მარიამ ნებულიშვილი
01.07.2020

 პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ახალ სააარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევიდა გენდერული კვოტირების საკითხშიც.

მარიამ ნებულიშვილი
01.07.2020

 ბათუმის საკრებულოს წევრი თემურ კახიძე პარტია „ქართული ოცნებიდან" და საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხეს. იგი პარტია „ევროპულ საქართველოს" შეუერთდა.

თამთა ჩაჩანიძე
30.06.2020

„ამით ისინი რამის გამოსწორებას ფიქრობენ თუ ყურადღების გადატანას, ცოტა გაუგებარია", - ასე აფასებს „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება" გერმანიის ელჩის მიერ გაკეთებული განცხადების გამო შექმნილ ვითარებას თავისი კამპანიისთვის იყენებს.

თამთა ჩაჩანიძე
30.06.2020

„ოპოზიციის ოპოზიციონერობა - ესაა „ქართული ოცნებისა" და ივანიშვილის საქმე", - ასე პასუხობს „რეზონანსთან", პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერის ალეკო ელსაშვილის განცხადებას.

ელზა პაპოშვილი
30.06.2020

სარეკლამო დრო, ქალთა კვოტირება, დისტანცია საარჩევნო უბნებთან - რა იცვლება საარჩევნო კოდექსში, რომელსაც მმართველი გუნდი დაჩქარებული წესით იღებს. კანონპროექტი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღეს. უმრავლესობის წარმომადგენელთა მტკიცებით, ცვლილებები ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზეა მომზადებული. ცვლილებები, ძირითადად, ეხება პარტიების დაფინანსების წესს, სიძულვილის ენას საარჩევნო პერიოდში, სარეკლამო დროის გადანაწილებას და პროპორციულ სიაში კვოტირების წესს.

მარიამ ნებულიშვილი
30.06.2020

 „ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საარჩევნო კოდექსი ისეთი ფორმით ვერ იქნება ჩამოყალიბებული, როგორიც ქვეყანას სჭირდება" - ასეთი განცხადება გააკეთა „რეზონანსთან" საუბრისას პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ.

ია აბულაშვილი
30.06.2020

„ხელისუფლებას არ აწყობს „გაერთიანებულ ოპოზიციაში" ბლოკების შექმნა, რადგან, დიდი ალბათობით, ყველაზე მეტ მანდატს მაინც „ოცნება" მიიღებს, კონსტიტუციით კი მას ექნება უპირატესობა დააკომპლექტოს მთავრობა. ერთიანი ბლოკის შექმნა არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას", რადგან 1%-იანი ბარიერის შემთხვევაში, თუ „ძალა ერთობაშიაში" შემავალი პარტიებიდან ბარეირი ვერ გადალახეს, მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას" მოუწევს თავისი ხმების ჩუქება", - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციაში რამდენიმე ბლოკის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით.

მარიამ ნებულიშვილი
30.06.2020

 „ქართული პოლიტიკოსების განცხადებებზე ალბათ, დასავლეთი იფიქრებს, რომ ტემპერამენტი მაღალი გვაქვს", - ასე ეხმაურება „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე დასავლეთის კრიტიკაზე ქართველი პოლიტიკოსების რეაქციებს.

ელზა პაპოშვილი
30.06.2020

სასტიკი დანაშაული თბილისში - 24 წლის მამაკაცმა შეყვარებულის დაწვა საცადა. როგორც „რეზონანსს“ გოგონას ახლობლები უყვებიან, მამაკაცი მას დაშორების შემდეგ შეირიგებას სთხოვდა, თუმცა უარის მიღების გამო შურისძიებით დაემუქრა. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი გოგნას სახლთან მივიდა და ეზოში გარშემო ჯერ  ბენზინი მოსახა, ამის შემდეგ კი გოგონა სახლიდან გამოიყვანა. მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ კი, სავარაუდოდ,  ან ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, ან ბენზინი შეასხა და  ცეცხლი წაუკიდა. ამის შემდეგ ის ეზოდან გაქიცა. 

მარიამ ნებულიშვილი
30.06.2020

 „საზოგადოებას მოვუწოდებ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და თუ დადგინდა მორაგბეების მონაწილეობა, უკვე შემდეგ გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები", - ასე ეხმაურება ყოფილი მორაგბე და ამჟამად პარლამენტარი ირაკლი აბუსერიძე 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში მორაგბეების შესაძლო მონაწილეობას.

თამთა ჩაჩანიძე
30.06.2020

„კავკასიას და შავ ზღვას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები დაიცავს" - ამის შესახებ რუსული გამოცემა „იზვესტია" წერს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი საქართველოს საზღვართან, კრასნოდარის მხარეში დისლოცირებულ 90-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადას უახლესი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა „ბუკ-მ3"-ებით აღჭურავს.

მარიამ ნებულიშვილი
30.06.2020

 ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ იუსტიციის სამინისტრომ დისციპლინური წარმოება დაიწყო. რამდენიმე დღის წინ, ბაჩანა შენგელია ამბობდა, რომ იუსტიციის სამინისტრომ ნოტარიუსის სტატუსი მას პოლიტიკური ნიშნით, დაუსაბუთებლად შეუჩერა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×