მოსწონს ამომრჩეველს. ახლა თვითონ გაარკვიონ, ვინ არის პირველი და მეორე ამ ერთობაში. მეცოდება ის პატარა პარტიები, რომლებსაც შეეძლოთ განვითარება, მაგრამ ცდუნებას ვერ გაუძლეს და ცოდვებით დამძიმებული პარტიის ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ" - ასე აფასებს „ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი წინასაარჩევნო გარემოს და მასში მონაწილე პოლიტიკურ ძალთა პერსპექტივებს.
|
მარიამ ნებულიშვილი 15.07.2020

ბოლო პერიოდში მედია აქტიურად საუბრობდა „ძალა ერთობაშიას" შესაძლო დაშლაზე და „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ახალი ფართო კოალიციის ჩამოყალიბებაზე. „ნაციონალურმა მოძრაობამ" ოთხშაბათს განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ გაერთიანების დატოვებას. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ „გაერთიანებული ოპოზიცია" ვერ შეთანხმდება საერთო პრემიერობის კანდიდატზე და საარჩევნო სიაზე, მაშინ პოლიტიკური პარტიები ცალ-ცალკე მიიღებენ არჩევნებში მოანწილობას და შემდეგ უკვე პარლამენტში გაერთიანდებიან. „თუ ოპოზიციას უნდა რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მიიყვანოს არჩევნებზე, მაშინ გონივრულად უნდა დაიშალონ და სხვადასხვა ვარიანტები შესთავაზონ ამომრჩეველს", - ასე ეხმიანება ამ საკითხს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|