თამთა ჩაჩანიძე
27.06.2020

პარასკევს ბელგიის ქალაქ ჰასელტის სასამართლომ „ქართული მაფიის" წევრთა საქმის განხილვა დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულია კრიმინალური ჯგუფის 17 წევრი, რომლებიც ბელგიაში ძარცვაში, ქურდობასა და ყაჩაღობაში არიან ეჭვმიტანილი. დაცვის მხარე დანაშაულს არ უარყოფს და აცხადებს, რომ ბრალდებულები სიღარიბემ და გაჭირვებამ აიძულა ამ გზას დადგომოდნენ.

რეზონანსი
27.06.2020

„მე არ მგონია რომ გერმანიის ერთ-ერთი ყოფილი კანცლერისთვის საამაყო იყოს „გაზპრომთან" თანამშრომლობა. ეს (გერმანიის) ელჩიც (ჰუბერტ ქნირში) შრიოდერის წრეში იყო და შესაძლოა მას გარკვეულწილათ პიეტეტები ან მეტი სიფრთხილე აქვს რუსეთთან მიმართებაში, ამ თვალსაზრისით ამოვარდნილია ამ საერთო სივრციდან", - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
27.06.2020

„ერთმანეთის მიმართ სიყვარული აღარ გვაქვს, სითბო დავკარგეთ და ვერ აღვზარდეთ შვილები - აი, ამან გამოიწვია ეს, ჩემი აზრი ასეთია", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარიშვილის დაღუპვას მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე.

ელზა პაპოშვილი
26.06.2020

„კურდღლები ხართ“, „მატყუარა“ და სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვები, რომელიც პარლამენტში დეპუტატების და საქართველოს პრემიერის გიორგი გახარიას მხრიდან ისმოდა. გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე ერთი საათისა და 20 წუთის განმავლობში სიტყვით გამოდიოდა.  ხოლო  საკუთარი მოხსენების შემდეგ, დეპუტატების კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში  ისმენდა პასუხობდა.

მარიამ ნებულიშვილი
26.06.2020

 პლენარულ სხდომაზე, რომელზედაც პრემიერმა ანაგარიში წარადგინა, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე იყო. ერთ-ერთი გახარიას „ევროპული საქართველოს" ფრაქციის წევრებთან მოუვიდა.

ია აბულაშვილი
26.06.2020

„ბოკერიას ცოლმა, ჩერგოლეიშვილმა არაერთხელ თქვა, რომ სააკაშვილის გამოსვლა დიდ ზიანს აყენებს საქართველოში ოპოზიციის განვითარებასო, მაგრამ ეტყობა ვერ ხვდება ან ვერ ბედავს იმის თქმას, რომ ბოკერია უფრო მეტს აკეთებს "ოცნებისთვის" ვიდრე თვითონ "ოცნება" ახერხებს ამას. ხშირად ვამბობ, ბოკერიას "ოცნება" მაღალ ხელფასს და პრემიას უნდა უხდიდეს ტელევიზიაში ყოველი გამოსვლისთვის" - ასე კხმაურება ექსპერტი პეტრე მამრაძე ოპოზიციაში მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით დაპირისპირებას.

თამთა ჩაჩანიძე
26.06.2020

„აუცილებელი არაა, რომ გახარია პარლამენტში ასე ხშირად დადიოდეს, მაგრამ ახლა ხშირი სიარულით გადაფარავს იმას, რომ მერე პარლამენტში მისვლაზე უარის თქმა მოუწევს, რათა ეკონომიკური კრიზისი როცა იქნება, შესაძლოა თქვას, რომ პარლამენტში ხშირად ვიყავი და მართლაც ყველაფერს თავის საზღვარი აქვს- შესაძლოა დაახლოებით ამ ტიპის რაღაცა განაცხადოს," - ასე აფასებს შერიგების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენას.

მარიამ ნებულიშვილი
26.06.2020

 პარლამენტში პრემიერის მოხსენების შემდეგ კითხვა-პასუხის პროცესი ხმაურის ფონზე წარიმართა. სიტყვიერი დაპირისპირება იყო „ევროპული საქართველოს" წევრ ოთარ კახიძეს და უმრავლესობის წევრ ირაკლი სესიაშვილს შორის.

მარიამ ნებულიშვილი
26.06.2020

 პარლამენტში პლენარულ სესიაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ წლიური ანგარიში წარადგინა. სხდომას ასევე ესწრებოდა პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში მყოფი საპარლამენტო ოპოზიცია.

ელზა პაპოშვილი
26.06.2020

19 წლის ფეხბურთელ გიორგი შქარაშვილის ბუნდოვანებით გარდაცვალების ერთი კვირის თავზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ  17 პირი დააკავა. მათ ჯერჯერობით ბრალი ძალადობის მუხლებით აქვთ წაყენებული, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე არ გამორიცხავს, რომ როგორც დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს, ასევე მუხლები დამძიმდეს. ახალ ყველაფერი ექსპერტიზის პასუხებზე იქნება დამოკიდებული.

რეზონანსი
26.06.2020

 გიორგი შაქარაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევეა, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ჯგუფურ ძალადობაში მოაწილოეობა, თავისუფების უკანონო აღკვეთა, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა. მათ მიერ ჩადენლი დანაშაული 4-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა დღეს გამართულ საგანგებო ბროფინგზე, რომელიც 17 ადამიანის, მათ შორის რაგბისტის, ფეხბურთელისა და ძიუდოში კადეტთა შორის ევროპის 2019 წლის ჩემპიონის დაკავებას მიეძღვნა.

მარიამ ნებულიშვილი
26.06.2020

 „გოსდუმის დეპუტატის კი არა გოსდუმის დამლაგებლის გეშინიათ უკვე" - ასე მიმართა გუბაზ სანიკიძემ „ქართულ ოცნებას ტელეკომპანია კავკასიის ეთერით.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×