ია აბულაშვილი 30.06.2020

„ერთიანი ბლოკი არ იქნება, მაგრამ იქნება რამდენიმე ბლოკი. ვნახოთ ვინ ვისთან გაერთიანდება. რაც შეეხება მაჟორიტარულ კანდიდატებს, ყველამ თავისი კანდიდატი უნდა დაასახელოს. იმის თქმა, რომ „ძლიერი კანდიდატები დავაყენოთ“ და წინასწარ განსაზღვრა ვინ იქნება ძლიერი კანდიდატი, ძნელია“, - ასე ეხმაურება „რესპულიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშივლი ოპოზიციის გეგმებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ.
|
ია აბულაშვილი 29.06.2020

"ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელისუფლება დარჩენილიყო ოლიმპოზე მარტო, თუმცა აცხადებენ, რომ ეს მათ მოიპოვეს გამარჯვება. ბრძოლაში ბოიკოტირებით მიღებული გამარჯვება მე არ მინახავს, ეს მართლაც უნიკალური შემთხვევაა"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომელსაც პარლამენტმა 117 ხმით მხარი დაუჭირა.
|
მარიამ ნებულიშვილი 29.06.2020
საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებისა და სამომავლო გეგმების შესახებ „რეზონანსთან" „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ და „ქართული ოცნების" წევრმა ნუკრი ქანთარიამ ისაუბრეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.06.2020

მსოფლიოში კორონავირუსი სხვადასხვა ლოკაციაზე სხვადასხვა სიძლიერით მოქმედებს, მაშინ როდესაც ევროპაში ინფექცია რაღაცა დოზით შენელდა, ამერიკის კონტინენტი კი კოვიდ-19-თან გამკლავებას ახლა ცდილობს, პანდემია აქტიურ ფაზაშია საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც.
|
მარიამ ნებულიშვილი 29.06.2020
117 ხმით 3-ის წინააღმდეგ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. სხდომაზე რეგისტრაცია 120-მა დეპუტატმა გაიარა. აღნიშნული ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემიღ 120/30-ზე ჩატარდება. სადაც, 120 დეპუტატი პროპორციული სიით, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული. კანონპროექტი ასევე გულისხმობს, 1%-იან ბარიერს და 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც.
|
ელზა პაპოშვილი 28.06.2020

ოპოზიციაში შესაძლოა ახალი დაპირისპირების ფრონტი გაიხსნას. „მოქალაქეების“ დამფუძნებელ ალეკო ელისაშვილსა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერ გიგა ბოკერიას შორის კონფლიქტი ურთიერთბრალდებებსა და მწვავე კრიტიკაში გადაიზარდა. ამიტომაც გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა ოპოზიციის ილუზორული ერთიანობა საბოოლოო ჯამში კიდევ გასკდეს და განხეთქილების ახალი კერები გაჩნდეს.
|
ელზა პაპოშვილი 28.06.2020

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისა და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის დაპირების მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება“ თავის მაჟორიტარობის კანდიდატებს ივნისის შუა რიცხვებში დაასახელებდა, „ოცნება“ ჯერჯერობით არ ჩქარობს. მედიაში სხვადასხვა ვერსიებმა გაიჟღერა და საუბარი კონკრეტულ გვარებზეც იყო, მაგრამ ამ ეტაპზე მმართველი გუნდი კვლავ დუმს. „ოცნების“ ყოფილი წევრების ცნობით, პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტართა სიის შედგანს პირადად ხელმძღვანელობს. ის და ირაკლი კობახიძე მოქმედ დეპუტატებს ხვდებიან და მაჟორიტარული ოლქების უპრობლემოდ დათმობას სხვადასხვა დაპირების სანაცვლოდ სთავაზობენ.
|
მარიამ ნებულიშვილი 28.06.2020
დედაქალაქის მერის გადაწყვეტილება, რომ წამყვანის როლი მოირგოს და პირადად გასცეს პასუხი მედიით გავრცელებულ ამა თუ იმ ინფორმაციას, როგორც მინიმუმ არასწორია - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში პოლიტოლოგმა ვახტან ძაბირაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ასევე კონტრპროდუქტიულია „ფეისბუკში" გამოქვეყნებული პირადი მოსაზრებების გამო მოქალაქეების სუს-ში დაბარება, რადგანაც თუ ხელისუფლებას ამ გზით სურს წინასაარჩევნოდ რეპრესიული მანქანის ამოქმედება, ეს უკვე დაგვიანებულია და არჩევნებამდე დარჩენილ 4 თვეში ამას აზრი არ აქვს.
|
მარიამ ნებულიშვილი 28.06.2020
„ქართული ოცნების" წევრი და დმანისის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი საკუთარი რეიტინგის დასაზუსტებლად სოციოლოგიურ კვლევას ატარებს და თუ „ქართულ ოცნებასთან" მისი მოლაპარაკება წარუმატებელი აღმოჩნდა, შესაძლოა წლევანდელ არჩევნებში მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს კენჭი. ამის შესახებ მან „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.
|
ია აბულაშვილი 28.06.2020

„მეც საოცრად გამაოცა ამ რაოდენობის ახალგაზრდების დაკავებამ, ვიდრე არ არის ექსპერტიზის დასკვნა. ამიტომ მიჩენს იმის განცდას, რომ ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ძალიან მონდომებული არიან და ყველას დაიჭერენ“, - ასე ეხმაურება იურისტი და უფლედამცველი ლია მუხაშავრია ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.
|
მარიამ ნებულიშვილი 28.06.2020
„ევროპული საქართველო" არ მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვასა და კენჭისყრაში, რომელიც პარლამენტში ორშაბათსაა დაგეგმილი. ამის შესახებ „რეზონანსთან საუბრისას „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას კონკრეტული მოქმედების გეგმაც აქვს შემუშავებული იმ შემთხვევისთვის, თუკი კანონპროექტი მესამე მოსმენაზე ჩავარდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.06.2020

„პირდაპირ ვამბობ, რომ ეს ადამიანი თავისი თავის მხილებას გაურბის და ცდილობს ქვეყანას არ დაანახოს, რომ წარმოდგენა არ აქვს რას ხელმძღვანელობს და რისი მინისტრია", - ასე აფასებს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი გედევან ფოფხაძე ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის უარს პარლამეტში მისვლაზე.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|