ია აბულაშვილი
23.06.2020

„რეგიონებში მაჟორიტარობის კადიდატების წარდგენას „გაერთიანებული ოპოზიცია“ არ ჩქარობს. არჩევნებამდე ერთი თვით ადრეც შეგვიძლია წარვადგინოთ კანდიდატები“ - აცხადებს პარტია „ემსახურე საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
23.06.2020

ქუჩურ გარჩევას შეწირული კიდევ ერთი სიცოცხლე - 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალების გამოძიებას კიდევ ერთი მუხლი დაემატა. როგორც ჩანს, გამომძიებლები შაქარაშვილის გარდაცვალების სხვადასხვა ვერსიებს ამუშავებენ. კითხვები საქმის ირგვლივ ოჯახსაც აქვს და ამიტომაც საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩართეს. 

ია აბულაშვილი
23.06.2020

„მისი სტილიდან გამომდინარე, ალბათ იმ დროს ელოდება, როცა მის კომენტარს მეტი ეფექტი და გავლენა ექნება, ან ამ ჩანაწერის გამოქვეყნებამ კომენტარის გაკეთების სურვილი დაუკარგა“, - ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის დუმილს, რომელსაც ამ დრომდე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

რეზონანსი
23.06.2020

მოძრაობა „ლელო“ 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში გეგმავს თავისი კანდიდატის დაყენებას, თუმცა, ზოგ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს. ამის შესახებ „რეზონანსთან“ საუბრისას „ლელოს“ წარმომადგენელმა კახა კოჟორიძემ განაცხადა და სხვა ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა, რომელთაც, სავარაუდოდ, „ლელო“ თავის კანდიდატს არ დაუპირისპირებს.

ია აბულაშვილი
22.06.2020

"არ არის გამორიცხული, რომ "ევროპულმა საქართველომ" რომელმაც პირველი მოსმენით კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა, ისევ ბოიკოტი გამოაცხადოს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი პირიქით - შემდგომ კენჭისყრებში მიიღოს მონაწილეობა. ალბათ ეს ტაქტიკა აქვთ აღებული; მაგრამ, როცა პოლიტიკურ ჯგუფთა მოქმედება ლოგიკას არ ექვემდებარება და გაუგებარი ქცევით ხასიათდება, საზოგადოება მათ მიმართ ნდობას კარგავს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას.

თამთა ჩაჩანიძე
22.06.2020

დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მონაცემებით, შესაძლოა ითქვას, რომ დიდი ალბათობით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დათქმულ დროში ჩატარდება - ოქტომბერში კი თავისუფალი და უსაფრთხო არჩევნების ჩატარება ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება.

თამთა ჩაჩანიძე
22.06.2020

1-ელი ივლისიდან მსოფლიოს ქვეყნები და მათ შორის საქართველო საერთაშორისო საზღვრებსა და ტურისტულ სეზონს ხსნის. კორონავირუსის გამო, საქართველო ტურისტების შემოდინებასთან დაკავშირებით კონკრეტულად რა ტიპის ზომებს მიიღებს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთი რამ თავსითავად ცხადია, რომ ტურისტს სამედიცინო პირბადე მგზავრობის განმავლობაში აუცილებლად უნდა ეკეთოს.

თამთა ჩაჩანიძე
21.06.2020

21 ივნისის საკონსტიტუციო ცვლილებებზე პირველი მოსმენით კენჭისყრამ აჩვენა, რომ საჭირო 113 ხმის მობილიზება პარლამენტში „ევროპული საქართველოსა" და ნაციონალური მოძრაობის" მონაწილეობის გარეშეც შესაძლებელია. თუმცა, ვითარება ისეთია, რომ თუკი მეორე და მესამე მოსმენას „ნაცმოძრაობამ" და „ევროპულმა საქართველომ" დაპირებისამებრ ბოიკოტი გამოუცხადეს, ცვლილებების გასატანად პარლამენტის დანარჩენ წევრთა პრაქტიკულად 100%-იანი დასწრება იქნება საჭირო და კენჭისყრისას სხდომათა დარბაზში კანონპროექტის მომხრე 5 ან მეტი დეპუტატის არყოფნამ შეიძლება ცვლილების ჩავარდნა გამოიწვიოს.

ელზა პაპოშვილი
21.06.2020

უკვე სამი დღეა, რაც 19 წლის გაუჩინარებულ ფეხბურთელს მეხანძრე-მაშველები ეძებენ. მას სამაშველო სამსახურის 70-მდე წარმომადგენელი და 7 მყვინთავი მტკვარზე და არაგვზე ეძებს. მყვინთავები წყლის ფსკერს ათვალიერებენ, ხოლო დრონის საშუალებით მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი. ცოცხალი ძალა მუშაობს წყალსა და მდინარეების სანაპიროებზეც. 

ელზა პაპოშვილი
21.06.2020

რატომ დატოვა თბილისის ორი მაჟორიტარული ოლქი „ვაკანტურად“ „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ და ამ საკითხზე ხომ არ მიდის მოლაპარაკებები კონკრეტულ პარტიებთან ან პოლიტიკოსებთან? მათ კიდევ აქვთ იმედი, რომ მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას სხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდებიან. მითუმეტეს, რომ ამ ოლქებიდან ერთ-ერთში - საბურთალოზე - უკვე გეგმავენ საკუთარი კანდიდატურის დაყენებას თაკო ჩარკვიანი და ალეკო ელისაშვილი.

რეზონანსი
21.06.2020

საკონსტუტციო ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრის წინ რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, აქედან 136-მა წევრმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა, ხოლო 5 დეპუტატი მის წინააღმდეგ წავიდა.

თამთა ჩაჩანიძე
21.06.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გადაჭრით უარყოფს გუშინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობას, რომელიც რომელიც კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდის მცდელობას ეხებოდა ამის შესახებ მან „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×