მარიამ ნებულიშვილი
22.07.2020

ბოლო პერიოდში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. 22 ივლისს ქვეყანაში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგები მეორე ტალღის შესაძლო დასაწყისზე საუბრობენ.

თამთა ჩაჩანიძე
21.07.2020

ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი მაჟორიტარ კანდიდატთა სია ნიშანია იმისა, რომ მმართველი გუნდში კადრების შიმშილია და პარტია წინასაარჩევნოდ ახლის შეთავაზებას არ აპირებს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ კანდიდატების შერჩევაში გუნდმა აქცენტი გამოცდილ კადრებზე გააკეთა, ხოლო საზოგადოება ახალ სახეებს სიაში იხილავს.

მარიამ ნებულიშვილი
21.07.2020

„როგორ შეიძლება ასეთი პირდაპირ რაღაც იარლიყი მიაწებო, რომ მოძალადეა და მორჩა", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას ყოფილი ძიუდოისტი და პარლამენტარი შოთა ხაბარელი ანა დოლიძის მიერ შექმნილ „შაქარაშვილის ქარტიას".

მარიამ ნებულიშვილი
21.07.2020

„არ უნდა დავუშვათ, რომ რაღაცნაირად საქართველო იყოს ჩათრეული ამ კონფლიქტში", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი სომხური და აზერბაიჯანული თემების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გამართულ აქციებს.

მარიამ ნებულიშვილი
21.07.2020

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ბოლო კვლევებით საკმაოდ ეფექტიანია, უსაფრთხო და დამაიმედებელი. მალე, დიდი ალბათობით, მისი სამრეწველო გამოშვება დაიწყება. პარალელურად, ამ მიმართულებით სხვა კომპანიებიც მუშაობენ, მათ შორის ბილ გეიტსის „გავი", რომელსაც ასევე დამაიმედებელი შედეგი აქვს ამ მომენტისთვის. ამავე დროს მთავარი ეპიდემიოლოგი ამირან გამყრელიძე ასევე ოპტიმისტურ განცხადება საკეთებს, რომ თუ მოლოდინი გამართლდა და ამ კომპანიებმა მალე ვაქცინის გამოშვება დაიწყეს, მას საქართველო მალე მიიღებს.

მარიამ ნებულიშვილი
21.07.2020

„თუ თბილისში „ქართული ოცნების" რომელიმე კანდიდატმა გაიმარჯვა, ეს პარტიის დიდი გამარჯვება იქნება და პირიქით," - ასე აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

მარიამ ნებულიშვილი
20.07.2020

საქართველოში 20 ივლისს კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ინფიცირების ყველაზე დიდი მაჩვენებელია. შემთხვევების დიდი რაოდენობა დაკავშირებული გარდაბანის მუნიციპალიტეტთან. „ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით რადიკალურ გაუარესებაზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა", - ასე აფასებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეხზონანსთან" საუბრისას.

მარიამ ნებულიშვილი
20.07.2020

„ვთვლი, რომ იმ რესურსიდან რაც მმართველ გუნდს გააჩნია კარგად შეარჩია თავისი კანდიდატები", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ქართული ოცნების" მიერ დასახელებულ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს.

თამთა ჩაჩანიძე
20.07.2020

„ჩემი აზრით ეს პრეზენტაცია შეტყობინებაა, რომ ხალხნო ხმა არ მოგვცეთ იმიტომ, რომ ჩვენ უკეთესს არაფერს გთავაზობთ."- ასე აფასებს „რეზონანსთან" შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, „ქართული ოცნების" მიერ საპარლამენტო არჩევნებისთვის 30-ივე მაჟორიტარ ოლქში კანდიდატების წარდგენას.

მარიამ ნებულიშვილი
20.07.2020

„ამ ადამიანებს უკვე აქვთ გარკვეული ელექტორალური ბაზისი, იმისათვის, რომ არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ", - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებს.

თამთა ჩაჩანიძე
20.07.2020

„ქართულმა ოცნებამ" თბილისსა და რეგიონებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 30-ივე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატები დაასახელა, პრეზენტაციაზე, რომელიც სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის, „ბიოლის" ტერიტორიაზე გაიმართა, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც იმყოფებოდა, რომელიც პანდემიის პერიოდში საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა.

მარიამ ნებულიშვილი
19.07.2020

„ქართული ოცნების" განცხადებით მაჟორიტარი დეპუტატების სიას 20 ივლისს წარადგენენ. პარტიაში ამბობენ, რომ ის ახალი სახეებით იქნება დაკომპექტებული. „ავტორიტეტული იქნება ის კანდიდატი, რომელსაც საკუთარი ფინანსები აქვს", - ასე ეხმიანება ამ საკითხს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×