ელზა პაპოშვილი
10.06.2020

არ არის გამორიცხული, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში, საქართველოში სექტემბრიდან სკოლები და უნივერსიტეტები არ გაიხსნას და სწავლა ისევ დისტანციურ რეჟიმში წარიმართოს. „რეზონანსს“ განათლების სამინისტროდან წყარო უდასტურებს, რომ უკვე მიმდინარეობს განხილვა, როგორ და  რა ფორმით შეიძლება ონლაინ სწავლება განახლდეს. 

თამთა ჩაჩანიძე
10.06.2020

საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებამდე, პარტიები საარჩევნო სიაში მყოფ ან მაჟორიტარ კანდიდატების ვინაობების წინასწარ დასახელებისაგან თავს იკავებენ, თავს იკავებს „ქართული ოცნებაც", თუმცა საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ მოქმედი პრემიერი შესაძლოა საარჩევნო სის სათავეში იყოს.

ელზა პაპოშვილი
10.06.2020

რას აპირებს ოპოზიცია 20 ივნისს და მიიღებს თუ არა თბილისის მერიისგან თანხმობას აქციის ჩატარების მოთხოვნაზე,  ჯერჯერობით უცნობია.  კონკრეტულად როგორ მოხდება კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დისტანციის დაცვა და გაითვალისწინებს თუ არა ოპოზიცია იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჯანდაცის სამინისტრო იძლევა, კვლავ გაუგებარია. აქციაზე ყველა პირბადით უნდა მივიდეს და ორ მეტრიანი დისტანცია მაინც უნდა დაიცვან.  

ია აბულაშვილი
10.06.2020

"თავისუფალი საქართველო" მონაწილოებას არ ვიღებთ მაჟორიტარ კანდიდატებზე შეხვედრებში. ამომრჩეველს ვთავაზობთ ახალ ალტერნატივას, 30-ივე მაჟორიტარულ ოლქში დავაყენებთ ჩვენს კანდიდატს, რათა არ ჰქონდეს განცდა, რომ მხოლოდ ორი არჩევანია, "ნაცები" და "ქოცები" - ასე ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ოპოზიციაში დაწყებულ კონსულტაციებს თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით.

თამთა ჩაჩანიძე
10.06.2020

„არსად მივდივარ, აქ ვარ. შესაძლებელია თუ არა, რომ საარჩევნო სიაში მოვხვდე? ყველაფერი შესაძლებელია ან არ არის შესაძლებელი. ნუ ვჩქარობთ - ჯერ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები. საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა და არც მიფიქრია ამ სიებზე. არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა. რა დროს კონსულტაციებია, ჩვენ დღეს იმდენი მიმდინარე საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი," - ასე უპასუხა ჟურნალისტებს, სოფელ ნიქოზში ყოფნისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მის თანამდებობიდან წასვლასა და „ქართული ოცნების" საარჩევნო სიასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ კითხვებს.

ია აბულაშვილი
10.06.2020

"მამუკა ხაზარაძემ თავად განაცხადა, რომ იყო შეხვედრა, მაგრამ რაიმე გადაწყვტილება მიღებული არ ყოფილა, ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას" - ასე ეხმაურება "ლელოს საქართველოსთვის" ერთ-ერთი წევრი კახა კოჟორიძე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გიორგი მარგველაშვილი "ლელოსთან" მოლაპარკებებს მართავს.

თამთა ჩაჩანიძე
09.06.2020

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველომ შესაძლოა ავიამოერიშე „სუ-25"-ების წარმოება განაახლოს, მოსკოვში ირონიით შეხვდნენ. რუსი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია და რომ ღარიბაშვილს ზედმეტად მაღალი თვითშეფასება აქვს. ექსპერტი უსაფრთხოების საქმეში ვახტანგ მაისაია ამას კრემლის საინფორმაციო ომის ნაწილად მიიჩნევს და ღარიბაშვილს ურჩევს, „სუ-25"-ების წარმოებაში სუამ-ის ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) პოტენციალი გამოიყენოს.

ელზა პაპოშვილი
09.06.2020

რატომ დააკავეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის სოფიო კილაძის ყოფილი მეუღლე და რატომ ითხოვდა ის ეკა ბესელიასგან საჯარო მხარდაჭერას? როგორც ცნობილი ხდება, ავთანდილ ხარაძეს გამოძიება შემაკავებელი ორდერის დარღვევას ედავება და მას 4 ივნისს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მანამდე კი ხარაძე დეპუტატ ეკა ბესელიასთან იმყოფებოდა და მას დახმარებას სთხოვდა.

თამთა ჩაჩანიძე
09.06.2020

„არჩევნები როგორც კი ოფიციალურად დაინიშნება და პარტია კვლავ საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირდება, ალბათ სულ მცირე ხანში ჩვენ ამ წარდგინებასაც გავაკეთებთ", - ამის შესახებ „რეზონანსთან" „პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკურმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ განაცხადა.

ელზა პაპოშვილი
09.06.2020

რატომ გახდა მოძრაობა „ლელო“ და მისი ლიდერი მამაუკა ხაზარაძე ბოლო ორი დღის განმავლობაში თავდასხმის და ბულინგის მსხვერპლი მედია საშუალებებსა თუ სოციალურ ქსელში? არის თუ არა ეს მიზანმიმართული კამპანია და ვინ შეიძლება ამის უკან იდგეს. „რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ზოგადად, „ლელოს“ დისკრედიტირებაში შესაძლოა თანაბრად იყვნენ დაინტერესებული როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციაც. ამ უკანასკნელს კი კონკრეტული მიზეზიც გააჩნია, რადგანაც სწორედ „ლელო“ იყო პირველი ოპოზიციური პარტია, რომელმაც 2020 წლის არჩევნებისათვის ოპოზიციის ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევაში მონაწილეობაზე ღიად თქვა უარი.

ია აბულაშვილი
09.06.2020

„რესპულიკელებს არ გვაქვს პრეტენზია თბილისში რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში გვყავდეს კანდიდატი, ამიტომ არ ვმონაწილეობთ განხილვებში“, - ასე ეხმაურება „რესპულიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ოპოზიციაში დაწყებულ კონსულტაციებს თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით.

ია აბულაშვილი
09.06.2020

„გიორგი კვირიკაშვილთან დღემდე ვინარჩუნებთ ადამიანურ ურთიერთობებს და ამ ურთიერთობებს არ გავცდენივართ. რაც შეეხება პოლიტიკაში მის ჩართვას, კონსულტაციები არ ყოფილა, პირადად მე მასთან პოლიტიკაზე არ მისაუბრია“, - ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევთან გოგიჩაიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირკაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×