ია აბულაშვილი
16.06.2020

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პანდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნები გადაიდოს და ჩატარდეს არა ოქტომბერში, არამედ დეკემბერში. მისი ამ განცხადების შემდეგ, როგორც ჩანს, ამ თემამ გარკვეული აქტუალურობა შეიძინა და სამშაბათს უკვე ფრაქცია „დამოკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა გამოთქვა თავისი მოსაზრება, თუ როდისთვის ჯობია არჩევნების გადატანა.

თამთა ჩაჩანიძე
16.06.2020

„რადგანაც მაჟორიტარების რაოდენობა უნდა შემცირდეს, აქედან გამომდინარე ზოგიერთებს ეუბნებიან, რომ უნდა დათმოს, დაანებოს", - ამის შესახებ „რეზონანსთან" პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომლის ინფორმაციითაც, „ქართულ ოცნებაში" საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სერიოზული დაპირისპირებაა.

თამთა ჩაჩანიძე
16.06.2020

პოლიტიკური მოძღაობა „ლელო საქართველოსთვის" 2020 წლის არჩევნებზე ყველა ოლქში აპირებს თავისი მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენებას, თუმცა, თუკი რომელიმე ოლქში ოპოზიციის კანდიდატი მოეწონებათ, ამ ოლქს მას დაუთმობენ. ამის შესახებ „რეზონანსს" ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ განუცხადა, რომელსაც თავად სურს მაჟორიტარად იყაროს კენჭი.

ელზა პაპოშვილი
16.06.2020

სუს-ის მიერ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, რომელიც ერთ ვერსიით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა, შესაძლოა დამოუკიდებლად არ მოქმედებდა და მისი ჯგუფის სხვა წევრები ამჟამადაც საქართველოში იმყოფებიან. ანალიტიკოსები ამას არ გამორიცხავენ და ახლო მომავლში გამოძიებისაგან საქმის ახალი დეტალებს ელიან. პარალელურად კი იმაზე მიდის მსჯელობა, თუ რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს ეს საქმე უკრაინის უშიშროების ყოფილ გენერალ ვალერი შაიტანოვს.

ია აბულაშვილი
16.06.2020

„ვინ რას იტყვის და ვინ როგორ შემოიხევს ტანზე, მე ეს არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარია საგამოძიებო უწყებებმა დადონ არგმუნეტებით გამყარებული მასალები. თუცმა, პირადად ამ საქმესთან დაკავშირებით უამრავი კითხვა მიჩნდება, მათ შორის ვის ინტერესებში შედიოდა ასეთი დანაშაულის დაგეგმვა და ვის უნდოდა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე ჟურანლისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გავრცელებლ ინფორმაციას.

თამთა ჩაჩანიძე
16.06.2020

ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით ბოლო დეტალებს ათანხმებს. მათი განცხადებით, კონკრეტულ სიას, თუ ვინ რომელ ოლქში იყრის კენჭს, „ხვალ, ან მაქსიმუმ ზეგ" გამოაცხადებენ. თუმცა, რამდენიმე კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია.

ელზა პაპოშვილი
15.06.2020

ვინ არის ქავთარაძეზე დაკავებული ეროვნებით ინგუში აჰმედი ცნობილია და ასევე არაოფიციალურად ხდება ცნობილი, რომ ის საქართველოში კონკრეტული დავალებით იმყოფებოდა. რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვი "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ტელეკომპანიის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა და მას ეს მკვლელობა მას ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

თამთა ჩაჩანიძე
15.06.2020

ოპოზიციური პარტიების ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური სპექტრი მრავალპოლუსიანია და ელექტორატს „შავსა და „თეთრს" შორის არჩევანის გაკეთება აღარ მოუწევს, თუმცა ანალიტიკოსების აზრით, რეალობა სხვანაირია, რომელიც გამოიყურება ასე, რომ მესამე ძალა შესაძლოა ითქვას თვით ამომრჩეველია, რომელსაც არც „ნაციონალური მოძრაობა" და არც „ქართული ოცნება" არ სურთ, თუმცა მათი ერთ რომელიმე სხვა პოლიტიკურ ძალაზე კონცენტრირება არ ხდება.

ია აბულაშვილი
15.06.2020

"პანდემია პოლიტიკურ წესებს არ ექვემდებარება, ამიტომ, არჩევნების მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში განხილვა სწორი არ არის. პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მნიშვნელოვანია არა არჩევნები, არამედ პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობა"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია 2020 წლის არჩევნების შესაძლო გადატანის საკითხს.

თამთა ჩაჩანიძე
15.06.2020

საქართველოში ეპიდემიოლოგები კორონავირუსის ე.წ. მეორე ტალღას შემოდგომით პროგნოზირებდნენ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამ ვირუსზე ყველაფერთად ერთად ჰაერის ტემპერატურამ არანაირი გავლენა არ იქონია. უკვე დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, რომლის პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება და ზაფხულშივე ფაქტიურად მეორე ტალღის საშიშროების წინაშე დევდექით.

ია აბულაშვილი
14.06.2020

არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ოპოზიციის ნაწილი ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში არსებული ორპოლუსიანობის დარღვევის აუცილებლობაზე საუბრობს. ანალიტიკოსთა უმრავლესობაც იმ აზრისაა, რომ წლების განმავლობაში პოლიტიკურ პროცესებში ორი პარტიის დომინირება - მმართველო „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ - დამაზიანებელია ქვეყნის განვითარებისათვის. რომელ პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს პოტენციალი, რომ მათ მეტნაკლებად თანასწორ კონკურენტად ჩამოყალიბდეს 2020 წლის არჩევნებისათვის და ე.წ. მესამე ძალად იქცეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×