თამთა ჩაჩანიძე
24.07.2020

უკვე მესამე დღეა კორონავირუსით იფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშოდ მაღალია, პარასკევს დადასტურებულ ახალ შემთხვევათა რიცხვი 19-ს შეადგენს, შემთხვევების მეტი წილი კი ბაზრობას უკავშირდება.

მარიამ ნებულიშვილი
24.07.2020

„ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის მაშსტაბით 30 მაჟორიტარულ ოლქში უკვე წარადგინა საკუთარი კანდიდატები. მმართველი გუნდი პროპორციულ სიას სექტემბერში წარადგენს. ექსპერტების თქმით, მმართველი გუნდის სია ისეთი კანდიდატებით იქნება დაკომპლექტებული, რომლებსაც ასე თუ ისე დადებითი რეიტინგი აქვთ საზოგადოებაში. „მმართველი გუნდი ეცდება, როგორმე არაპოპულარული ადამიანებით კი არა, ნაკლებად მიუღებელი ადამიანებით დააკომპლექტოს სია", - ამბობს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

მარიამ ნებულიშვილი
24.07.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კენ ვოლკერის სამედიცინო-სარეაბილიტავიო ცენტრის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც, რამდენიმე გაცხადება გააკეთა. პრემიერმა ისაუბრა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობაზე. მისი თქმით, იგი მოხარულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ანგარიშს მოამზადებს.

ელზა პაპოშვილი
23.07.2020

ერთი თვე და 4 დღე გავიდა, რაც 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მიუხედავად ამ დროის გასვლისა, ჯერჯერობით 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. თუმცა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში მოწმეების დაკითხვა არ წყდება და საქმის მასალებში სულ უფრო და უფრო ახალი ფიგურანტები, ჩვენებები და გარემოებები ხდება. 

მარიამ ნებულიშვილი
23.07.2020

„ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მასშტაბით არსებულ 30 მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატები უკვე წარადგინა. ოპოზიციას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს რა პრინციპით მოახდენს მაჟორიტარობის კანდიდატების სიის ფორმირებას რეგიონებში, იქნება საერთო კონსენსუსი, როგორც დედაქალაქის შემთხვევაში მოხდა, თუ ცალ-ცალკე იბრძოლებენ პარტიები საკუთარი კანდიდატების გამარჯვებისთვის.

ელზა პაპოშვილი
23.07.2020

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. თეთრიწყაროს ტყეში, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ ნაპოვნი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ვერსია ჯერ კიდევ არ არსებობს. თუმცა, მედიაში გარკვეული ვერსია უკვე არსებობს, რომ თამარ ბაჩალეიშვილმა თავი მოიკლა. ამის ოჯახს კატეგორიულად არ სჯერა და აცხადებენ, რომ გოგონას სუიციდის  არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. 

თამთა ჩაჩანიძე
23.07.2020

ბოლო ორი დღის განმავლობაში, კორონავიორუსით ინფიცირებულთა და მისგან გამოჯანმრთელებულთა დინამიკა მნიშვნელოვნად გაუარესდა, სპეციალისტები ამ მაჩვენებელს გარდაბნის რაიონის სოფლების ლოკალურ ეპიდ-აფეთქებებს და ქვეყანაში შემოსულ ტრაილერების ინფიციურებულ მძღოლებს უკავშირებენ.

მარიამ ნებულიშვილი
23.07.2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ბოლო დროს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენიობის ზრდა შეინიშნება. გაჩნდა ე.წ. „გაჩიანის კლასტერი", რეგიონში ამ ეტაპზე კორონავირუსით 36 ადამიანია ინფიცირებული. 21 ივლისიდან გარდაბანში დაიწყო მასობრივი ეპიდკვლევა. ეპიდემიოლოგები და პრეიმიერ-მინისტრი სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში რეგიონის ჩაკეტვას არ გამორიცხავენ.

მარიამ ნებულიშვილი
22.07.2020

საქართველოთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს. არჩევნების პროცესში დასავლეთისა და რუსეთის ფაქტორებზე „რეზონანსი" ექსპერტებს ესაუბრა. მათი შეფასებით, არჩევნები დასავლეთის დიდი დაკვირვების ქვეშ ჩაივლის, არ გამორიცხავენ რუსეთის შესაძლო ჩარევასაც. თუმცა, რაიმე სახის დიდი ცვლილების, მაინც არ ელიან.

თამთა ჩაჩანიძე
22.07.2020

„ხელისუფლებას სამწუხაროდ იმის რესურსი არ აქვს და ისეთ მიზიდულობის ცენტრს ვერ ქმნის, სადაც, ამ პარტიაში ახალგაზრდები წავიდოდნენ. ახალგაზრდებს არ მოსწონთ, არ თვლიან პროგრესულ მომავლის პოლიტიკურ ძალად და არ მიდიან".

ელზა პაპოშვილი
22.07.2020

ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.  ახალგაზრდა გოგო თეთრიწყაროში, ავტომაგისტრალიდან რამდენიმე მეტრის მოშორები თხილნარში იპოვეს.  „რეზონანსს“ ადგილობრივები აწვდიან ინფორმაციას, რომ ის დილით მწყემსმა იპოვა და პოლიციაში დარეკა. 

 

თამთა ჩაჩანიძე
22.07.2020

რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, შავი ზღვაში ნატოს წვრთნები „სი ბრიზ 2020″ მიმდინარეობს, რომელშიც ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად სტრატეგიული პარტნიორები - საქართველო-უკრაინაც ჩაერთვნენ - ამჯერად წვრთნებს უკრაინა მასპინძლობს, მანევრები კი ოდესის სიახლოვეს დაიწყო.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×